ედინსონ კავანი - "სიტიში", მოლაპარაკება დაწყებულია...
"ნაპოლიში" ვალტერ მაცარის ერა დასრულდა და კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დიდ აურზაურშია.

ერთი, რომ მაცარის შემცვლელია მოსაძებნი და მეორე, "ნაპოლის" მთავარმეგოლე ედინსონ კავანიზეა ნადირობა გამოცხადებული. დე ლაურენტისმა ორივე თემაზე გააკეთა კომენტარი...

ახალი მწვრთნელი

მაცარის წასვლის ამბავი დაახლოებით ერთი თვის წინ გავიგე და მას შემდეგ ახალ მწვრთნელზე განუწყვეტლივ ვფიქრობ. არ დაგიმალავთ და მქონდა კიდეც რამდენიმე შეხვედრა, რომლებმაც უშედეგოდ ჩაიარა.

ამ დროისთვის რამდენიმე კანდიდატს განვიხილავთ, რომელთა შორის ნამდვილად არის რაფაელ ბენიტესი. ესპანელი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე სპეციალისტია, ისეთი, როგორიც ჩვენ გვჭირდება. ამას წინათ წავიკითხე, თითქოს ლონდონში ვიყავი და რაფას შევხვდი, რაც არასწორია, მაგრამ მისით დაინტერესებას ვადასტურებ. უახლოეს დღეებში, ალბათ, მართლაც შედგება შეხვედრა და იქ გაირკვევა კიდეც ბევრი რამე.

რობერტო დი მატეო? - "ჩელსიში" კარგად წარმოაჩინა თავი და ნიჭიერ მწვრთნელად მივიჩნევ, მაგრამ მასზე ფსონის დადება მაინც სარისკოდ მეჩვენება. იგივეს ვიტყოდი მარსელო ბიელსაზე, რომელსაც იტალიაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ედინსონ კავანი

ჩვენი სურვილია, რომ კავანი დარჩეს "ნაპოლიში", მაგრამ ამის ალბათობა მცირეა. ურუგვაელის მიმართ არაერთი კლუბი იჩენს ინტერესს და გაგიმხელთ, რომ ერთ-ერთ მათგანთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. დიახ, ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორი რიკარდო ბიგონი მანჩესტერშია და "სიტის" მესვეურებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ჩვენ ედინ ჯეკოს გადმობირება გვსურს და ალბათ ხვდებით, რომ ლაპარაკი ნაწილობრივ ბარტერზეა.

კავანის სატრანსფერო ღირებულება 63 მილიონი ევროა, სხვა დეტალები კი უახლოეს პერიოდში გაცხადდება. იმედია, ჯეკო "ნაპოლიში" გააგრძელებს ასპარეზობას, მაგრამ ამით ნამდვილად არ შემოვიფარგლებით. ჩვენი მიზანი გუნდის სერიოზულად გაძლიერებაა და ეს იმ პირობებშიც შესაძლებელია, თუ კავანი დაგვტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფაელ ბენიტესი - "ნაპოლის" ახალი თავკაცი?

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა