პეპის კონტრაქტი, საეჭვო სესკი, 150 მილიონი კრედიტი

"ბარსელონას" ახალმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან და ის მზადაა კლუბთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულების მესამე წლით გაგრძელების პერსპექტივაც. "ჩვენ მივაღწიეთ ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომ პეპი ჩვენთან რჩება. ახლა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი და გვარდიოლას აგენტი მომავალი ხელშეკრულების დეტალებს ადგენენ. როდესაც ყველა დეტალზე მოილაპარაკებენ, პეპი "ბარსელონასთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს 2+1 სისტემით", - განაცხადა სანდრო როსელმა. ახალმა ბოსმა აგრეთვე დაადასტურა, რომ "ბარსელონას" ბ გუნდს ისევ ლუის ენრიკე გაწვრთნის.

როსელი კმაყოფილია დმიტრო ჩიგრინსკის ტრანსფერის განხორციელებით: "კლუბის ხაზინაში 15 მილიონი ევრო შემოვა და ახლა ეს უმთავრესია, რადგან ჩვენ მცირე შეფერხებებს განვიცდიდით ბოლო ხანს. მადლობა სამწვრთნელო შტაბს და თანამშრომლებს, რომლებიც ამ შეფერხებებს გაგებით მოეკიდნენ. "ბარსელონას" ფინანსური უზრუნველყოფა, დღეისათვის ჩვენი უმთავრესი საზრუნავია", - თქვა როსელმა.

ამასთან "ბლაუგრანას" ახალი პრეზიდენტი უკვე სიფრთხილით ეკიდება სესკ ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერის საკითხსL: "ამის შესახებ ლაპარაკობენ მთელს ესპანეთში და მსოფლიოში და სწორედ ეს უშლის ხელს ტრანსფერის განხორციელებას. მაგალითისთვის, ჩიგრინსკის საკითხზე "შახტართან" მოლაპარაკებამ უხმაუროდ, მაგრამ პროდუქტიულად ჩაიარა, ხუთ დღეში მიზანს მივაღწიეთ. სესკის შემთხვევა კი აბსოლუტურად სხვაა, ეს საკითხი ყურადღების ცენტრშია. ახლა სამხრეთ აფრიკაში მივდივარ და შევეცდები თავად ფეხბურთელთან საქმიანი საუბრით მივაღწიო შედეგს. ყველამ კარგად იცის, რომ ბიჭს სურს "ბარსელონაში" დაბრუნება", - განუცხადა "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს როსელმა და იქვე დაამატა, რომ გამორიცხულია კლუბმა სესკის სანაცვლოდ 50-60 მილიონი ევრო გადაიხადოს, არადა ესპანური და ინგლისური მედია დაახლოებით ამ თანხას ასახელებს.

როსელი სხვა სატრანსფერო საკითხებსაც შეეხო, მაგალითად რაფა მარკესის შესაძლო წასვლას: "მის წარმომადგენელს ჩვენთან შეხვედრა სურს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა მიზეზით. რაფას შეუძლია ჩვეულებრივად მოემზადოს ახალი სეზონისთვის "ბარსელონაში". ჩვენ მას დაველაპარაკებით", - თქვა "ბარსას" ბოსმა. ამასთან როსელი უარყოფს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდიდან მიდის. პრეზიდენტის მტკიცებით, გვარდიოლას გეგმებში იბრაჰიმოვიჩი ძველებურადაა და არაფერი შეცვლილა.

მოგეხსენებათ, გასულ კვირაში "ბარსელონამ" იაია ტურე დაკარგა, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, როსელმა ტურეს ტრანსფერზეც ილაპარაკა: "მენეჯმენტი შეეცადა ტურე დარჩენაზე დაეყოლიებინა, მაგრამ მას ეს არაფრით სურდა, არ ვიცი, რომელი ახორციელებდა ზეწოლას მასზე აგენტი თუ მისი ძმა. მიმაჩნია, რომ თუ ფეხბურთელს 150%-ით გუნდში დარჩენა და ბრძოლა არ სურს, უნდა გაუშვა". როსელმა აღნიშნა, რომ უკვე აქვს შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან და მალე იჯარით გაუშვებენ ჰლებს, კასერესს, კეირისონს და ენრიკეს. ამავე დროს მან "ჭორად" მოიხსენია "ბარსელონას" დაინტერესება რობენის, რობინიოს ან მატას შესაძლო ტრანსფერზე.

სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მოესპო "მცირე" ფინანსური შეფერხება და 150-მილიონ ევროიანი კრედიტი აეღო.

როსელმა თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ამომწურავად ილაპარაკა, მაგრამ ესპანურ მედიაში არ წყდება სპეკულაციები. მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალი ფინალურ ეტაპზეა, გულშემატკივრებს მაინც ერთობ აღელვებთ ვის იყიდის ან გაყიდის "ბარსელონა" (ან "რეალი"). ერთ-ერთი ამბავი საზოგადოებას AS-მა აუწყა. ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" ერთობ დაინტერესებულია "ხეტაფეს" 23 წლის ნახევარმცველის, პედრო ლეონის შეძენით. გამოცემა ამტკიცებს, რომ "ბლაუგრანა" მას შემდეგ დაინტერესდა ლეონის შეძენით, რაც ხუან მატას ტრანსფერი საეჭვო გახდა. შარშან პედრო ლეონს მართლაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, ვინგერმა 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ის "ხეტაფეს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. AS-ი ამტკიცებს, რომ "ბარსელონა", როგორც კი კრედიტს აიღებს, "ხეტაფეს" პედრო ლეონში 10 მილიონ ევროს შესთავაზებს.

"დეილი მეილი" ამტკიცებს, რომ "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველის, პატრის ევრას შეძენითაცაა დაინტერესებული.

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში