ქართველი ლეგიონერის "ატლანტამ" ხუთივე მატჩი მოიგო

"ატლანტა ჰოქსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 13 003 გულშემატკივრის თვალწინ 94:85 დაამარცხა. ამ შეხვედრამაც დაადასტურა, რომ "ჰოქსი" გასულ სეზონთან შედარებით უკეთესი გუნდია, თუ შარშან მწვრთნელ მაიკ ვუდსონს სასტარტო ხუთეულის მოთამაშეთა გარდა მხოლოდ ჯამალ კროუფორდის იმედი ჰქონდა, ახალი მწვრთნელის ლარი დრიუს ხელმძღვანელობით ყველა სათადარიგო ნდობას გრძნობს და თავისუფლადაც თამაშობს. შედეგი სატურნირო ცხრილშიც ჩანს - "ატლანტამ" ხუთივე მატჩი მოიგო.

"დეტროიტთან" მატჩის მსვლელობისას სასტარტოებს კარგად ეხმარებოდნენ ტიგი, ფაჩულია, ჯო კროუფორდი და პაუელი. მაგალითისთვის: ზაზამ მეორე პერიოდის სტარტზე, წუთნახევრიან მონაკვეთში ერთმანეთის მიყოლებით 6 ქულა ჩააგდო. თუმცა დეტროიტელები მასპინძლებს ღირსეულ წინააღმდეგობას ბოლომდე უწევდნენ, მეტიც: მეოთხე პერიოდის მეექვსე წუთზე პრინსის სამქულიანის წყალობით 81:76 დაწინაურდნენ. ამ მომენტამდე 21 წამით ადრე მუხლის ტრავმა მიიღო ატლანტელმა მერვინ უილიამსმა (სავარაუდოდ, 5 ნოემბრის მატჩს გამოტოვებს) და მწვრთნელმა მის ნაცვლად მოედანზე ზაზა ფაჩულია შეუშვა. ამერიკული გაზეთების მტკიცებით, უილიამსის დაშავების შემდეგ მწვრთნელს სათადარიგოთაგან მხოლოდ ორიდან ერთი კალათბურთელი უნდა შეეყვანა: ფაჩულია ან ჯამალ კროუფორდი. რადგან ჯამალი ტრავმირებული იყო, ლარი დრიუმ მერვინი ქართველი ცენტრით შეცვალა. შესაბამისად, მოედანზე თავი მოიყარეს ფაჩულიამ, სმიტმა და ჰორფორდმა. მათ ერთდროულად ამ სეზონში პირველად ითამაშეს და ატლანტელი ჟურნალისტების მოწონებაც დაიმსახურეს: ეს სამეული კარგად გამოიყურებოდა. ისინი გუნდს მეტ სარგებელს მოუტანენ, თუ მოედანზე ერთად მეტ დროს გაატარებენო.

ხომ არ დაგავიწყდათ, "ატლანტა" 76:81-ს რომ აგებდა? მოედანზე შესვლისთანავე ზაზამ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა (ეს იყო მისი მეთორმეტე ქულა). ამას მოჰყვა ჰორფორდის მიერ ზედიზედ ჩაგდებული 6 ქულა და მასპინძლები 84:81 დაწინაურდნენ. დეტროიტელი ტრეისი მაკგრეიდი არ ნებდებოდა, სირენამდე 3:30 წუთით ადრე სხვაობა ქულამდე შეამცირა. თუმცა ტრეისის მომდევნო შეტევა ფაჩულიამ ჩაჭრით ჩაშალა და გარღვევაზე გასულ სმიტს გადააწოდა - 86:83. დარჩენილ 2 წუთში სმიტს ჯონსონი წაეხმარა და "ატლანტამ" 9 ქულის სხვაობით მოიგო.

ნამატჩევს კაპიტანმა ჯო ჯონსონმა აღნიშნა:

- ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ მაინც მოვიგეთ. კიდევ უნდა მოვუმატოთ.

ზაზა ფაჩულია დაცვაში თამაშით კმაყოფილია:

- აწყობილი გუნდი გვყავს, ყველა რგოლი ერთმანეთთან კარგადაა დაკავშირებული. ჯაჭვივითაა: თუ დაცვაში კარგად არ თამაშობ, ბურთს არ ჩაჭრი, არ მოხსნი, შედეგს ვერ მიიღებ. მხოლოდ თავდასხმა თამაშს ვერ მოიგებს.

გამოცემა CBS SPORTSLINE-ში ჟურნალისტი სერჯიო როდრიგესი სასარგებლო ცენტრებზე წერს. მათ შორისაა ფაჩულია: "ჯორჯიელთა რიგებში ელ ჰორფორდის გამოჩენის (2007 წელს) შემდეგ ფაჩულიას სათამაშო დრო შეუმცირდა და ფუნქციებიც დააკლდა. "ატლანტას" ახალმა მწვრთნელმა ზაზას მეტი ნდობა გამოუცხადა და ლარი დრიუს ხელში ქართველი გაცილებით სასარგებლოა. არ უნდა ველოდეთ ფაჩულიას 30-წუთიან თამაშებს (როგორც "მემფისთან" შეხვედრაში), თუმცა სათადარიგოთა სკამიდან იგი გუნდს დიდ დახმარებას უწევს. ზაზას მონაგარი 8 ქულასა და ამდენივე მოხსნას შორის იმერყევებს."

"ატლანტა" მეექვსე შეხვედრას "მინესოტასთან" სტუმრად 5 ნოემბერს ჩაატარებს.

ატლანტა-დეტროიტი 94:85

ზაზა ფაჩულია: 18:39 წუთი, 12 ქულა (7-დან 6 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:27 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

II პერიოდი

11:12 ორქულიანი: 2ქ (26:22)

10:07 ორქულიანი: 4ქ (28:26)

09:28 ორქულიანი: 6ქ (30:28)

07:10 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

02:31 ზაზამ სმიტი შეცვალა

02:15 ფოლი: 1

01:11 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

00:52 ორქულიანი: არაზუსტი

00:51 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

00:51 ორქულიანი: 8ქ (69:64)

IV პერიოდი

11:29 შეცდომა: 1

10:27 ორქულიანი: 10ქ (72:72)

09:43 ბიბიმ ზაზა შეცვალა

06:34 ზაზამ უილიამსი შეცვალა

05:38 ორქულიანი: 12ქ (78:81)

02:50 ჩაჭრა: 1 (მაკგრეიდის ჩაუჭრა)

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება