ფეხბურთელ კახა კალაძეს უკანასკნელად დაუკრეს ტაში სტადიონზე
ფეხბურთელ კახა კალაძეს უკანასკნელად დაუკრეს ტაში სტადიონზე. ზეიმი მართლაც შედგა. საბენეფისო მატჩის წინ იყო პატარა წარმოდგენა, კალაძის მეგობარმა ბერამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა, სცენაზე ამერიკელი რეპერიც გამოჩნდა. "დინამო არენა" გაივსო...

შოუს დიქტორები დიმიტრი ობოლაძე და ნუგზარ რუხაძე იყვნენ. მოთელვაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა ბურთები ტრუბუნებისკენ გაისროლეს. მატჩის დაწყებამდე სტადიონის ეკრანზე ათწუთიანი დოკუმენტირი ფილმი გაუშვეს კალაძეზე. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო შესრულებული.

მოედანზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიც გამოვიდა და ცხადია, ტაში მათაც დაუკრეს - ეს გუნდი ხომ ახლახან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

იხილეთ ვიდეო

თამაშიც კარგი გამოვიდა. პენალტი შოთა არველაძემ მოინაგრა, დარტყმა კი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა უზადოდ.

კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე პირველი დარტყმა მისმა ვაჟმა ლევანიკო კალაძემ შეასრულა

მოედანზე ვარსკვლავები აგორებდნენ ბურთს, მობერებულები, წონაში მომატებულები, მაგრამ ისევ ნიჭიერები და თვალისმომჭრელები.

იხილეთ ვიდეო

ასეთი მატჩი საჭირო იყო - განსაკუთრებული ემოციები მოაქვს და რაც მთავარია, ხალხი მოჰყავს სტადიონზე.

კალაძემ პირველი ტაიმი "მილანის" შემადგენლობაში ითამაშა, შესვენების შემდეგ კი - მეგობრების გუნდში.

"მილანმა" პიპო ინძაგის პენალტით გაათანაბრა, შემდეგ ანდრეი შევჩონკომ გამოიდო თავი, წერტილი კი 54 წლის პიეტრო ვიერხოვოდმა დასვა.

კალაძის მეგობრები - მილანი 1:3

მთლად ამხანაგური შეხვდერა არ გამოვიდა, მილანელებმა უფრო მოინდომეს, მეტი ირბინეს და გაიმარჯვეს.

კალაძემ მოედანს წრე დაარტყა, მთელ პერიმეტრზე შემოურბინა მინდორს, ყველა ტრიბუნაზე მყოფ მაყურებელს მადლობა გადაუხადა - ის ხომ ფეხბურთს მათთვის თამაშობდა. სწორედ ეს იყო ამ საღამოს კულიმინაცია.

მოედანზე გავიდა და სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა: "კალაძე პოლიტიკაში იმიტომ მოვიდა, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო, იქ დადაგა, სადაც საქართველოს დასჭირდა, ის არავისზე ნაკლები მინისტრი არ არის. დიდი მადლობა მას, პოლიტიკიდანაც ასეთი ტაშით გაგვეცილებინოს," - ასეთი შინაარსის იყო ივანიშვილის სიტყვა.

კახი კალაძე სულ მოკლე დროში გახდა სანიმუშო მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, რომ ასეთი მატჩი ყოველთვის ტოვებს სენტიმენტებს, კალაძემ ეპოქა შექმნა და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათო.

დედა, რაც ჩემთვის გააკეთე, ალბათ, ვერასოდეს გადაგიხდი - კალაძის ამაღელვებელი სიტყვა დინამო არენაზე

ბოლოს კალაძის ჯერი დადგა, ყველას მადლობას გადაუხადა, თვალები თანდათან ცრემლით ევსებოდა, ფეხბურთელის კარიერა ისე დავასრულე, დედაჩემი არც ერთ მატჩზე არ მოსულა, დღეს კი აქ არის და მასაც დიდ მადლობას ვეუბნებიო...მერე იყო ლამაზი ფოიერვერკი და საამატჩოდ შექმნილი სიმღერა კალაძეზე.

ოთხი ნომერი, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რომელიც სამტრედიიდან "მილანში" აღმოჩნდა - კახა კალაძე სამაგალითო კაცია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახა კალაძე ფეხბურთიდან გააცილეს - კალაძის მეგობრები-მილანი 1:3

დავითი
ამ ნაცისტს უყურე რა უნამუსოა სააკაშვილმა რომ დაკარგა მიწები მაშინ ხმა არ ამოგიღია და ეხლა მის ნამოქმედარს რომ იმკის ეს მტავრობა ეხლა გაიღვიძე? სააკაშვილი რომ დარბოდა ნაშებში ჩვენი ფულებით მაშინ ხმას არ ირებდი და ამ კაცმა თავისი შრომით რომ იშოვა ფული ეხლა გაიღვიძე? ნამუსი მაინც იქონიეთ ამ ნაცისტებმა
დათა
კახი მაგარი ხარ..ვამაყობ რომ ქართველი ხარ და ფეხბურთშიც მაგარი იყავი და მთავრობაშიც მაგარი მინისტრი ხარ
GB-Oxford
რისთვის მადლობა? თავის კარიერას,რომ აკეთებდა ქურდბაცაცა ბერლუსკონის გუნდში?ეხლა კი ბლატით,ენერგეტიკის მინისტრობით?ხალხო!რა არგო ?ეროვნულ ფეხბურთს.ესენი უბერავენ,სფონსორების და ხალხის ფულებით და ქვეყანა კი 200-200 იარდით მიწებს გარგავს და წინაფრების სასაფლაოებს გვიღობავენ,მართულხლართებზე თფუი...
vvv
ეს ის კალაძეა, საკუთარ კარში რომ უყვარს ბურთების შეყრა?
zurab qashibadze
კალა მაგარი ხარ!!!!
თეონა
ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეღბურთელი ხარ შენ კახა.შენ კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ მილანის რიგითი ფეღბურთელი არასდროს ყოფილხარ.
guga
დიდი მადლობა კახა ყველაფრისტვის, შენ სამაგალითო ქართველი ხარ, გმერტმა დაგლოცოს და გაგახაროს
Nukri
დიდი მადლობა კახა,ღმერთი შეგეწიოს, გაიხარე და სიკეთეს გისურვებ.
M S
ყველაზე კარგი, რაც ამ ლამაზ დგეს ვნახე ის იყო, რომ "დინამო არენაზე"არც-ერთი ნაცი არ იყო. რატომ?
mariko
გაიხარე კახა, საამაყო ქართველი ხარ, გვეამაყები ძალიან,წინსვლას გისურვებთ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში!
ძია
მადლობა, კახი!
kaxas
მარტო ის რად ღირს, მალდინი, ბარეზი, კანავარო, შევჩენკო რომ დაგაფასებს და ჩამოვა. მაგარი კაცი ხარ, კახა!
izo
ქართველი მამაკაცები დედის ამაგს და სიყვარულს ხშირად ხმამაღლა არ აფასებენ. ურჩევიათ ეს ჩუმად გააკეთონ. კახი, შენ ამაშიც დიდი ვაჟკაცი და კარგი დედის კარგი შვილი ხარ. ყველა აგვატირე........... შენ გაიხარე.................................
nana
ძალიან კარგი იყო ყველაფერი! დიდი მადლობა კახას, უფალი იყოს მისი მფარველი
2
მადლობა კახი, მადლობა ასეთი ზეიმისთვის , მადლობა რომ საქარტთველო ასახელე. მადლობა რომ ძმობა და მეგობრობა იცი და უბრალოდ მადლობა ყველადრისათვის
archil
ეს იყო ულამაზესი სანახაობა. მადლობ კახი.!მადლობ გულშემატკივრებო!
უძლევი
მადლობა კალაძეს ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის! დიდი ქართველი ფეხბურთელი ათწლეული ქმნიდა საკუთარ წარმატებას. ტრაგედიის და სირთულეების მიუხედავად მიაღწია წარმატებებს, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელი არის. იმედია კალაძე ისტორიაში შევა როგორც დიდი ქართველი ფეხბურთელი და არა როგორც ბუნების მტერი.
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
როგორ გამოვიდა სიმონე ინძაგი ძმის ჩრდილიდან და გახდა იტალიის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელი
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
ამორიმი, გლასნერი ან იასლე - ვინ ჩაიბარებს "მილანს"?
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება