ჯეფერსონ კუერომ არანორმალური სილამაზის გოლი გაიტანა
ლიბერტადორესის თასზე პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა, თუმცა მისი ვინაობა ისედაც ცნობილი იყო.

პირველი მატჩის დამაჯერებლად მოგების შემდეგ გასაგები გახდა, რომ "სანტა ფე" მეტოქეზე გაცილებით ძლიერი იყო და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. საპასუხო შეხვედრა მხოლოდ ფორმალობა იყო, მაგრამ ამ ფორმალურ მატჩშიც კი ერთი ისეთი ეპიზოდი ვიხილეთ, რომლის გამოც ამ შეხვედრის გამართვა ნამდვილად ღირდა.

მე-7 წუთზე მასპინძელთა 25 წლის ფორვარდმა ჯეფერსონ კუერომ ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს, მარჯვენა ფლანგზე მიიღო, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარში დაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი და ზუსტი გამოდგა, რომ დიეგო კარანსამ ვერაფერი გააწყო და ბურთი ხარიხის გავლით კარში აღმოჩნდა. გოლი მართლაც არანორმალური სილამაზის იყო და მისი ბოლომდე აღწერა შეუძლებელია.

მეორე ტაიმში "რეალ გარსილასოს" სანტილიანი გაუძევეს, მანამდე კი "სანტე ფემ" მეორე გოლის გატანაც მოასწრო. საბოლოოდ - 2:0, ორი მატჩის ჯამში - 5:1 და კოლუმბიური კლუბი 2013 წლის კოპა ლიბერტადორესის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ამ ტურნირზე ასე შორს "სანტა ფე" ბოლოს 1961 წელს, თავისთვის სადებიუტი სეზონში გავიდა.

ლიბერტადორესის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი

სანტა ფე-რეალ გარსილასო 2:0 (3:1)

გოლები: 1:0 კუერო (7), 2:0 ჯ. ვალენსია (66).

სანტა ფე (4-3-1-2): კ. ვარგასი - ანჩიკო, კ. ვალდესი (78. ხ. სენტურიონი), მესა, მ. გარსია - დ. ტორესი (64. ე. მოლინა), ბედოია, ჯ. ვალენსია - ო. პერესი (83. უ. აკოსტა) - ვ. მედინა, კუერო.

რეალ გარსილასო (4-4-2): კარანსა - ჯ. ერერა, ბოგადო, ლოხასი, სანტილიანი - ო. გამარა (46. კ. ვილდოსო), რეტამოსო, კამარინო, ფ. რამოსი (83. ს. ორტისი) - მონტესი (73. რამუა), ვ. ფერეირა.

გაძევება: სანტილიანი (74. რეალ გარსილასო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: დერბი გოლების გარეშე

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
რას აკეთებენ მსაჯები?! არბიტრმა მეკარესთან პირისპირ გასულ ფეხბურთელს თამაში დაუმთავრა [VIDEO]
რიო სიხარულისგან გადაირია: "ფლამენგოს" ქუჩაში ასიათასობით ადამიანი დახვდა [VIDEO]
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი: "ოლიმპია" მეოთხე ტიტულისთვის
ისტორიაში პირველად - ლიბერტადორესის თასის ფინალში "ბოკა" "რივერპლეიტს" შეხვდება
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: "ოლიმპია" თითქმის ფინალშია
"რივერმა" 9-კაციან "ბოკას" დამატებით დროში სძლია და ლიბერტადორესის თასი მოიგო [VIDEO]
"სანტოსის" აღშფოთებული გულშემატკივრები სტადიონზე ჩაკეტეს
მესი ლიბერტადორესის თასის ფინალზე დასასწრებად პერესის მიწვევას დათანხმდა, რონალდო - არა...
ლიბერტადორესის თასი: "სანტა ფე" ცალი ფეხით ნახევარფინალშია
ლიბერტადორესის თასის ფინალი არგენტინაში არ გაიმართება - ფინალისტებს კრასნოიარსკში ეპატიჟებიან