12 მანდილოსანი ერთმანეთს წრიული სისტემით შეხვდება
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში 26 მაისს საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 70-ე საიუბილეო ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც 12 მანდილოსანი წრიული სისტემით შეხვდება ერთმანეთს.

საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ: 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები - საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი, საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები - საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ნინო ხურციძე და 2010 წლის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული სალომე მელია, თანატოლებში მსოფლიოს და ევროპის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული მერი არაბიძე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სოფიკო გურამიშვილი, ასევე, დიდოსტატები - ნინო ბაციაშვილი, მაკა ფურცელაძე, სოფიკო გვეტაძე, საერთაშორისო ოსტატი, ორგზის საქართველოს ჩემპიონი ინგა ხურცილავა, ანა კუჭავა და ლიკა კობეშავიძე.

ჩემპიონატში არ იასპარეზებენ 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე და საქართველოს ორგზის ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი; ასევე - 2012 წლის ეროვნული ჩემპიონატის ოქროსმედალოსანი, საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორი, ფიდეს ქალთა გრანპრის 2013-14 წლების გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებული ბელა ხოტენაშვილი, რომელიც ივნისში გრანპრის მეორე რაუნდში (სომხეთი) მოსინჯავს ძალებს.

ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 16.000 ლარი, რომელიც ტურნირის ხუთ საუკეთესო მოთამაშეზე ასე განაწილდება: I ადგილი - 5000 ლარი, II - 4000, III - 3500, IV - 2000, V - 1500 ლარი. 2 ივნისს მოასპარეზენი დაისვენებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ნინო ხურციძე დაწინაურდა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მეწინავეთა შორის ორი ქართველია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი სენსაციებით დაიწყო
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ნინო ხურციძემ ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობა დათმო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ლევან ფანცულაიას დოჰაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი რჩება
მოჭადრაკეთა ჩემპიონს ქალებში ბოლო ტური დაასახელებს
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე