ოთხი ტურის შემდეგ 3-3 ქულით ხურციძე, მელია და ფურცელაძე მეწინავეობენ
ყველაზე ხანგრძლივი ნინო ბაციაშვილისა და მერი არაბიძის პარტია იყო მოჭადრაკე ქალთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურში, რომელიც 30 მაისს გათამაშდა.

მეტოქეებმა 86 სვლა გააკეთეს. მართალია, თეთრებს ენდშპილში ზედმეტი პაიკი ჰქონდათ, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ - ყაიმი.

ასევე დაზავდნენ სალომე მელია - სოფიკო გურამიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი - მაკა ფურცელაძე; გამოცდილმა დიდოსტატმა, საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო ხურციძემ შავი ფიგურებით ახალგაზრდა ეროვნულ ოსტატ ანა კუჭავას 38-ე სვლაზე აჯობა.

დიდხანს გაგრძელდა საქართველოს ხუთგზის ჩემპიონ მაია ლომინეიშვილისა და ამ ტიტულის ორგზის მფლობელ ინგა ხურცილავას პარტია.

76-ე სვლაზე ლომინეიშვილმა მეტოქეს საათი გააჩერებინა. წარმატებას მიაღწია სოფიკო გვეტაძემაც - 66-ე სვლაზე მან ახალგაზრდა ოსტატი ლიკა კობეშავიძე დაამარცხა.

ამდენად, ოთხი ტურის შემდეგ 3-3 ქულით ხურციძე, მელია და ფურცელაძე მეწინავეობენ. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ლომინეიშვილი და გურამიშვილი ჩამორჩებიან. შემდეგ მოდიან: ხუხაშვილი, ბაციაშვილი, ხურცილავა - 2-2, გვეტაძე - 1,5, არაბიძე, კუჭავა - 1-1, კობეშავიძე - 0,5 ქულა.

31 მაისს, მე-5 ტურში ითამაშებენ: ფურცელაძე - ბაციაშვილი, კობეშავიძე - ხუხაშვილი, ხურცილავა - გვეტაძე, ხურციძე - ლომინეიშვილი, გურამიშვილი - კუჭავა, არაბიძე - მელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ლევან ფანცულაიას დოჰაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი რჩება
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მეწინავეთა შორის ორი ქართველია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი სენსაციებით დაიწყო
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
მოჭადრაკეთა ჩემპიონს ქალებში ბოლო ტური დაასახელებს
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
ნინო ხურციძემ ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობა დათმო
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ნინო ხურციძე დაწინაურდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე