21 მაისს წილისყრა გაიმართა, რომელმაც მოასპარეზენი სამ სამგუნდა და ერთ ოთხგუნდა ჯგუფში გადაანაწილა
სან მარინოში ჩოგბურთელ ვაჟთა დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკული ზონის მე-3 ჯგუფის 16 გუნდი შეიკრიბა.

21 მაისს წილისყრა გაიმართა, რომელმაც მოასპარეზენი სამ სამგუნდა და ერთ ოთხგუნდა ჯგუფში გადაანაწილა.

სტარტზე საქართველოს ნაკრებს (ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, შოთა მეფარიძე, კაპიტანი ვიქტორ ბაკში) გაუმართლა - ფავორიტებს ასცდა: მეორე ჯგუფის ორი საგზურისთვის პლეი ოფში გასასვლელად C ჯგუფში მასპინძელ სან მარინოს (დიეგო ზონზინი, მარკო დე როსი, პიეტრო გრასი, მოთამაშე კაპიტანი - დომენიკო ვიცინი) და სომხეთს (აშოტ გევორქიანი, ხაჩატურ ხაჩატრიანი, სედრაქ ხაჩატრიანი, მიქაელ ავეტისიანი, კაპიტანი ვაჰე ავეტისიანი) დაუპირისპირდება.

დანარჩენ ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი. საბერძნეთი, ჩერნოგორია, ლიხტენშტეინი.

B ჯგუფი. ნორვეგია, მალტა, ისლანდია.

D ჯგუფი. მაკედონია, თურქეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი.

წრიული შეხვედრების შემდეგ A ჯგუფის პირველადგილოსანი C ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, B ჯგუფისა - D ჯგუფში უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.

დღეს, 22 მაისს, ითამაშებენ: ჩერნოგორია - საბერძნეთი, ნორვეგია - მალტა, საქართველო - სომხეთი, თურქეთი - მაკედონია, ალბანეთი - აზერბაიჯანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე