ძიუდოს ახალ საერთაშორისო რეიტინგში, უმეტეს წონებში, კვლავაც მტკიცედ ვლიდერობთ
გამოქვეყნდა ძიუდოს ახალი საერთაშორისო რეიტინგი, რამაც ჩვენებს, ორიოდე გამონაკლისის გარდა, არსებითი ცვლილებები არ მოუტანა.

უმეტეს წონებში კვლავაც მტკიცედ ვლიდერობთ, რაც აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილებში ყოფნას, ანუ შედარებით "მშვიდ ცხოვრებას" გვიქადის.

60 კგ

ამირან პაპინაშვილი კვლავაც მეორეა, თუმცა ტიუმენში, მასტერსზე მოპოვებული ბრინჯაოს შემდეგ მისი მონაგარი 1206 ქულიდან 1446-მდე გაიზარდა.

ჩვენებურს ივნისის დასაწყისში მორიგი ცვლილება ელოდება - მას გაუნახევრდება შარშან ბრაზილიის "დიდ მუზარადზე" მოპოვებული 120 ქულა და დარჩენილი 60 დაემატება 50%-იანების ჯამს. ეს ცვლილება მას კიდევაც არგებს, რადგან 100%-ში წლეულს თბილისში მოპოვებული 40 ქულაც შევა რეიტინგში, რომელიც ამჯერად 6 საუკეთესოში ვერ ხვდებოდა.

არ ვიცით, იჭიდავებს თუ არა პაპინაშვილი 20-21 ივლისს მოსკოვში "დიდ მუზარადზე", თუმცა გვეეჭვება, 1838-ქულიან იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს რეიტინგის ლიდერობა ჩამოართვას. ამას მხოლოდ იმ შეჯიბრების მოგებით შეძლებს, მაგრამ სწორედ ის გვაეჭვებს, რომ იქ არავინ გაამარჯვებინებს - რუსებს ამ წონაში თავიანთი ფავორიტებიც ჰყავთ, ხოლო მათთან რამდენად არაობიექტური მსაჯობაა, ეს ტიუმენშიც დავინახეთ.

ამდენად, ჩვენებური მსოფლიოს პირველობას, სავარაუდოდ, ისევ რეიტინგის მეორე ნომრად შეხვდება, რაც კარგი ფაქტორია.

არ ვიცით, როგორ დასრულდება მოსკოვური ტურნირი და რას იზამენ მათი ფალავნები, თუმცა სადღეისოდ ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანიც და ევროპის ჩემპიონი ბესლან მუდრანოვიც 8 კაცში შედიან, ანუ განთესილებში იქნებიან, რაც ჩვენთვის კარგია - ადრეულ ეტაპებზე არ შეხვდებიან პაპინაშვილს, თორემ განუთესავი პირველივე წრეში შეიძლება, გვერგოს.

მისთვის ორივე უხერხული მეტოქეა. მართალია, მუდრანოვს ტიუმენში მოუგო, მაგრამ მისი ფაქტორი ჯერ დაძლეული მაინც არ გვგონია.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუდაპეშტიდან ტიუმენამდე - რა გვიჩვენა ახალმა ტურნირმა

ოქროს დასასრული: ტიუმენში ადამ ოქრუაშვილმა ოქრო მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტებმა ტიუმენის მასტერსის პირველ დღეს ბრინჯაო მოიპოვეს

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში