ბირთვის მკვრელი ადამ ნელსონი ოფიციალურად აღიარეს 2004 წლის ოლიმპიურ ჩემპიონად
ამერიკელი ბირთვის მკვრელი ადამ ნელსონი ოფიციალურად აღიარეს 2004 წლის ოლიმპიურ ჩემპიონად. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ნელსონს გადასცა ოქროს მედალი, რომელიც ათენში უკრაინელმა იური ბელონოგმა მოიპოვა. ეს უკანასკნელი დოპინგის მიღებაში ამხილეს.

ბოლონოგი ერთ-ერთია იმ სპორტსმენთაგან, რომლებიც ათენის სინჯების ხელმეორე შემოწმებისას ჩავარდნენ დოპინგზე - უკრაინელს აკრძალული პრეპარატის ოქსანდროლონის მიღება დაუდგინეს.

ნელსონმა 2004 წლის ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაკავა. მან ისეთივე შედეგი აჩვენა, როგორიც ბოლონოგმა (21 მეტრი და 16 სანტიმეტრი), მაგრამ უკრაინელს დამატებითი მაჩვენებლით მიანიჭეს გამარჯვება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ვერცხლის მედალი დანიელი იოახიმ ბრეხნერის მფლობელობაში გადავა, ბრინჯაო კი ესპანელ მანუელ მარტინესს ერგება.

სრულიად სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ათენში 4x400 მეტრზე ესტაფეტაში გამარჯვებულ აშშ-ს ქალთა ნაკრებთან მიმართებაში. ეს გუნდი შეინარჩუნებს ოქროს მედალს იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა დოპინგის მიღება აღიარა.

კრისტალ კოქსი, რომელმაც ერთ-ერთ წინასწარ გარბენში მიიღო მონაწილეობა, 2012 წელს მაშინდელი სტარტისთვის მიღებული მედლის გარეშე დარჩა, რადგან ჯერ კიდევ 2010 წელს აღიარა, რომ სამი წლის განმავლობაში იღებდა ანაბოლურ სტეროიდებს, მათ შორის, 2004 წელსაც. ამ პერიოდში ნაჩვენები ყველა შედეგი გაუქმდა, ხოლო აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტომ სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რომელსაც 2014 წლის იანვარში გასდის ვადა.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა შეუნარჩუნოს ოქროს მედლები აშშ-ის ნაკრების სხვა წევრებს - დიდი ტროტერს, მონიკ ჰენდერსონს, სანია რიჩარდსს, მონიკ ჰენეგანსა და მოუშომი რობინსონს.

შესაბამისად, რუსეთის ნაკრებს იმ გარბენისთვის დარჩება ვერცხლი, ხოლო იამაიკას - ბრინჯაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

წელს ოსკარ პისტორიუსი არ ირბენს

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"