რეგულარული ჩემპიონატის თითქმის ყველა გუშინდელ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლა იყო

რეგულარული ჩემპიონატის თითქმის ყველა გუშინდელ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლა იყო. ასეთი იყო მაგალითად, "მინესოტასა" და "სან ხოსეს" მატჩი. მასპინძლები მათთვის ჩვეული მანერით თამაშობდნენ და კონკურენტის ლიდერი ფორვარდებისთვის სივრცის მაქსიმალურად შეზღუდვას ცდილობდნენ. ეს კარგად გამოუვიდათ. საინტერესოა, რომ შეხვედრის წინ "ზვიგენებსა" და "ველურებს" პირველი ორი ადგილი ეკავათ რიცხობრივი უპირატესობის რეალიზაციის მხრივ და მით უფრო გასაკვირია, რომ 60 წუთის განმავლობაში გუნდებმა მხოლოდ ერთი შაიბა გაიტანეს. არადა, მეტოქეებს ჯამში 15-ჯერ მიეცათ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების შანსი, მაგრამ მაყურებელმა მეორე პერიოდის შუაში გატანილი ერთადერთი შაიბა იხილა. სხვათა შორის, იმ ეპიზოდში "უაილდს" ორი ჰოკეისტით მეტი ჰყავდა მოედანზე. გაძევებულები იყვნენ ტორი მიტჩელი და ჯონ მაკარტი და "მინესოტამ" ხელიდან არ გაუშვა ასეთი შანსი - გოლი ენდრიუ ბრუნეტის ანგარიშზეა.

სამი პერიოდის განმავლობაში "შარქსმა" 36 დარტყმა შეასრულა, "მინესოტამ" - მხოლოდ 16, მაგრამ მეკარე ნიკლას ბექსტრიომის ბრწყინვალე თამაშმა "უაილდს" ორი ქულა მოუტანა.

მოულოდნელი იყო "კოლამბუსის" იოლი გამარჯვება "მონრეალთან" - 3:0. მასპინძლების მეკარე მატიო გარონს 29 დარტყმის მოგერიება დასჭირდა კარიერაში მე-17 "შათაუტის" შესასრულებლად. "კოლამბუსი" დებიუტანტი მწვრთნელის სკოტ არნიელის ხელში ძალიან არასტაბილურად თამაშობს (დიდი ანგარიშით წაგებები "კალგარისთან" და "კოლორადოსთან"), თუმცა 15 ქულით მეხუთე ადგილს ინარჩუნებს დასავლეთ კონფერენციაში.

მოულოდნელად მოსაწყენი იყო "ტორონტოსა" და "ოტავას" მატჩის პირველი პერიოდი. ორივე გუნდს ერთგვარი ჩავარდნა აქვს - "სენატორზმა" ცუდი სტარტი აიღო სეზონში, "ტორონტომ" კი სასტარტო ოთხი მოგების შემდეგ ტემპს უკლო და პლეი ოფის ზონიდან გავარდა. უფრო მეტიც, ბოლო ექვს მატჩში რონ უილსონის გუნდმა მხოლოდ შვიდი შაიბა გაიტანა.

სასტარტო პერიოდი უკეთ "სენატორებმა" ჩაატარეს და მაიკ ფიშერის გოლით დაწინაურდნენ. თავდამსხმელმა ერთი ერთზე გაქცევა მოახერხა და ის კომისარეკმა წესით დარღვევით შეაჩერა - დაზარალებულმა ბულიტი ზუსტად შეასრულა. მეორე 20-წუთეულსაც კარგი არ მოუტანია მასპინძლებისთვის, რადგან ერთ-ერთი შეჯახებისას ტრავმა მიიღო "ტორონტოს" კაპიტანმა დიონ ფანოფმა, რომელიც ყინულზე აღარ დაბრუნებულა. ლიდერის გარეშე დარჩენილმა კანადელებმა კიდევ ორი შაიბა გაუშვეს - "ოტავამ" ორივე გოლი რიცხობრივი უპირატესობისას გაიტანა.

ბოლო პერიოდში "ტორონტომ" ასე თუ ისე გააქტიურა შეტევითი მოქმედებები, მაგრამ ეს მხოლოდ ბოშემენისა და მაკარტურის შაიბებისთვის აღმოჩნდა საკმარისი. 3:2 "ოტავას" სასარგებლოდ და "სენატორები" დაეწიენ კანადელებს, თუმცა ორივე გუნდი პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფება.

დღის ბოლო შეხვედრაში "ვანკუვერი" "ედმონტონს" ესტუმრა პირველი გასვლითი მატჩის მოსაგებად და კინაღამ ორი ქულა დაკარგა! სასტარტო პერიოდის შემდეგ "კენაქსი" დამაჯერებლად ლიდერობდა დანიელ სედინისა და რაფი ტორესის დუბლის წყალობით. "მენავთობეებმა" გულშემატკივართა მხარდაჭერით ერთი შაიბა მეორე პერიოდში გაქვითეს, ხოლო მესამე 20-წუთეულის სტარტზე ანგარიში გათანაბრდა. თუმცა იმავე ტორესმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ალან ვინიეს გუნდს ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონში ლიდერობა მოუტანა. "ედმონტონის" ფანები კმაყოფილი უნდა იყვნენ თავიანთი გუნდის მონდომებით, მაგრამ "ოილერზი" მაინც ლიგის ბოლო გუნდად რჩება.

თვის მოთამაშეები

ამასობაში, ლიგამ ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა და პირველი ვარსკვლავის სტატუსი "ტამპა ბეის" ფორვარდ სტივენ სტემკოსს მიანიჭა. გასულ თვეში "ლაითნინგმა" შვიდი მატჩი მოიგო და სამჯერ დამარცხდა, რითაც თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდებს შორის. თავად სტემკოსმა ამ მატჩებში 19 ქულა (9+10) მოიპოვა.

თვის მეორე ვარსკვლავი გახდა "ბოსტონის" მეკარე ტიმ ტომასი, რომლის შესახებაც უკვე ბევრჯერ დავწერეთ - ექვსიდან ექვსი მოგება, დარტყმების მოგერიების 98.4 პროცენტი და საშუალოდ გაშვებული 0.50 შაიბა.

სიაში მესამეა "კოლორადოს" ფორვარდი კრის სტიუარტი - ოქტომბრის 11 მატჩში მან თავის ანგარიშზე 16 ქულა (9+7) ჩაიწერა. ერთხელ თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.

ტორონტო-ოტავა 2:3

0:1, 0:2, 2:0

გოლები: 0:1 ფიშერი-4 (ბულიტი), 0:2 გონჩარი-1 (ე. კარლსონი-3, ალფრედსონი-7), 0:3 ე. კარლსონი-3 (გონჩარი-7, ფოლინო-4), 1:3 კულემინი-2 (ბოშემენი-2, მაკარტური-3), 2:3 მაკარტური-7 (გრაბოვსკი-5, ვერსტეეგი-2).

კოლამბუსი-მონრეალი 3:0

2:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 ნეში-4 (ვორაჩეკი-4), 2:0 ბრასარი-4 (ვორაჩეკი-5, სტრალმანი-4), 3:0 კ. უილსონი-3 (ბოლი-1, მაკენზი-2).

მინესოტა-სან ხოსე 1:0

0:0, 1:0, 0:0

გოლი: 1:0 ბრუნეტი-3 (ჰავლატი-7, მ. კოივუ-9).

ედმონტონი-ვანკუვერი 3:4

0:3, 1:0, 2:1

გოლები: 0:1 დ. სედინი-8 (ჰ. სედინი-12, ედლერი-7), 0:2 ტორესი-4 (მალორტა-5, ბიეკსა-1), 0:3 ტორესი-5 (ბიეკსა-2), 1:3 პენერი-4 (კოლიანო-2), 2:3 რ. ჯონსი-3 (სტორტინი-1, შმიდი-2), 3:3 ბრული-2 (კოლიანო-3, შმიდი-3), 3:4 ტორესი-6 (ბიეკსა-3, ლუონგო-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს