ცეცაძემ საქართველო ევროფინალში გაიყვანა!!!
გრიგოლ რობაქიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ისევ გაიმეორებდა - "მე ვნახე როკვა ქართული გენისა"! ჩვენ ეს როკვა სატელევიზიო რეპორტაჟით ვერ ვნახეთ, მხოლოდ უეფას ვებგვერდის ტექსტურ რეპორტაჟში ვიკლავდით მატჩის ცქერის წყურვილს.

გია ცეცაძის გაწვრთნილი საქართველო ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს! მისი გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიას დაუპირისპირდა. ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად, "ჯვაროსნებს" ხელს ფრეც აძლევდათ, თუკი ჯგუფის მეორე მატჩში ინგლისი შოტლანდიას დიდი სხვაობით არ მოუგებდა - ევროპის ჩემპიონატზე ხომ მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა.

2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა ჰქონდა და პირველ ადგილზე იმყოფებოდა, მეორე-მესამეზე 2-2-ქულიანი ბელგია და ინგლისი, მეოთხე ადგილზე კი - შოტლანდია (1 ქულა).

ბოლო ტურში ცეცაძის გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან შესარჩევ ეტაპებსა და წინა ორ ტურში გაძევებული და გაყვითლებული მოთამაშეების გამო ნაკრებს ერთბაშად 5 მოთამაშე დააკლდა - მცველი დავით მთივლიშვილი, ნახევარმცველები ავთო ენდელაძე და თემურ მარკოზაშვილი და თავდამსხმელები, ბაჩო არაბული და ნიკა კაჭარავა. სათადარიგოებში მხოლოდ მეკარე ბაჩო მიქავა და მცველი ალექსანდრე გურეშიძე იყვნენ.

ეს ყველაფერი შოტლანდიასთან შეხვედრის არბიტრის, ესპანელი კარლოს დე სეროს დამსახურება იყო. გუნდს ამ დროს არ ახლდა ფედერაციის დელეგაცია და შესაძლოა, ჩათვალეს, რომ უპატრონო გუნდი გვყავდა. ამის გამო უეფას კონგრესის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ფიფას კონგრესზე არ გაემგზავრნენ და ბელგიაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

ფედერაციის ვებგვერდთან სიჭინავას კომენტარიდან შევიტყვეთ, რომ უეფას წარმომადგენლებსა და ელიტრაუნდზე მსაჯთა დამკვირვებელს შოტლანდიასთან მატჩში მომხდარ ფაქტებზე რეაგირება სთხოვეს.

... მატჩი მძიმედ დავიწყეთ: ბრიგერ ვესტრატის, ლეონარდო ტროსარისა და თომას ფოკეტის დარტყმების შემდეგ მეკარე გაბრიელ თებიძემ გადაგვარჩინა, რომელმაც მთელი ელიტრაუნდი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. საქართველომ ამის შემდეგ შექმნა მომენტები, მაგრამ გურამ სამუშიასა და ლაშა დვალის დარტყმების შემდეგ მასპინძლები მეკარე სვენ დრუხტსმა გადაარჩინა.

მეორე ნახევარიც ბელგიელთა მომენტით დაიწყო, მაგრამ ცეცაძის გაწვრთნილებმა თამაში კვლავ გაათანაბრეს - ჩვენების პირველი სახიფათო მომენტი კვლავ სამუშიამ შექმნა.

სიხარული 56-ე წუთზე გვეწვია: შეტევა გიორგი ფანცულაიას ზუსტი დარტყმით დასრულდა - 0:1.

ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელს უპირატესობის გაზრდის საშუალება 74-ე წუთზეც ჰქონდა, მაგრამ ლუკა ზარანდიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ძელს მოარტყა.

ჩვენები ამ წარუმატებლობამ ვერ გატეხა და ბელგიელებს კვლავ შეუტიეს. ამან 78-ე წუთზე შედეგი გამოიღო: სამუშიამ ჩვენების უპირატესობა ორამდე გაზარდა - 0:2 და ყველაფერი ცხადი გახდა.

მატჩის მიწურულს ლაშა დვალთან უხეშობისთვის მასპინძელთა მოთამაშე ჟილ რეისენი გააძევეს, მთავარმა არბიტრმა კი ჩვენი გამარჯვება და უდიდესი სიხარული დააფიქსირა - 0:2.

იხილეთ ვიდეო

საქართველოს გუნდი მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

მადლობა ბიჭებს, გია ცეცაძესა და მის შტაბს, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანას მოულოდნელი სიხარული აჩუქეს, სიხარული, რომლის არმინიჭება უფრო გაგვაოცებდა, ვიდრე ეს წარმატება, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა - მზიანი ღამე.

გია ცეცაძემ ფედერაციის ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ სამი საოცარი, სანახაობრივი თამაში ჩავატარეთ ძალიან ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ.

მე ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით! ამ შემადგენლობით, ჩვენ მართლაც დიდი მომავალი გვაქვს და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს სიტყვას ვიტყვით".

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა შოტლანდიას 3:0 სძლია (კულხტერსი, ბეიკერსი, აკპომა) და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 14 ივნისს გაიმართება. ჯერჯერობით ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ლიტვა, თურქეთი და საქართველო გავიდნენ. ჩემპიონატი კი 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისში 30 მაისს, შუადღის 4 საათისთვის დაბრუნდება.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდი. 6 ჯგუფი

29 მაისი. ბორნემი, "ბრევენშტადიონი".

ბელგია - საქართველო 0:2

გოლები: 0:1 ფანცულაია (56), 0:2 სამუშია (78).

გამოუყენებელი პენალტი: ფანცულაია (74. ძელი)

ბელგია: დხუსტი, რიბომა (73. კასტანი), რეისენ, დე საარი, ფოკეტი, ვერსტრატე, კაბასელე (58. სხაივერსი), სხოფსი, ატება, ბეიკერსი (63. კორინი), ტროსარი.

სათადარიგოები: გობლე, ფიორე, დე ნევი.

მთავარი მწვრთნელი: მარკ ვან გეერსომი

საქართველო: თებიძე - გეგეჩკორი, ჭანტურია, სანდოხაძე, უბილავა - სამუშია (80. გურეშიძე), დვალი, ცნობილაძე - ფანცულაია, ზარანდია, ზივზივაძე

სათადარიგო: მიქავა.

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: უბილავა (7), სამუშია (21), გეგეჩკორი (68), დე სარი (71), სხაივერსი (75).

გაძევება: რეისენი (90+3)

არბიტრი: საშა ამხოფი (შვეიცარია)

6 ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 3 2 1 0 6-2 7

2. ინგლისი 3 1 2 0 5-2 5

3. ბელგია 3 0 2 1 3-5 2

4. შოტლანდია 3 0 1 2 3-5 1

ასევე იხილეთ:

გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!

U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]

U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი

Gurami
იმედი დაუბრუნეს ესეთებმა ხალხს, 5 წელიწადში ნახეთ რა ნაკრები გვეყოლება :))
akhali
ვულოცავ ყველას ამ უდავოდ დიდ წარმატებას!გენაცვალეთ ბიჭებო!!!საღორ ცეცაძე!მადლობა ფედერაციას! პ.ს.2006წელს რუსეთის 17წლის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!დღეს იმ ნაკრებიდან(კოლივანოვი წვრთნიდა)რუსეთის პრემიერლიგაში იშვიათად თამაშობს ერთი ფეხბურთელი(საპეტა დინამოში),იმაიმუნეს-ასაკით უფროსებს ათამაშებდნენ(4-5ფეხბურთელს-მაგ.პრუდნიკოვს)და შედეგიც ნოლია.მაშინ შეეძლო ეთამაშა ძაგოევს,მაგრამ კოლოვანოვმა არ წაიყვანა... ჯერ საფეხბურთო კარიერა ეხლა გეწყებათ!დისციპლინა,რეჟიმი,პროფესიონალიზმი და საკართველოს დიდი სიყვარული!!!თუ ყველა ამ ფაკტორს გაითვალისწინებთ....იკნებ მოვესროთ იმ დღეს,როცა 2018წელს ლუჟნიკებში საკართველოს ჰიმნს მოასმენინებთ მსოფლიოს!!! ერთი მერცხალი გაზაფხულს მართლაც ვერ მოიყვანს,მაგრამ ტალანტმა და დიდმა სიყვარულმა კვეყნის,შრომისმოყვარეობამ შეიძლება წარმატება მოგვიტანოს! მარადონა და პელეს არავითარი ინფრასტუკტურა და კომფორტი არ გააჩნდათ...ბრაზილია,ურუგვაი ეკონომიკურად გაცილებით ჩამორჩებოდნენ ევროპას....
Dinamo Fan
მეორე სამუშიაა? ოჰოჰ რა ბურთი შეაგდო ! ♥
gizog
ბიჭებო,ეს რომ შემთხვევითი არ იყო და უკვე მეორედ დავჯაბნეთ ისეთი საფეხბურთო ქვეყანა, როგორიც ინგლისია, უნდა დავამტკიცოდ ლიტვაში ივლისში. ბიჭებო, თქვენს წარმატებულ მომავალზე და ქართველი ქომაგის გახარებაზე მუდამ გეფიქროთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი თქვენს დიდ მომავლის გზებზე.
gizog
გილოცავთ ბიჭებო, ასე გამარჯვებებით გევლოთ, თქვენს მწვრთნელთან ერთად. გაიხარეთ!!!!
misa
გენაცვალეთ თქვენ, მართლა მიხარიხარიხართ და ჩემტან ერტად მთელ საქართველოს გვიხარიხართ, გვეამაყოს თქვენით და მასე გააგრძელეთ
nika
ყოჩაგ ბიჩებოოო... ყოჩაგ ცეცაძე, ნამდვილად სანარებო გუნდი ცაიყვანა ცეცაძემ და ეს დაამტკიცეს კიდევაც ისე კი არა სხვა ასაკობრივების მწვრთნელები მარტო საბურთალოს გაზრდილ ბავშვებზე და დინამოს ბავშვებზე რომ აკეთებენ აქცენტს
თენგო
გაიხარეთ ბიჭებო და სულ გამარჯვებებით გევლოთ. ცეცაძე ძალიან ძლიერი მწვრთნელია საქართველოში
Tengo
ყოჩაღ ბიჭებო.გილოცავთ
giorgi
გაიხარეთ! მეორე გოლი ნამდვილი შედევრი იყო! თუმცა, პირველსაც არა უშავდა :)
lsd
ყოჩაღ ბიჭებო ძალიან გაგვახარეთ
უძლევი
ყოჩაღ ბიჭებო, გილოცავთ! ცეცაძეს ყოჩაღ; აჯობა ბელგიის, ინგლისის და შოტლანდიის მწვრთნელებს. წარმატებები ლიტვაში.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა
გიორგი ფანცულაია კარიერას "ჩიხურაში" გააგრძელებს
სამტრედია-დინამო(თბ) 1:1 - იბრას სტილი და ბოთლი ტრიბუნიდან [VIDEO]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
კოლხეთი-სამტრედია 1:3 - სამტრედიელთა სამაია [VIDEO]
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ეროვნული ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ბათუმის "დინამომ" ფანცულაის კონტრაქტი გაუფორმა
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
"დედას მოგიტ...ავ" - ჩხუბი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების მატჩში [VIDEO]
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა - ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები დაასახელა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ფანცულაია "სამგურალის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება