პისარო ნაკრებში დააბრუნეს და მას "ფიორენტინადან" წასვლა სურს
"ფიორენტინამ" სერია A-ს უკვე ისტორიად ქცეულ გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

თუმცა კლუბის მესვეურებმა მეოთხე ადგილი და ევროპალიგის საგზურიც წარმატებად შეაფასეს. ფლორენციული გუნდის წარმატებების მთავარ შემოქმედად /ვინჩენცო მონტელა მიიჩნევა, რომელიც რჩება "ვიოლაში" და კიდევ უფრო ამბიციურ გეგმებს ისახავს. თუმცა მწვრთნელს კარგად ესმის, რომ გაძლიერების გარეშე არაფერი გამოვა:

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განვლილი სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენგან არავინ ელოდა, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებდით. "მილანს" ღირსეული კონკურენცია გავუწიეთ და ამით ვამაყობ. მომდევნო სეზონში კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს: ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, იტალიის თასისა და ევროპალიგის მოგება. კარგად მესმის, რომ არსებული რესურსით, ამ მიზნების მიღწევა გაგვიჭირდება. ამიტომ გაძლიერებაა საჭირო. უკვე დავიწყეთ ახალი ფეხბურთელების შერჩევა და მალე გეგმებსაც გავამზეურებთ".

პისაროს "იებიდან" წასვლა სურს

"ფიორენტინას" წარმატებაში წონადი წვლილი შეიტანა 33 წლის ნახევარმცველმა დავიდ პისარომ. ჩილელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ფლორენციელ გულშემატკივრებს მყისვე შეაყვარა თავი... თუმცა პისაროს აგენტმა ალეჰანდრო სანტისტებანმა მეტად მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

"დავიდს საოცარი სეზონი ჰქონდა, 2476 წუთი ითამაშა, სამი გოლი შეაგდო და არაერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 33 წლის ასაკში ეს მართლაც ბრწყინვალე შედეგია. ჩემი კლიენტი კიდევ ორი-სამი წელი აპირებს ფეხბურთის თამაშს და სურს, ახალი გამოწვევა მიიღოს. დავიდით ინგლისური პრემიერლიგის და გერმანული ბუნდესლიგის გუნდები არიან დაინტერესებულნი. უახლოეს დღეებში "ფიორენტინას" მესვეურებს შევხვდებით და ყველა საკითხს გადავწყვეტთ".

შეგახსენებთ, რომ დავიდ პისარომ იტალიურ საფეხბურთო სამყაროს "უდინეზეში" ასპარეზობით გააცნო თავი, რის შემდეგაც ერთი სეზონი "ინტერში" დაჰყო და "რომაში" გადაბარგდა, სადაც ექვსი წელი იასპარეზა. ცოტა ხანი "მანჩესტერ სიტიშიც" თამაშობდა, 2012 წლიდან კი "ფიორენტინას" ღირსებას იცავს.

პისარო ჩილეს ნაკრებში დაბრუნდა

"ფიორენტინას" ნახევარმცველი ჩილეს ნაკრებს უბრუნდება. დავიდ პისარო 8-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოირგებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფორმას. ნაკრებში უკანასკნელი შეხვედრა 33 წლის ფეხბურთელმა 2005 წელს ჩაატარა. მაშინ დისციპლინის დარღვევის გამო პისარომ, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, დისკვალიფიკაცია მიიღო, ვადის გასვლის შემდეგ კი ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი განაცხადა.

ჩილელთა არგენტინელმა დამრიგებელმა ხორხე სამპაოლიმ ვეტერანი ნახევარმცველი დაითანხმა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოესი ორი შეხვედრისთვის გამოიძახა. ჩილე 7 ივნისს პარაგვაის შეხვდება, 11-ში კი ბოლივიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

/ვინჩენცო მონტელა "სიენას" ჰიმნს იმღერებს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე