"ატლეტიკო" ბოლო წამებზე გადარჩა
ლიბერტადორესის თასის მეოთხედფინალური ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა. ბუენოს აირესში არგენტინული დერბი შედგა, ტიხუანაში კი სტუმრად ბრაზილიის ვიცე-ჩემპიონი და ტურნირის მთავარი ფავორიტი ჩავიდა...

"ბომბონერაზე" გამართული შეხვედრა უგოლოდ კი დასრულდა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც უგოლო ფრე ბევრ უხვგოლიან მატჩს სჯობს. მასპინძლები საკმაოდ სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ და სტუმართა კარს ხშირად ემუქრებოდნენ. "ბოკას" რიგებში ყველაზე აქტიური ნიკოლას ბლანდი იყო, თუმცა თავდამსხმელს ხან დარტყმა არ გამოსდიოდა, ხან კი შესანიშნავად ირჯებოდა სტუმართა კიპერი ნაუელ გუსმანი. ხერარდო მარტინოს შეგირდებს მხოლოდ ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ, რომელიც სკოკომ შექმნა, თუმცა მისი დარტყმისას ფხიზლად იყო აგუსტინ ორიონი, ვინც ბურთი კუთხურზე მოიგერია.

შეხვედრის საბოლოო შედეგი შანსს ორივე გუნდ უტოვებს, უბრალოდ არის ერთი გარემოება, რის გამოც, საპასუხო მატჩის წინ, "ნიუელსის" აქციათა ფასმა აიწია - შეხვედრის 90-ე წუთზე, არბიტრმა მოედნიდან გილერმო ბურდისო მიაბრძანა.

შესანიშნავი მატჩი გაიმართა ტიხუანაში, სადაც გულშემატკივრებმა ოთხი გატანილი გოლი იხილეს. 52-ე წუთისთვის მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. გოლები დუვიერ რიასკოსმა და ფიდელ მარტინესმა გაიტანეს. სტუმრებს საკმაოდ უჭირდათ, ბევრი არაფერი გამოსდიოდათ რონალდინიოს, ბერნარდს და ჟოს, სამაგიეროდ გაიბრწყინა დიეგო ტარდელიმ - 28 წლის ფორვარდმა ჯერ სხვაობა შეამცირა, არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კი ლუანს შესანიშნავი პასი მიაწოდა და ანგარიში გაათანაბრებინა. საბოლოოდ, 2:2 და ამ წყვილში ფავორიტი ისევ "ატლეტიკო მინეიროა", თუმცა "ტიხუანას" არაერთხელ აქვს დამტკიცული, რომ მათი წინასწარ ჩამოწერა არ შეიძლება.

ლიბერტადორესის თასი. 1/4 ფინალი. პირველი მატჩები

ტიხუანა-ატლ. მინეირო 2:2

გოლები: 1:0 რიასკოსი (32), 2:0 ფ. მარტინესი (53), 2:1 დიეგო ტარდელი (66), 2:2 ლუანი (90+2).

ტიხუანა (4-4-1-1): საუსედო - ხ. ნუნიესი, განდოლფი, ო. ორტისი, ე. კასტილიო - რ. რუისი (82. დ. მარკესი), პელერანო, ფ. არსე, ფ. მარტინესი (87. პისენო) - ა. მორენო (72. ჯ. კორონა) - რიასკოსი.

ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მარკოს როჩა, რევერი, ჟილბერტო სილვა, ჟუნიორ სეზარი - პიერი, ლეანდრო დონიზეტი (82. ჟოსუე) - დიეგო ტარდელი, რონალდინიო, ბერნარდი (46. ლუანი) - ჟო (90. ალეკსანდრო)

ბოკა-ნიუელსი 0:0

ბოკა (4-3-1-2): ორიონი - მარინი, კარუსო, გ. ბურდისო, კ. როდრიგესი - ერბესი, სომოსა, ერვიტი (83. სანჩეს მინიო) - რიკელმე - ბლანდი, ხ. მარტინესი (76. აკოსტა).

ნიუელსი (4-3-2-1): გუსმანი - მ. კასერესი, ვერხინი, ჰაინცე, კასკო - პ. პერესი (84. ბერნარდი), მატეო, კრუსადო - ვ. ფიგეროა (72. ტონსო), მაქსი როდრიგესი - სკოკო (90. ურუტი).

გაძევება: გ. ბურდისო (93. ბოკა ხუნიორსი).

ბომბარდირები: 6 - ჟო (ატლეტიკო მინეირო), დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო); 5 - ბარეირო (ოლიპია), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრიან როდრიგესი (უაჩიპატო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: "სანტა ფე" ცალი ფეხით ნახევარფინალშია

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
რიო სიხარულისგან გადაირია: "ფლამენგოს" ქუჩაში ასიათასობით ადამიანი დახვდა [VIDEO]
ტორნეო ინისიალი: ჩემპიონმა მოგებით დაიწყო
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. V ტური: ინისიალის ჩემპიონის პირველი მარცხი ინისიალზე
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ჰალკმა "ატლეტიკო მინეირო" დატოვა - 39 წლის ფეხბურთელის მომდევნო კლუბი ცნობილია
"ამ გუნდში თამაშზე ჯერ კიდევ ვვოცნებობ" - ლიონელ მესი
"ბოკა ხუნიორსი" რამოსით დაინტერესდა
ჰალკმა 7,2 მილიონ ევროდ პირადი თვითმფრინავი შეიძინა
[VIDEO] 39 წლის ჰალკმა საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა - "ატლეტიკო მინეირომ" კოპა სუდამერიკანაზე "გოდოი კრუზი" დაამარცხა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
არგენტინა. ტორნეო ფინალი. I ტური: "რივერის" და "რასინგის" დამაჯერებელი სტარტი
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VIII ტური: მაქსი როდრიგესის შედევრი [VIDEO]
ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]
ისტორიაში პირველად - ლიბერტადორესის თასის ფინალში "ბოკა" "რივერპლეიტს" შეხვდება
"რივერმა" 9-კაციან "ბოკას" დამატებით დროში სძლია და ლიბერტადორესის თასი მოიგო [VIDEO]
"სანტოსის" აღშფოთებული გულშემატკივრები სტადიონზე ჩაკეტეს
მესი ლიბერტადორესის თასის ფინალზე დასასწრებად პერესის მიწვევას დათანხმდა, რონალდო - არა...
სერხიო რამოსი შესაძლოა, "ბოკა ხუნიორსში" გადავიდეს
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
"იქამდე დაველოდებით, სანამ საჭირო იქნება" - მესის მშობლიურ გუნდში უხმობენ
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
როგორ ესროლა თოფიდან დიეგო მარადონამ ჟურნალისტებს
ლიბერტადორესის თასის ფინალი არგენტინაში არ გაიმართება - ფინალისტებს კრასნოიარსკში ეპატიჟებიან