"სამპდორიას" მთავარი გუნდიდან მოკვეთილმა კასანომ გარონესთან კონფლიქტზე ისაუბრა
"სამპდორიას" მთავარი გუნდიდან მოკვეთილი ანტონიო კასანო დროს უქმად არ კარგავს და მედიის სხვადასხვა საშუალებებთან საკმაოდ აქტიურად ურთიერთობს. ორიოდე დღის წინ, ერთ-ერთ გასართობ ტელეშოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბუნებრივია, პრეზიდენტ რიკარდო გარონესთან არსებულ კონფლიქტზეც მოუხდა საუბარი. გამომდინარე გადაცემის გასართობი ხასიათიდან, კასანოს კომენტარი მხოლოდ ნაწილობრივ უნდა მივიღოთ სერიოზულად:

"დიახ, მართლაც მოკვეთილი ვარ გუნდიდან, რაც ძალიან მწყინს, მაგრამ რას ვიზამ - ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. სამწუხაროა, რომ კლუბის მესვეურები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა, ტრავმა მაქვს და ამის გამო ვერ ვხვდები სამატჩო განაცხადში. რეალობა კი სწორედ ისეთია, როგორც პრესაში იწერება. გარონემ წვეულებაზე მისვლა მთხოვა, რაზეც დელიკატური უარი ვუთხარი. ახსნა-განმარტება მთხოვა და მეც ვუპასუხე, რომ ჩემი მოვალეობა წვეულებებზე სიარული არ იყო. ამაზე ძალიან გაცხარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, არც მე დავაკელი და რა დასამალია, ბევრი ზედმეტი ვუთხარით ერთმანეთს. სიმართლე ისაა, რომ არანაირად არ მსურდა გარონესთან კონფლიქტი და მით უმეტეს, არ მსურს "სამპდორიიდან" წასვლა. ძალიან მინდა შერიგება და გუნდში დაბრუნება, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ - თუ საჭიროა, გარონეს ნავთობკომპანიის ბენზინს დავლევ, ოღონდ ეს საქმე მოგვარდეს".

ჟურნალისტის კითხვაზე, ითამაშებს თუ არა კასანო სერია A-ს მომდევნო ტურში, ფეხბურთელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"როგორც უკვე აღვნიშნე, მე ნამდვილად მინდა მოედანზე დაბრუნება და თუ ამის საშუალებას მომცემენ, ძალიან გამიხარდება. ჩემი თანაგუნდელების იმედი მაქვს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, ეს საკითხი დადებითათ გადაწყდეს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ "სამპას" მაისურის მორგების საშუალება კიდევ მექნება. გარონე ჯიუტი ადამიანია, ამით მხოლოდ ვნებს გუნდს და საკუთარ თავსაც".

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა