მორბენალი-ამპუტანტი ოსკარ პისტორიუსი ჯერჯერობით არ გეგმავს ტურნირებზე დაბრუნებას
სამხრეთაფრიკელი მორბენალი-ამპუტანტი ოსკარ პისტორიუსი ჯერჯერობით არ გეგმავს ტურნირებზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მორბენალი ბრალდებულია თავისი შეყვარებულის, რივა სტინკამპის მკვლელობაში. თავად სპორტსმენი ამტკიცებს, რომ მკვლელობა ტრაგიკული შემთხვევითობის ბრალია, რადგან ღამით, საკუთარ სახლში ქალი მძარცველად მიიღო.

ამის შემდეგ სასამართლომ დააკმაყოფილა მორბენალის ადვოკატების თხოვნა და უფლება მისცა პისტორიუსს, საზღვარგარეთ იმოგზაუროს ტურნირებზე. თუმცა, როგორც ოსკარის მწვრთნელმა ემპი ლოუვმა განაცხადა, პისტორიუსი 2013 წელს არ აპირებს სტარტზე გასვლას.

"ჩვენ, როგორც გუნდმა, გადავწყვიტეთ, რომ ჯერჯერობით არ ვილაპარაკოთ ვარჯიშებსა და ტურნირებზე. უარი ვთქვით ყველა იმ შეჯიბრზე, რომელიც 2013 წელს გვქონდა დაგეგმილი", - განაცხადა ლოუვმა.

ასე რომ, ოსკარ პისტორიუსი არ გამოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ზაფხულში მოსკოვში გაიმართება.

ასევე არ ჩავა რუსეთის დედაქალაქში ქალებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 5 და 10 ათას მეტრზე სირბილში, კენიელი ვივიან ჩერუიოტი. ის არ აპირებს ტიტულების დაცვას.

30 წლის სპორტსმენის თქმით, ის გარკვეული ხანი პაუზის აღებას აპირებს კარიერაში. 2012 წლის ოლიმპიადაზე ჩერუიოტმა ვერცხლი აიღო 5000 მეტრზე და ბრინჯაო - 10 000 მეტრზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მძლეოსნობა: ეჭვმიტანილი ოსკარ პისტორიუსი არ უნდა დაიჩაგროს

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა