რა დაუმტკიცა დევიდ ბექჰემმა ყველას
კლემან გრენიემ "ნიცას" საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაუტანა. დევიდ ბექჰემმა ყველას დაუმტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში 38 წლის ასაკშიც შეუძლია. "სოშოს" და "ტრუას" კი გადარჩენისთვის გადამწყვეტი ბრძოლა ბოლო ტურში ელით...

80 - "ბრესტთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "პარი სენ-ჟერმენმა" 80 ქულა მოაგროვა. დედაქალაქურ გუნდს ერთ სეზონში ამდენი ქულა არასდროს დაუგროვებია.

4 - "ლიონი", "სენტ ეტიენი", "ლილი" და "ნიცა" მე-3-მე-6 ადგილებს იკავებენ. მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და ბოლო ტური გამოარკვევს იმ ორ გუნდს, რომელიც ევროთასების საგზურს მოიპოვებს ("სენტ ეტიენს" ევროპალიგის საგზური ლიგის თასის მოგების გამო გარანტირებული აქვს).

60 % - "ბრესტთან" გამართულ შეხვედრაში დევიდ ბექჰემმა საჯარიმოში 5-ჯერ ჩააწოდა და აქედან სამჯერ ბურთი პარტნიორთან მივიდა, მათ შორის, ერთხელ მაშინ, როდესაც ინგლისელმა კუთხური მოაწოდა, რომელიც ბლეზ მატუიდის გოლით დასრულდა. 60-პროცენტიანი შედეგი ამ საღამოს საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

76 - "ლილთან" გამართული მატჩი, რომელიც უგოლოდ დასრულდა, რენე ჟირარისთვის 76-ე და უკანასკნელი საშინაო მატჩი იყო. "მონპელიეს" დამრიგებელმა "სტად დე ლა მოსონზე" საკუთარ გუნდს 46 შეხვედრაში მოაგებინა და 16 მატჩი ფრედ დაასრულებინა.

29 - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბრესტის" კარში ორი გოლი გაიტანა და ახლა შვედის ანგარიშზე 29 ბურთია. პსჟ-ის ფორვარდს ერთი გოლი აკლია ჟან-პიერ პაპენის მიღწევის გამეორებამდე, რომელიც უკანასკნელი მოთამაშეა, ვინც ერთ სეზონში 30 გოლი გაიტანა. "მარსელში" მოთამაშე პაპენმა ეს 1989/90 წლების სეზონში გააკეთა.

59 - გოლი აქვს გატანილი "სენტ ეტიენს", რაც 1981/82 წლების სეზონის შემდეგ გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია. მაშინ "მწვანეებმა" 74 გოლი გაიტანეს, ჩემპიონატში კი მეორე ადგილი დაიკავეს.

34.3 მეტრი იყო დისტანცია კარამდე, როდესაც ბურთთან კლემან გრენიე მივიდა და აუღებელი დარტყმით დავიდ ოსპინას გაუტანა. საბოლოოდ, "ლიონმა" "ნიცასთან" ქულა აიღო და ეს გოლი შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.

10 - "ვალანსიენის" კარში გატანილი პენალტი გრჟეგორჟ კრიხოვიაკისთვის მხოლოდ მე-4 გოლი იყო, თუმცა ამ 4 ბურთით კრიხოვიაკმა საკუთარ გუნდს 10 ქულა მოუტანა. ბოლო სამი გოლი პოლონელმა იმ შეხვედრებში გაიტანა, რომელიც "რეიმსმა" 1:0 მოიგო.

1 - ბოლო ტურში "სოშოს" "ბასტიასთან" ქულის აღება სჭირდება იმისთვის, რომ ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნოს და "ტრუა" კვლავ მეორე დივიზიონში დააბრუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXXVII ტური: დევიდ ბექჰემის გაცილება [VIDEO]

პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა