"10 ნოემბერს თასის გათამაშების მატჩებს არ მოვემსახურებით, თუ კუთვნილ ფულს არ მივიღებთ"
ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე მსაჯთა მიმართ ხშირად ისმის პრეტენზიები. შეუცდომელი არავინაა, მათ შორის, არც მსაჯები. თუმცა მაღალი დონის მისაღწევად სათანადო პირობებიც რომაა საჭირო, ფაქტია. ჩვენს მსაჯებსაც აქვთ პრეტენზიები - მათ თვენახევრის ხელფასები აქვთ ასაღები. ამის გამო, ისინი გუშინ ეროვნულ სტადიონზე შეიკრიბნენ და პროტესტი გამოთქვეს.

მათი აზრი ასეთი იყო - 10 ნოემბერს თასის გათამაშების მატჩებს არ მოემსახურებიან, თუ მანამდე თანხას არ მიიღებენ. 5-6 ნოემბერს კი ტურის მატჩებს 10-15 წუთის დაგვიანებით დავიწყებთ პროტესტის ნიშნადო, ესეც დასძინეს. შემდეგ მათ ითათბირეს და პროფესიული ფეხბურთის ლიგის თავკაც გია ფირცხალავასთან შესახვედრად გაემართნენ.

"მსაჯები, რომლებიც პირველ და ჭაბუკთა ლიგის, ასევე, დუბლების პირველობის შეხვედრებს ემსახურებიან, სექტემბრის მეორე ნახევრისა და ოქტომბრის თანხები აქვთ მისაღები. ისინი პროფლიგის ხელმძღვანელ გია ფირცხალავას შეხვდნენ. მცირედი პრობლემის გამო მოხდა ისე, რომ მსაჯებმა თანხა დროულად ვერ მიიღეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი ამოწურულია - ისინი ფულს მიიღებენ", - აღნიშნა "ლელოსთან" საუბარში სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა.

ბუნებრივია, გია ფირცხალავასაც დავუკავშირდით: "ახალი სეზონი დავალიანებით დავიწყეთ და ეს პრობლემაც ამიტომ შეიქმნა. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და მოვაგვარებთ კიდეც. ჩემთან იყვნენ მსაჯები და მათ დავპირდი, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში დავალიანებას გავისტუმრებთ. არ ვიცი, საიდან გაჩნდა 10 ნოემბრის სათასო მატჩზე არგასვლა. მსაჯებთან კონსტრუქციული, საქმიანი საუბარი მქონდა, მათგან ულტიმატუმი არ ყოფილა. ავუხსენი სიტუაცია და იმედი მაქვს, ყველაფერს გაგებით მოეკიდებიან", - გვითხრა ფირცხალავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა