კლაუდიო რეინა "ნიუ იორკის" პირველი თანამშრომელია
"ნიუ იორკ სიტი" (New York City FC) გახლავთ ახალი საფეხბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის პროფესიულ ლიგას, ანუ იგივე MLS-ს, 2015 წლიდან შეუერთდება.

კლუბი 2013 წლის 21 მაისს დაარსდა და მისი მფლობელები "მანჩესტერ სიტი" და ბეისბოლის კლუბი "ნიუ იორკ იანკისი" არიან. "ნიუ იორკ სიტი" გახდება პირველი კლუბი, რომელიც უშუალოდ ქალაქ ნიუ იორკში მდებარეობს, რადგან "ნიუ იორკ რედ ბულსი" ნიუ ჯერსის ბინადარია.

ახალი საფეხბურთო კლუბის პირველი თანამშრომელი გახდა "მანჩესტერ სიტის" და აშშ-ის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო რეინა, რომელიც სპორტული ოპერაციების დირექტორად დაინიშნა. რეინა, რომელმაც ნაკრებში 111 თამაში (8 გოლი) ჩაატარა და კარიერა "ნიუ იორკ რედ ბულსში" დაასრულა, ახალი გამოწვევით უზომოდ კმაყოფილი იყო:

"ეს სამსახური ჩემთვის იდეალურია, რადგან მე აშშ-ის ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისევ მაქვს კავშირი "სიტისთან", რომელიც მუდამ ჩემს გულში იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ნიუ იორკში ფეხბურთის უამრავი მოყვარული ცხოვრობს და აქ ბევრი სპონსორის შოვნა შეიძლება, ჩვენი გუნდის საქმე ნამდვილად კარგად იქნება. ის ფაქტი, რომ "ნიუ იორკ სიტის" პარტნიორი "იანკისი" გახლავთ, უკვე წარმატების საწინდარია," – განაცხადა რეინამ.

აქვე გეტყვით, რომ გუნდის შესაძენად "მანჩესტერ სიტიმ" და "იანკისმა" 100 მილიონი დოლარი გადაიხადეს. აქედან თანხის უდიდესი ნაწილი "სიტიმ" გაიღო, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტის მფლობელიც სწორედ მანჩესტერული გუნდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლოს ანჯელესში კრიშტიანო რონალდომ ბეისბოლის მატჩი გახსნა
"ნიუ იორკ სიტის" ჩავი ერნანდესის გადაბირება კვლავინდებურად სურს
elperiodicodearagon: გიორგი პაპუნაშვილი "ნიუ იორკ სიტიში" დავიდ ვილიას შემცვლელად?
"მანჩესტერ სიტიში" ყველაზე მაღალი ხელფასებია!
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
იაია ტურე აშშ-ში აპირებს კარიერის გაგრძელებას
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
დავიდ ვილია MLS-ს ტოვებს, დაბრუნდება ვეტერანი თავდამსხმელი ესპანეთში?
მექსიკელებმა გებელსი მოიშველიეს - ახლა ბოდიშს იხდიან [PHOTO]
იაია ტურე "ნიუ იორკ სიტიში" გადაბარგდება
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას