"ატლანტა ჰოქსის" ქართველი კალათბურთელი სპორტის სამინისტროში ლევან ყიფიანს შეხვდა
20 მაისს სპორტის სამინისტროს ზაზა ფაჩულია სტუმრობდა. იგი მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ზაზასთან შეხვედრისას არაერთ საკითხს შეეხნენ:

"ფაჩულიას დონის კალათბურთელი ბევრი არ გვყავს და მისი გამოცდილება ნამდვილად სასარგებლოა.

ზაზა დავპატიჟეთ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ზეიმზე. გაიმართება ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის, კალათბურთში და ზაზა ფაჩულიას მისვლა დიდი სტიმული იქნება".

ამის შემდეგ "ატლანტას" ქართველი კალათბურთელის მისამართით დაისვა შეკითხვები.

დავინტერესდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

"პროგრესი აშკარაა, მკურნალობა კარგად მიმდინარეობს. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ეგრეთ წოდებული ჩექმა უკვე გავიხადე და ჩვეულებრივად დავდივარ.

არ ვიცი, ეს რისი ნიშანია, წინ ვუსწრებ დაგეგმილ რეაბილიტაციის პროცესს თუ არა, მაგრამ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც ჩემი კარიერისთვის საჭირო იქნება.

13 წელია, ნაკრებში ვარ და არაერთი ტრავმა მიმიღია, თუმცა ასეთი ხანგრძლივი დროით არ დამისვენია.

სამწუხაროდ, სექტემბერში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მომიწევს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ახალი ძალით, ახალი ენერგიით ახალ ეტაპს დავიწყებ.

ტრავმის შემდეგ ზოგ კალათბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნება. მე კი საკუთარი თავის იმედი მაქვს და ამიტომაც ვამბობ, უფრო ძლიერად დავბრუნდები-მეთქი".

ფაჩულიას მის შემცვლელზეც ვკითხეთ. როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ტანმაღალი ამერიკელის დამატებასაც აპირებენ.

"როცა მოედანზე ვარ, სიტუაციასაც ვაკონტროლებ. ახლა კი საქართველოს ნაკრებში ვერ ვითამაშებ და ნამდვილად ვერ გეტყვით, ტაქტიკური თვალსაზრისით რა შეიცვლება გუნდში.

ალბათ, ჩემს შემცვლელს მეტი სათამაშო დრო ექნება და იმედი მაქვს, თავსაც გამოიჩენს.

რაც შეეხება უცხოელს, ლეგიონერის ჩამოყვანა-არჩამოყვანის საქმეში არ ვერევი. ეს მწვრთნელის პრეროგატივაა. თუმცა ქართველებიც კარგი მოთამაშეები არიან..."

ზაზას "ატლანტასთან" კონტრაქტი ივნისში ეწურება. როგორც თავად აღნიშნა, სადღეისოდ ოპერაციისშემდგომ რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული და სატრანსფერო საკითხზე ნაკლებად ფიქრობს.

"8 წელია, ატლანტაში ვცხოვრობ და იქაურობასთან შეგუებული ვარ. ატლანტაში ბევრი კარგი დღე მქონია და მითქვამს კიდეც, რომ ამერიკაში ჩემი სახლი სწორედ ეს ქალაქია.

ჯორჯიის შტატში სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ კალათბურთი ბიზნესია და საბოლოოდ ჩემი და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო ვარიანტს ავარჩევ".

ფაჩულიამ ბრუკლინელ ახალწვეულ თორნიკე შენგელიაზეც ილაპარაკა:

"მას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი უახლოესი ადამიანია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნამდვილი პროფესიონალია. ამიტომაც მიაღწია NBA-მდე.

ველოდი, რომ "ბრუკლინის" დარ ძლიერ გუნდში დამკვიდრება იოლი არ იქნებოდა, მით უმეტეს, ევროპიდან ჩასული ახალგაზრდა კალათბურთელისთვის. თუმცა მთავარია, რომ პირველმა სეზონმა ჩაიარა. თორნიკეს შანსი რამდენჯერაც მიეცა, თავი დადებითი კუთხით წარმოაჩინა, როგორც NBA-ს განვითარების ლიგაში, ასევე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში.

დარწმუნებული ვარ, შენგელიას NBA-ში ხანგრძლივი და საინტერესო კარიერა ელის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაზა ფაჩულია შესაძლოა "ატლანტაში" დარჩეს

თორნიკე შენგელია: ამერიკელები მეგობრული ხალხია, ზოგჯერ - ზედმეტადაც კი

ზაზა ფაჩულია გეი კალათბურთელის აღიარებას გამოეხმაურა

ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

gaba
პაჩულია გვერდი დაგიმახინჯა კიპიანმა.ნაგავი კაცია კიპიანი
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"