როცა "ვისოლმა" "ტორპედო" იყიდა, გვეგონა, ქართულ კლუბებს ეშველებოდათ, მაგრამ ვცდებოდით
ივნისის დასაწყისში კომპანია "ვისოლმა" ქუთაისის "ტორპედო" იყიდა და გვეგონა, ქართულ კლუბებს ეშველებოდათ. თურმე, ვცდებოდით. ეროვნულ ჩემპიონატში ქართული ბრენდების შემოსვლა ძალიან რთული პროცესი გამოდგა და ისე ადვილად არ მიმდინარეობს, როგორც თავიდან წარმოგვიდგინეს.

სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გუნდები (ფოთის "კოლხეთი", ბოლნისის "სიონი", "სამტრედია" და ზუგდიდის "ბაია") ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცეს. თავის მხრივ, სამინისტროს კლუბები ჩემპიონატის დაწყებამდე, მაქსიმუმ, სექტემბერში უნდა გაესხვისებინა - მართალია, ეს კონკრეტულად არავის უთქვამს, მაგრამ ასეთი იყო საფეხბურთო სამყაროსა და თავად კლუბების მოლოდინი.

თუმცა კლუბები დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე არიან და ზემოხსენებული ოთხეულის ხელმძღვანელობა გაურკვევლობაშია. როდის დაიძვრება პროცესი, ჯერ არავინ უწყის.

სექტემბრის ბოლოს ამის თაობაზე კომენტარი ოთხივე კლუბის თავკაცს ჩამოვართვით. მაშინ ერთ-ერთმა მათგანმა, ბოლნისის "სიონში" "მადნეულის" წარმომადგენელმა და კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი არევაძემ გვითხრა, რომ საკითხი მალე მოგვარდებოდა. კლუბში ისიც გვითხრეს, რომ ერთიდან მეორე მეპატრონის ხელში გადასვლას იურისტების შრომატევადი სამუშაო სჭირდებოდა, დოკუმენტაციაც კი გამზადებულია და სავარაუდოდ, კომპანია "მადნეული""სიონის" ოფიციალური მეპატრონე ორ კვირაში გახდებაო.

ერთი თვის წინ "ბაიას" დირექტორმა რევაზ პერტაიამაც დაახლოებით იგივე გვითხრა - "ბაია" ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის და ახალ მეპატრონეს მალე გადაეცემაო. "სამტრედიაც" სამინისტროს ბალანსზეა, მაგრამ სპონსორების მოზიდვა გაუჭირდა - მას ახლა სამტრედიის გამგეობაც ვერ აფინანსებს.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა "კოლხეთში" - ფოთის პორტმა კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა და ახლა მოლაპარაკება ბიუჯეტზე მიმდინარეობს. მართალია, კლუბის იმედები არ გამართლდა და თავდაპირველად დაგეგმილი 900 ათასის ნაცვლად, მხოლოდ 500 ათასის გამოყოფაზეა ლაპარაკი, თუმცა ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, ნათქვამია და უფულობას ნახევარი მილიონი ლარი ნამდვილად სჯობია.

...მოკლედ, ეს დათქმული "მალეც" დადგა და ბოლნისის "სიონის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი არევაძეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. დავინტერესდით, რა სტადიაშია პროცესი.

- ჯერ არანაირი სიახლე არ არის. "სიონს" "მადნეული" კვლავ სპონსორის რანგში აფინანსებს. მართალია, კლუბს პრობლემები არ აქვს, არსებული ვითარება ჩვენ არც გვაწუხებს და "მადნეულსაც" კლუბის შენახვა სურს, მაგრამ სასურველია, პროცესი მალე დასრულდეს. ამ პროცესს, კარგი გაგებით, ბიუროკრატიული პრობლემა აბრკოლებს.

- რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ ამ ყველაფერს თავი უნდა მოებას და კლუბების გასხვისება დროულად დაიწყოს. "მადნეულის" ხელმძღვანელი კობა ნაყოფია "სიონს" ფეხბურთისადმი პიროვნული დამოკიდებულების გამო აფინანსებს, თორემ საქართველოში ბევრი კლუბია. ამიტომ არის საჭირო ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან საკითხის სწრაფი გადაწყვეტა - "სიონი" "მადნეულს" გადაეცეს.

- და რა ფორმალობაა ასეთი, დღემდე თავი რომ ვერ მოება?

- არ ვიცი... დროულად ვერ აფორმებენ. ეს რომ პრეზიდენტის ყურამდე მივიდეს, ერთი ამბავი ატყდება. ჩვენგან არანაირი პრობლემა არ არის და იქ რა გახდა, წარმოდგენა არ მაქვს. ყოფილი ჩინოსანი ვარ, ბოლნისის გამგებელი ვიყავი და კიდევ ბევრგან მიმუშავია... გეუბნებით, რომ ჩემთვის ამ პრობლემის არსი გაუგებარია. მეეჭვება, სახელმწიფო ბოლნისის "სიონს" ვერ ელეოდეს. პირიქით, "მადნეული" ამ ტვირთს აშორებს და კომპანია ფეხბურთის დახმარებას ცდილობს. საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს პრემიერის, ფეხბურთის ფედერაციის, გუბერნატორის, რაიონისა და საწარმოს დონეზე და ეკონომიკის სამინისტროს დონეზე ვერ გადაწყდა?

- კლუბს მაინც ინახავთ და საინტერესოა, რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს, "სიონი" ორ თვეში გადმოგეცემათ თუ სამში?

- კლუბს კი ვინახავთ, მაგრამ იურიდიული ნიუანსებია მნიშვნელოვანი - კლუბი "მადნეულის" საკუთრებაში უნდა იყოს. ქვეყანაში ბევრი სასიკეთო პროცესი მიმდინარეობს, ფორმალური საკითხები სწრაფად და უმტკივნეულოდ წყდება. ჩვენ კი ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა გვსურს და როდემდე შეიძლება კლუბის გასხვისებაში ასეთი გაურკვევლობა იყოს და იწელებოდეს? ჩვენ ხომ ფულს არ ვითხოვთ, პირიქით, "სიონი" უნდა დავაფინანსოთ.

როდის დასრულდება კლუბების გასხვისების პროცესი, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით. ოფიციალური კომენტარისგან თავი კი შეიკავეს, თუმცა დაბეჯითებით გვითხრეს, რომ საკითხი განიხილება, მალე გადაწყდება და ამის თაობაზე სამინისტრო განცხადებასაც მალევე გააკეთებს. "საქმე ისაა, რომ ახლა კლუბების გასხვისების იურიდიულ ფორმას ვეძებთ. თორემ, საკითხი გარკვეულია და კლუბებს პრობლემა არ შეექმნებათ", - გვიპასუხეს სამინისტროში.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა