პრეზიდენტს მოთმინების ფიალა აევსო
მასიმო მორატიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ანდრეა სტრამაჩონის ბოლომდე ენდობა და რომ ახალგაზრდა მწვრთნელს მომდევნო სეზონშიც მიეცემა "ინტერის" მთავარ მწვრთნელად მუშაობის საშუალება.

მორატის მთავარი არგუმენტი ასეთი იყო: მიმდინარე სეზონში დაგროვილი გამოცდილება ახალგაზრდა სპეციალიატმა ისევ ჩვენს გუნდს უნდა მოახმაროს და არა კონკურენტსო. მოკლედ, სენიორ მასიმო მწვრთნელს ნდობას უცხადებდა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და როგორც ჩანს, პრეზიდენტსაც აევსო მოთმინების ფიალა. "ინტერმა" სეზონის ფინიში სამარცხვინოდ ჩაატარა, რომლის "გვირგვინი" "უდინეზესთან" საშინაო მარცხი გახლდათ. მარცხიცაა და მარცხით, 2:5 მეტისმეტი გახლდათ და ეს ნამატჩევს მორატიმაც აღნიშნა:

"საშინელი სეზონი იყო, რომელიც სამარცხვინო მარცხით დავასრულეთ. ამას ჩვენი გულშემატკივრები არ იმსახურებენ და სამწუხაროა, რომ მათ კიდევ ერთხელ გავუცრუეთ იმედი. სიმართლე გითხრათ, ასეთი დაღმასვლა ვერც კი წარმომედგინა".

მორატის ამ განცხადებას იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ მალე კი გავრცელდა ცნობა, რომ ანდრეა სტრამაჩონის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. დიახ, "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მასიმო მორატიმ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მომდევნო სეზონიდან სტრამაჩონი "ნერაძურის" მესაჭე აღარ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ მორატის მორიგი კომენტარი ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს:

"ანდრეა სტრამაჩონი ნიჭიერი მწვრთნელია და მას დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ფაქტია, რომ განვლილი სეზონი პირწმინდად ჩაუვარდა. დარჩება თუ არა მთავარ მწვრთნელად? - საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. სიმართლე გითხრათ, ბოლო თამაშებმა ჩემში მომავლის რწმენა შეარყია. ამიტომ ცვლილებებია საჭირო".

არ გაგიკვირდებათ, თუ დავძენთ, რომ ანდრეა სტრამაჩონის სავარაუდო შემცვლელად ვალტერ მაცარი განიხილება. დღეს "ნაპოლის" ექს-თავკაცი ყველაზე მოთხოვნადი იტალიელი სპეციალისტია და ბუნებრივია, მისი გადაბირება მორატისაც უნდა - ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მილანის "ინტერს" ხუთი ახალი ფეხბურთელი შეუერთდება

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია