ბევრისთვის გამოსათხოვარი ტური
მადრიდული და ბარსელონური მატჩები, როგორც სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემი, ტურნირის ორგანიზატორებმა შაბათს, ოდნავ ადრე დანიშნეს. აი, დანარჩენ რვა შეხვედრაში კი სერიოზული ბრძოლებია მოსალოდნელი.

ცხრილის ფსკერზე მყოფი კვარტეტიდან მხოლოდ ერთი გადარჩება, ხოლო "რეალ სოსიედადსა" და "ვალენსიას" შორის მხოლოდ ერთი მიიღებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს...

უკანასკნელად

სანამ ლა ლიგის ამ გათამაშების სატურნირო მხარეზე ვისაუბრებთ, ემოციურზე ვთქვათ: რამდენიმე მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის ეს ტური გამოსამშვიდებელი იქნება, წინა ტურში კი სულაც სტადიონი (სან მამესი) დაგვემშვიდობა.

ჟოზე მოურინიო, მანუელ პელეგრინი და ფილიპ მონტანიე უკანასკნელად გაიყვანენ სათამაშოდ "რეალს", "მალაგასა" და "რეალ სოსიედადს" (ჩამონათვალის შესაბამისად).

ფეხბურთიდან მიდიან "დეპორტივოს" ლეგენდა ხუან კარლოს ვალერონი და "ვალენსიას" კაპიტანი დავიდ ალბელდა, სხვაგან გადადიან რიკარდო კარვალიო (რეალი) და რადამელ ფალკაო (ატლეტიკო). მოკლედ, ლამის ყოველ თამაშში ვიღაცას გააცილებენ - ბოლო ტურისთვის ჩვეული სურათია.

უნაი ემერი "ვალენსიას" წინააღმდეგ

ახლა საქმეზე - გასარკვევი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მე-4 საგზურის ბედი და ცხრილის ბოლო ოთხეულიდან ერთი გადარჩენილის ვინაობაა. ევროპალიგის საგზურების ამბავი გადაწყვეტილია, რადგან "რაიო ვალეკანოს" ლიცენზია აქვს ჩამორთმეული, "ბეტისს" კი სხვა ვერავინ დაეწევა (თავისთავად, ვერც "მალაგას"), ერთი საგზურიც ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლთა შორის დამარცხებულს ერგება.

ერნესტო ვალვერდეს "ვალენსიამ" ფანტასტიკურად განვლო ფინიშის სწორი... თუ არ ჩავთვლით ერთ, მაგრამ მთავარ თამაშს - სან სებასტიანში უშუალო კონკურენტთან შერცხვა. რომ არა ეს მატჩი "ღამურებს" თავი ქუდში ექნებოდათ, თუმცა ახლაც ყველაფერი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული - "სანჩეს პისხუანზე" "ვალენსია" "სევილიას" სტუმრობს და თუ მოიგებს, "რეალ სოსიედადის" თამაშის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. მაგრამ სევილიაში მოგება იოლი არაა, თუნდაც უმოტივაციო მეტოქესთან, რომელსაც "ვალენსიას" ყოფილი თავკაცი უნაი ემერი წვრთნის, ვინც არცთუ კეთილი მოგონებებით წავიდა "მესტალიადან".

მოგების გარდა სხვა შედეგის შემთხვევაში ლევანტელებს გალისიური მატჩის ამბების გაცნობა მოუწევთ. "ლოს ჩე" 2 ქულით უსწრებს "ჩური ურდინს", თანაბარი ქულების შემთხვევაში კი უპირატესობა ბასკების მხარეს იქნება. "რეალ სოსიედადმა" კი აუცილებლად უნდა მოიგოს "რიასორზე" "დეპორტივოსთან". ეს კიდევ უფრო რთული ამოცანაა, ეს შედეგი "დეპორტივოს" სავრაუდოდ გაწირავს, რადგან მდევარი სამეულიდან, რომელიმე მაინც შეძლებს გადასწრებას (ძალიან უნდა გაუმართლოს "დეპორს", რომ სამივე მდევარმა წაიფორხილოს).

ვინ არ იტყვის ადიოსს?

ლა კორუნიის "დეპორტივო" (35 ქულა), ვიგოს "სელტა" (34), "რეალ სარაგოსა" (34) და პალმას "მალიორკა" (33) - აი, ის ოთხი კლუბი, რომელთაც ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ. ორი გალისიური, არაგონული და ბალეარული გუნდები. აქედან მხოლოდ ერთი გავა სამშვიდობოს.

"დეპორტივოს" გასავარდნ ზონასთან 1-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს, თუმცა შინ "რეალ სოსიედადს" ხვდება, მონტანიეს გუნდს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება (ისიც შეიძლება არ ეყოს).

მეორე გალისიური კლუბი "სელტა" უმოტივაციო "ესპანიოლს" მასპინძლობს, მაგრამ თუ "დეპორტივო" იმარჯვებს ყველანაირი გარჯა წყალში ჩაეყრება. "სარაგოსა" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს, ხოლო "მალიორკა", რომელსაც ყველაზე ცუდად აქვს საქმე - ასევე უმოტივაციო "ვალიადოლიდს".

100 ქულისთვის

"ბარსელონა" მთლად უმოტივაციოდ არ არის. ჯერ ერთი, უკანასკნელად მოირგებს "ბლაუგრანა" მაისურს ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი, მეორეც გუნდს შეუძლია "რეალის" მიღწევა გაიმეოროს და 100 ქულა დააგროვოს. სტუმართა ჩილელი თავკაცი კი ამ მატჩით ემშვიდობება "მალაგას" და, დიდი ალბათობით, "მანჩესტერ სიტიში" გადავა. შესაძლოა, "მალაგას" ვარსკვლავებიც დაიფანტნონ - ხოაკინი იტალიაში მიდის, ისკო ალბათ "რეალში" და ასე შემდეგ. მოკლედ, "ბარსელონა"-"მალაგა" ნამდვილად არ უნდა იყოს უინტერესო თამაში. მაგრამ ერთია, სეზონის ბომბარდირი 46 გოლით, ლიონელ მესი არ ითამაშებს.

სტვენა თუ ტაში

რას გადაწყვეტს "სანტიაგო ბერნაბეუ"? ჟოზე მოურინიოს გამოსათხოვარ მატჩში უსტვენს "განსაკუთრებულს" თუ ოვაციას მოუწყობს. "მარკა" ვარაუდობს ობსტრუქციას, თუმცა ეს გაზეთი ყოველთვის გამორჩეული იყო ანტიმოურინიოსეული სტატიებით. სამი წლის განმავლობაში ჟოზემ მხოლოდ სამი ტიტული მოუპოვა "სამეფო კლუბს", ვერ შეაწვდინა საოცნებო "დესიმას" (მე-10 ჩემპიონთა თასს) და შეუსრულებელი მისიით მიდის ლონდონში...

ლა ლიგა. ბოლო ტური

1 ივნისი

რეალი-ოსასუნა 19:00

დისკვალიფიკაცია: ხედირა - არიბასი, დამია

ტრავმა: კოენტრაო, კასილიასი, ჩაბი ალონსო, რამოსი, ვარანი - ანანი, ნინო, სისი, ლოლო, ფლანიო

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +16=6-5, (51-26)

ბარსელონა-მალაგა 21:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ალვეში, მესი, პუიოლი - სანტა კრუსი (?)

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +18=5-2, (65-23)

სელტა-ესპანიოლი 23:00

დისკვალიფიკაცია: ვაკასო (ესპ)

ტრავმა: ბერმეხო, პარკი, ალვარესი, დემიდოვი (?), მალიო - ლონგო, ალვარესი, მორენო

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 29 თამაში: +10=8-11, (33-40)

დეპორტივო-რეალ სოსიედადი 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მარჩენა - ესტრადა, ელუსტონდო

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 31 თამაში: +14=9-8, (40-31)

გრანადა-ხეტაფე 23:00

დისკვალიფიკაცია: ლაფიტა, ფერნანდესი (ხეტ)

ტრავმა: ფ. რიკო, ბრაიმი, იებდა, ბენიტესი - კოლუნგა, ტორესი, ბორხა

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +1=1-1, (3-3)

ლევანტე-ბეტისი 23:00

დისკვალიფიკაცია: ადრიანი (ბეტ)

ტრავმა: ლელი, ბარკერო, ხუანლუ, ლოპესი - კანიასი, პერკისი, იგიებორი, ჩიკა, მარიო

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +6=2-5, (18-20)

მალიორკა-ვალიადოლიდი 23:00

დისკვალიფიკაცია: სასტრე (ვალ)

ტრავმა: ჟ. ვიქტორი, ალვარო, ლოპესი - გერა, ბალენსიაგა

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +11=5-7, (31-25)

ვალეკანო-ბილბაო 23:00

დისკვალიფიკაცია: მუნიაინი (ბილ)

ტრავმა: როდრი, კასადო, ლეო კარილიო - ეკიზა, ლაპორტი, პერესი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +4=7-8, (29-33)

სევილია-ვალენსია 23:00

დისკვალიფიკაცია: რეიესი (სევ)

ტრავმა: ფასიო, კამპანია, ტროხოვსკი, პალოპი - ალვეში

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 38 თამაში: +15=5-18, (40-47)

სარაგოსა-ატლეტიკო 23:00

დისკვალიფიკაცია: ხოსე მარი - გაბი, გოდინი

ტრავმა: სუკულინი, ალამო, ობრადოვიჩი (სარ)

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +10=10-13, (34-45)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 34 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 22 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 21 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
აურზაური "სალხინეთში" - აბიდალი გადააყენეს, კუმანი ბარსელონაში ჩაფრინდა, ტერ შტეგენს ოპერაცია გაუკეთეს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
ბართომეუ და აბიდალი საგანგებო შეხვედრას მართავენ
დემბელემ თავისი აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების სამი მთავარი კანდიდატი დაასახელა
"დაქორწინებულ მამაკაცთან ძილი" - არმატურით ნაცემი ფეხბურთელის საქმეში შესაძლოა "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელის მეუღლე ფიგურირებდეს
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
აბიდალი: ნეიმარისა და მარტინესის ტრანსფერებში შეუძლებელი არაფერია
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
სეტიენს აბიდალს ზედ მიაყოლებენ - "ბარსამ" პოჩეტინიოს კონტრაქტი შესთავაზა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
ალბა აბიდალისა და მესის კონფლიქტზე: ისედაც მძ....ში ვართ, დამატება არ გვჭირდება
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი