არკოში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილი და თამარ ხმიადაშვილი ლიდერობენ
იტალიურ არკოში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალებში 6 ტურის შემდეგ 4,5-4,5 ქულით ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, სენიორებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული თამარ ხმიადაშვილი და ელენა ფატალიბეკოვა ლიდერობდნენ.

გუშინ მე-7 ტურში ხმიადაშვილმა 44-ე სვლაზე ფატალიბეკოვას მეფე დააშამათა და მონაგარი ქულით გაიმდიდრა. ასევე წარმატებას მიაღწია გაფრინდაშვილმა, რომელმაც რუსი ლარისა ხროპოვა დაამარცხა. ჩვენებურები შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე 5,5-5,5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში არიან. დღეს გაფრინდაშვილი სვეტლანა მედნიკოვას (რუსეთი), ხმიადაშვილი კი ბორისლავა ბორისოვას (შვედეთი) შეხვდება.

მამაკაცებში 8 ტურის მერე (ქალებისგან განსხვავებით, ისინი 11 ტურს ითამაშებენ) 6,5-6,5 ქულით ერთბაშად 6 მონაწილე მეწინავეობდა. გუშინ მათი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: მიჰაი შუბა (რუმინეთი)-ვიტალი ცეშკოვსკი (რუსეთი) 0:1, ანატოლი ვაისერი (საფრანგეთი)-ანატოლი შვედჩიკოვი (რუსეთი) 0,5:0,5, დუშან რაიკოვიჩი (სერბეთი)-ვლასტიმილ იანსა (რუსეთი) 0,5:0,5.

ცხრა ტურის შემდეგ 7,5 ქულით ერთპიროვნულად ევროპის ჩემპიონი ცეშკოვსკი დაწინაურდა.

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...