31 მაისს ფიდემ თავის საიტზე საუკეთესო მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
31 მაისს ფიდემ თავის საიტზე გამოაქვეყნა საუკეთესო მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგი.

სასიამოვნოა, რომ ქალთა პირველ ათეულში ორმა ქართველმა დაიდო ბინა. უფრო სწორად, წინა თვეების მაჩვენებლებით ნანა ძაგნიძის გვარი კარგა ხანია, ფიგურირებს ათეულში, მაისში მას 2545 პუნქტით მე-7 ადგილი ეკავა, ახლა 5 ერთეულით გაიმდიდრა მონაგარი და ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ბელა ხოტენაშვილმა ამას წინათ ჟენევაში ფიდეს ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი მოიგო, რამაც მის მაჩვენებელს 26 პუნქტი შესძინა და ბელამაც მეთექვსმეტედან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

პოზიციები დათმო ჩინელმა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოუ იფანმა. წინა თვეში მისი რეიტინგი იყო 2617, მაგრამ გრან პრიზე სუსტი გამოსვლით მან 22 პუნქტი დაკარგა და მესამე საფეხურზე ჩამოქვეითდა, მეორე ადგილი ინდოელ ჰამფი კონერუს (2597) დაუთმო.

საუკეთესო ასეულს უწინდებურად უნგრელი იუდით პოლგარი (უნგრეთი) უდგას სათავეში. ათეულში ასევე, არიან: ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2593), ჟაო სიუე (ჩინეთი, 2565), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2544), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2542) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2531).

ქალთა ასეულში, ძაგნიძისა და ხოტენაშვილის გარდა, კიდევ შვიდი ქართველია, რომლებმაც წინა თვესთან შედარებით უმნიშვნელო ცვლილებები განიცადეს: 32. ლელა ჯავახიშვილი (2464), 48. ნინო ხურციძე (2428), 50. სოფიკო გურამიშვილი (2426), 52. სალომე მელია (2423), 71. ნინო ბაციაშვილი (2390), 77. სოფიკო ხუხაშვილი (2383), 91. ნაზი პაიკიძე (2368).

ვაჟთა საუკეთესო ათეულს ისევ მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2864) მეწინავეობს. ლიდერს 51 პუნქტით ჩამორჩება სომეხი ლევონ არონიანი (2813), მესამე-მეათეადგილებს ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2803), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2786), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2784), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2784), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2782), ლექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2779), ფაბიო კარუანა (იტალია, 2774) და ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2760) ინაწილებენ. ასეულში ერთადერთი ქართველი დიდოსტატია - ბაადურ ჯობავა, რომელმაც ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში ცუდად იასპარეზა და 2700-იანთა კლუბიც დატოვა. საპირველივნისო რეიტინგში 2688 პუნქტით 56-ე ადგილი უკავია.

20 წლის გოგონათა ასულში 2368 პუნქტით მე-7 ადგილზეა ნაზი პაიკიძე, მას ორი საფეხურით ჩამორჩება მერი არაბიძე (2348), ხოლო მარიამ დანელიას (2252), რომელიც კარგა ხანია, ჩამოშორდა აქტიურ ჭადრაკს, 30-ე ადგილი უკავია.

ასეულის სათავეშია ჩინელი ჰოუ იფანი (2595). ვაჟებში ჩვენებურთაგან ერთადერთი მოჭადრაკეა - ზურაბ ჯავახაძე, რომელსაც 2450 პუნქტი მხოლოდ 85-ე ადგილისთვის ეყო. აქ ჰოლანდიელი ანიშ გირი (2734) ლიდერობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
რიო 2016. მედლების რეიტინგი: საქართველო მე-40 ადგილზეა
2 ნაბიჯით უკან - საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში დაიხია
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ოთხი ადგილით დაქვეითდა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ᓚᓝᓞᓝᓢᓐ ᓛᓝᓭᓐᓓᓠᓐᓙᓔ ᓥᓐᓚᓗᓐ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓡ ᓛᓔ-4 ᓔᓢᓐᓞᓡ ᓣᓛᓐᓡᓞᓘᓜᓫᓚᓔᓑᓡ
ჭიდაობის მსოფლიო რეიტინგს სათავეში ქართველი სპორტსმენი ჩაუდგა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
მეორე საუკეთესო შედეგი ისტორიაში - ქართული კლუბების სარეიტინგო ქულები უეფას ცხრილში
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი ფიდეს რეიტინგში ათეულში არიან
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს
ფიდემ ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ფიდემ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა - ნანა ძაგნიძე კვლავ მეოთხეა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა