23 მაისს ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მახაჩყალაში გაემგზავრა
23 მაისს ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მახაჩყალაში გაემგზავრა, სადაც ამ უქმეებზე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ალი ალიევის სახელობის 44-ე საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.

ამ მეტად ძლიერ და პრესტიჟულ შეჯიბრებაში წარმატების მოპოვებას ლაშა ლომთაძე (55), ბექა ლომთაძე (60), ზურაბ იაკობაშვილი, თენგიზ ჩოჩიშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი (სამივე - 66), იაკობ მაქარაშვილი, ომარ სანოძე, გოგა ხუჭუა (74), ნოდარ ეგაძე (84), ელიზბარ ოდიკაძე, არჩილ ქიტიაშვილი (ორივე - 96) და დავით მოძმანაშვილი (120) შეეცდებიან.

როგორც ვხედავთ, ჩვენი ნაკრები დაღესტანში მეორე შემადგენლობით იასპარეზებს, რადგან მწვრთნელები ლიდერებს თვის ბოლოს იტალიაში გასამართი "დიდი პრიზისთვის" ინახავენ.

ტურნირი, რომელიც ალი ალიევისავე სახელობის 5-ათასიან დარბაზში ტარდება, ბოლო წლებში ერთ-ერთი ავტორიტეტული გახდა მთელ მსოფლიოში და გამონაკლისი არც წლევანდელი იქნება.

როგორც დაღესტნური სპორტული საიტები შეჯიბრების მთავარ მსაჯ აბაიდულა ოსმანოვზე დაყრდნობით იუწყებიან, მასში მონაწილეობას უცხოეთიდან, საქართველოს გარდა, თურქეთის, ირანის, პოლონეთის, გერმანიის, უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის და ყაზახეთის გუნდები მიიღებენ.

თუმცა ეს მაინც წინასწარი მონაცემებია და არაა გამორიცხული, სია კიდევ გაიზარდოს.

ჩამოთვლილებს საკუთრივ რუსეთის რეგიონების გუნდებიც დაემატებიან - დაახლოებით 30 კაცი და ერთი ამდენივე თავად დაღესტნის ნაკრები.

ადგილობრივები უკვე კარგა ხანია, მახაჩყალაში, ოლიმპიური მზადების ცენტრში გადიან შეკრებას, თუმცა ამ დღეებში მაინც მოიცალეს და იქაურ საფეხბურთო კლუბ "ანჟის" რუსეთის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცეს (საერთოდ, იქაური მოჭიდავეები მეგობრობენ ფეხბურთელებთან და პერიოდულად ესწრებიან მათ მატჩებს ან - პირიქით, ცოტა ხნის წინ კი "ანჟი" შეუერთდა მოძრაობას - "შევინარჩუნოთ ჭიდაობა ოლიმპიადის პროგრამაში").

დაღესტნელებს თითქმის ყველა უძლიერესი ფალავანი გამოჰყავთ, ვისაც კი ტრავმა არ აწუხებს - რუსეთის პირველობისა და ივან იარიგინის მემორიალის ექვსეულში მოხვედრილები...

წინასწარი მონაცემებით, ყველა გუნდი ლამის ოპტიმალურადაა დაკომპლექტებული, რადგან ამ სტარტს მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებლად განიხილავენ. მაგალითად, ერთ კვირაზე მეტია, თურქები უკვე მახაჩყალაში ერთობლივ შეკრებას გადიან მასპინძლებთან და მძიმე წონის გარდა, ყველგან პირველი ნომრები ჰყავთ.

მახაჩყალაში ასევე ერთობლივ წვრთნებს გადიან ყაზახები, ბელორუსები, აზერბაიჯანელები და მომავალი მსოფლიოს პირველობის მასპინძელი უნგრელები, ევროპის ვიცე-ჩემპიონ დანიელ ლიგეტისა (120) და ოლიმპიური პრიზიორის, მარტში თბილისში ევროპულ ფინალში ნაჭიდავები გაბორ ჰატოშის წინამძღოლობით.

შეგახსენებთ, რომ ჰატოშს ოლიმპიური ჯილდო უზბეკთა ნატურალიზებული ოსის - სოსლან თიგიევის დოპინგზე ჩავარდნის გამო მიეცა. არადა, თურმე მადიარებს 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ თავისუფალ ჭიდაობაში მედალი არ ჰქონიათ.

უცნაური ბედისწერაა, რომ ალიევის ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკლისი სწორედ მასპინძლებს ექნებათ - წინასწარი მონაცემებით, ტრავმის გამო არ იჭიდავებს მათთან გაზრდილი ყაბარდოელი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი ბილიალ მახოვი.

ამდენად, მას ბრიტანულ თამაშებში მოძმანაშვილთან რევანშის შანსიც არ ექნება. სამაგიეროდ, წინასწარი მონაცემებით, იქნებიან ევროპის ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი (96) და ლუკა კურტანიძის ოდინდელი მეტოქეები - 31 წლის ჰაჯიმურატ გაცალოვი (96) და 35 წლის კურამაგომედ კურამაგომედოვი (120), რომელიც ასაკს არა და არ ეპუება.

სპორტსმენთა გარდა, სოლიდურია მსაჯთა წარმომადგენლობაც, რაც ასევე ტურნირის ავტორიტეტითაა განპირობებული - მას საერთაშორისო კატეგორიის 30 არბიტრი მოემსახურება, ფილა-ს დელეგატი კი ოლიმპიური კატეგორიის პოლონელი მსაჯი ანჟეი გლაზი იქნება.

24 მაისს ის მსაჯებისთვის სემინარს ჩაატარებს და ახალ წესებს გააცნობს, რადგან ტურნირი სწორედ განახლებული წესებით ჩატარდება და ამ მხრივ, ერთ-ერთი პიონერი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"