საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ამ დილით იტალიაში გაფრინდა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ამ დილით იტალიაში გაფრინდა, სადაც 30 და 31 მაისს, ქალაქ სასარიში "ოქროს დიდი პრიზის" რიგით მეორე ტურნირში იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, ამ რანგის პირველი შეჯიბრება რუსეთმა ლამის დაისაკუთრა - უკვე წლებია, იანვარში კრასნოიარსკში იმართება და ივან იარიგინის სახელს ატარებს.

წინა წლებში ჩვენებს იქ ხელისუფლება არ უშვებდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ახლა ქართულ სპორტს მსგავსი ტაბუ მოეხსნა, მაგრამ წლეულს იქ წასვლა ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა - იცით, რომ ფედერაციის ვადამდელი არჩევნები გაჭიანურდა, რამაც ბიუჯეტისა თუ კალენდრის დამტკიცებაზე, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც იქონია გავლენა.

ამდენად, ჩვენი "თავისუფლებისთვის" ეს ტურნირი "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში მოხვედრის ბოლო შანსია, რადგან იქ მონაწილეობის უფლება სწორედ ამგვარ შეჯიბრებებში გამოსვლით უნდა მოიპოვო. ეს კი ამ რანგის ბოლო ტურნირია.

შანსის გამოსაყენებლად, რაც მსოფლიოსთვის მზადების ერთ-ერთი შემადგენელი ეტაპიცაა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა იტალიაში უძლიერესი შემადგენლობა წაიყვანა: გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), მალხაზ ზარქუა (66), დავით მარსაგიშვილი (84), დავით ქერაშვილი (96) და გიორგი საკანდელიძე (120).

ოღონდ არაა გამორიცხული (პირიქით - უფრო მოსალოდნელია), რომ ედიშერაშვილმა და მარსაგიშვილმა ამჯერად წონა არ დაიკლონ და ზედა წონებში იჭიდაონ.

საქმე ისაა, რომ ივნისის ბოლოს მათ საქართველოს თასიც ელოდებათ, რომელიც ჩვენებისთვის მსოფლიოს პირველობისთვის მთავარი შესარჩევი ტურნირია, სადაც თავის წონაში უნდა დადგნენ. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ორჯერ დაკლება კი დაანგრევს ორგანიზმს.

როგორც ვხედავთ, მონაწილე არ გვყავს 74 კილოგრამში - ამ წონის ლიდერი დავით ხუციშვილი გერმანიაში მხარზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ კვლავაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

აღსანიშნავია შემადგენლობაში ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე მალხაზ ზარქუას გამოჩენაც, რომელსაც ლონდონის შემდეგ არ უჭიდავია და მარტში თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა