"ფიორენტინას" კიდევ ერთი პრობლემა დაემატა - სებასტიან ფრეი დაშავდა
"ფიორენტინას" კიდევ ერთი პრობლემა დაემატა - ვარჯიშისას გუნდის ძირითადი კიპერი სებასტიან ფრეი დაშავდა და შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვეღარც დაუბრუნდეს მოედანს. დიახ, არ არის გამორიცხული, ექმებმა ჯვარედინი მყესების გაწყვეტის დიაგნოზი დასვან, ეს კი მინიმუმ ექვსთვიან მკურნალობას მოითხოვს. არის უფრო ოპტიმისტური ვარიანტიც, ანუ თუ კუნთის გაჭიმვაზეა საუბარი და არა მყესების გაწყვეტაზე, მაშინ სარეაბილიტაციო პერიოდი მხოლოდ ერთ თვეს გასტანს. ნებისმიერ შემთხვევაში, "ფიორენტინასთვის" ეს პრობლემაა - არტურ ბორუცისთვის კი შანსი.

დიახ, პოლონელი მეკარე ფლორენციაში ჩასვლის დღიდან წუწუნებდა, თუ არ გჭირდებოდით, რას მიყიდეთო... დღევანდელი გადასახედიდან კი მისი ტრანსფერი ძალიან ჭკვიანურ გადაწყვეტილებად მოსჩანს. თითქოს, "ვიოლას" მესვეურები გრძნობდნენ, რომ ფრეის რაღაც დაემართებოდა და მისი ღირსეული შემცვლელის მოძებნა იყო საჭირო. თუმცა, იქნება თუ არა ბორუცი ღირსეული შემცვლელი, ამას დრო გვიჩვენებს. პოლონელი კიპერი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"ფრეის ტრავმა ძალიან მეწყინა და იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. მესმის, რომ გულშემატკივრებსაც ძალიან ეწყინათ ეს ინფორმაცია, მაგრამ ვპირდები მათ, რომ ბოლომდე დავიხარჯები და თავს არ დავზოგავ, რათა გუნდმა წარმატებით იასპარეზოს. საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და მჯერა, რომ "ვიოლას" ქომაგებს მალე შევაყვარებ თავს".

"ფიორენტინას" პრობლემები ამით არ მთავრდება - თავად განსაჯეთ, მომდევნო ტურში "კიევოსთან" გასამართი პაექრობისთვის სინიშა მიხაილოვიჩი სასტარტო შემადგენლობის კიდევ ხუთ ფეხბურთელს მოისაკლისებს: ხუან მანუელ ვარგასს, კრისტიანო ძანეტის, გაეტანო დაგოსტინოს, ჯანლუკა კომოტოს და რიკარდო მონტოლივოს. სერბმა სპეციალისტმა მედიასთან საუბარში ბედს შესჩივლა, თუმცა იქვე ოპტიმისტური განცხადება გააკეთა:

"ფატალური უიღბლობაა, რომელიც სეზონის დაწყებიდან თან გვსდევს, თუმცა რას ვიზამთ - ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და შედეგი აუცილებლად მოვა. ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელია დაშავებული, მათი შეცვლა ასე იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაშიც არ ვართ. ვინც მოედანზე იქნება, თავი უნდა დადოს, რათა "კიევოს" საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავს და გავიმარჯვოთ. აუცილებლად სამი ქულისთვის ვითამაშებთ, რაც შეიძლება მალე უნდა დავაღწიოთ თავი სატურნირო ცხრილის ფსკერს".

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ