საფრანგეთის პირველმა ნომერმა ტრავმის გამო 2010 წლის სეზონი ნაადრევად დაასრულა
საფრანგეთის პირველმა ნომერმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ ნაადრევად დაასრულა 2010 წლის სეზონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი ვერ დაეხმარება თავის გუნდს დევისის თასის ფინალში, რომელიც 3-5 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება.

25 წლის ცონგას თქმით, ამის მიზეზია მარცხენა მუხლის ტრავმა, რომელიც ჩოგბურთელმა წინა კვირას მონპელიეს ტურნირზე მიიღო. სწორედ ამ დაზიანების გამო გამოიტანა განაცხადი ფრანგმა ამ კვირას ვალენსიას ტურნირიდან.

"მყესი ჯერ კიდევ მონპელიეს ტურნირის დროს დავიზიანე, - განაცხადა ცონგამ სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე. - ამის გამო გამოვტოვებ პარიზის მასტერსსა და დევისის თასის ფინალს".

წელს ფრანგმა აშკარად ჩააგდო სეზონი. წლის მეორე ნახევარში ცონგა ძირითადად მუხლის ტრავმის მკურნალობით იყო დაკავებული და ამის გამო "დიდი სლემის" ბოლო ტურნირი - აშშ-ის ღია პირველობა გამოტოვა. 2010 წელს მას არც ერთი ტურნირი არ მოუგია, უფრო მეტიც - ფინალამდეც კი ვერ მიაღწია. ფრანგის საუკეთესო შედეგია ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა, სადაც მომავალ ჩემპიონ როჯერ ფედერერთან დამარცხდა - 2:6, 3:6, 2:6. სულ ცონგას აქტივში 31 გამარჯვება და 16 მარცხია.

ლიდერის არყოფნა ძალიან დაეტყობა საფრანგეთის ნაკრებს, რომელსაც გაუჭირდება სტუმრად ნოვაკ ჯოკოვიჩის სერბეთის ნაკრების შეჩერება. ცონგას არყოფნაში ფრანგების ლიდერი გაელ მონფილსი იქნება. გარდა ამისა, გუნდის კაპიტანი გი ფორჟე მიშელ ლოდრაზე, რიშარ გასკესა და ჟილ სიმონზე გააკეთებს აქცენტს.

მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა როჯერ ფედერერმა შვეიცარიის ჩოგბურთის ფედერაციის კრიტიკას უპასუხა. შეგახსენებთ, რომ "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონმა უარი თქვა დევისის თასის პლეი ოფში ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე. ის შეხვედრა შვეიცარიამ წააგო და გამოეთხოვა ადგილს მსოფლიოს ლიგაში.

"კრიტიკა ნორმალურია, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანების უმრავლესობას შესანიშნავად ესმით რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. საბოლოოდ, მე არ ვითამაშე ყაზახეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყოველთვის პერსპექტივაზე ვფიქრობ. ბოლო მომენტამდე ღიად მქონდა დატოვებული ეს საკითხი. ამასთან დაკავშირებით ფედერაციის პრეზიდენტთანაც ვისაბურე და ყველა საკითხი მოვაგვარე. ამიტომაც გაუგებარია ეს კრიტიკა", - განაცხადა შვეიცარიელმა.

წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი კიმ კლაისტერსი 2011 წლის სეზონს ტაილანდში დაიწყებს, სადაც საჩვენებელი მატჩის გამართვაა დაგეგმილი. ამის შემდეგ ბელგიელი ავსტრალიაში გადაინაცვლებს, სადაც საფუძვლიანად დაიწყებს მზადებას "დიდი სლემის" პირველი ტურნირისთვის - ავსტრალიის ღია პირველობისთვის.

კიმის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სპორტსმენი ნოემბრის შუა რიცხვებამდე აპირებს დასვენებას, რის შემდეგაც სავარჯიშო პროცესს განახლებს. 9 დეკემბერს ანტვერპენში კლაისტერსი საჩვენებელ მატჩს გამართავს თავის არანაკლებ სახელოვან თანამემამულე ჟუსტინ ანენთან.

კლაისტერსი ახალ წელს ტაილანდში შეხვდება. იქ საწვრთნელ მატჩში მისი მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი იქნება. ამას მოჰყვება პირველი ოფიციალური ტურნირი სიდნეიში.

ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ორგანიზატორებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, პირველად ისტორიაში Hawkeye-ის ვიდეოგამეორებების სისტემა არამარტო ცენტრალურ კორტზე, არამედ ყველა მოედანზე დამონტაჟდება.

2011 წელს წამყვანი ქალი და მამაკაცი ჩოგბურთელები ინდიან უელსში 7-20 მარტს ითამაშებენ და ტურნირის აბსოლუტურად ყველა მონაწილეს შეეძლება მსაჯის გადაწყვეტილებების შემოწმება. ტურნირის დირექტორის სტივ სიმონის აზრით, ინდიან უელსის მასტერსი ყველაზე უშეცდომო ჩემპიონატი იქნება პროფესიულ ტურში. შეგახსენებთ, რომ ადრე Hawkeye-ის სისტემა მაქსიმუმ სამ კორტზე იყო ხელმისაწვდომი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა