"ფული საერთოდ არ მქონდა, ბილეთების საყიდლად 300 დოლარი მომცეს და უკანმოუხედავად წამოვედი"

ბაქარ მირცხულავა საქართველოში ჩამოვიდა და მოლდოვისკენ გახედვაც არ სურს.

21 წლის მცველი კიშინიოვის "ზიმბრუში" წლეულს ზამთარში ჩაირიცხა, სეზონის ბოლოს 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

"ზიმბრუ" თითქოს ურიგო გუნდი არ არის, მაგრამ მირცხულავა ამბობს, რომ იქ დარჩენას ახალი გუნდის მოძებნა ერჩივნა და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ღიად ილაპარაკა.

"ვერ წარმომედგინა, ჩვენზე უარესი სადმე თუ ხდებოდა. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ასეთი ქვეყანა მოლდოვაა.

მე მხოლოდ 7 მატჩი ვითამაშე, მაგრამ მწვრთნელი კი არ იყო უკმაყოფილო, ვეტერანი მცველი კარიერას ამთავრებდა და ანგარიშს უწევდა. ძირითადშიც ისეთ შეხვედრებში აყენებდა, ყველაფერი გასაგები იყო...

საერთოდ, გუნდსა და ჩემპიონატში რაც ხდებოდა, ამაზე ლაპარაკი არ მსურს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 21 წლის ბიჭი ასეთ ფეხბურთს ვერ შევეგუებოდი. იქ დარჩენა ნიშნავდა, რომ ნამდვილი ფეხბურთელი და პროფესიონალი ვერასოდეს გავხდებოდი".

მირცხულავას მოლდოველების დაპირებული ხელფასიც არ მიუღია:

"კარგი პირობები და გარემო ნამდვილად არ იყო. "დღეს-ხვალეს" ძახილით, ფულს არ იხდიდნენ - ხელფასს 3 თვე ველოდით.

როდესაც დავალიანების გასტუმრება ვთხოვე, მითხრეს, განაცხადში შენი შეყვანის თანხა გადაგიხადეთ და ეს თანხა ჩამოგაჭერითო, თითქოს ეს ჩემს ხარჯზე უნდა მომხდარიყო.

რა დასამალია, ბოლოს საკმაოდ გამიჭირდა, მაგრამ ფულის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა და კატეგორიულად დავუყენე საკითხი, რომ კონტრაქტი მაინც გაგვეწყვიტა.

საბოლოოდ, მაინც შევთანხმდით. ერთადერთი, რაც გამიკეთეს, ფული საერთოდ არ მქონდა, ბილეთების საყიდლად 300 დოლარი მომცეს და უკანმოუხედავად წამოვედი.

ასეთივე რამ მოხდა კოტე გაბაშვილის შემთხვევაშიც. კონტრაქტი მანაც გაწყვიტა, გათავისუფლების ფურცლები ავიღეთ, ორივე თავისუფალი აგენტები ვართ და ახალ კლუბს ჩვენში არანაირი ფული არ ექნება გადასახდელი", - ამბობს მირცხულავა.

ბაქარი ამბობს, რომ საქართველოში ბევრად უკეთესი ჩემპიონატია:

"წასვლას მაინც არ ვნანობ, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ჩვენი ფეხბურთი და ჩემპიონატი უფრო დავაფასე.

წასვლამდე ვიცოდი, რომ ჩვენზე ნაკლები დონის ჩემპიონატი არ იყო და ფინანსურადაც ნორმალური გუნდები ჰყავდათ, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. მოლდოვაში გატარებულმა 6-მა თვემ დამარწმუნა, რომ ეს სინამდვილეს არ შეეფერება - ქართული ჩემპიონატი აშკარად უკეთესია.

მოლდოვის "ა" დივიზიას ჩვენს უმაღლეს ლიგას ვერც ორგანიზაციის დონით შევადარებ და ვერც კლასით. არ ვკამათობ, ფული აქვთ და ფიზიკურად კარგად ამზადებენ, მაგრამ ქართველებისნაირი ნიჭიერი მოთამაშეებით ვერ დაიკვეხნიან - ამაში დიდი სხვაობაა. მეტი ფული აქვთ და იმასაც სწორად ვერ იყენებენ. ჩვენში ფული გაცილებით სწორად იხარჯება - ჩემთვის ესეც აღმოჩენა იყო".

მირცხულავა ტყუილუბრალოდ არ წამოსულა. შევიტყვეთ, რომ ესპანურმა სამენეჯერო სააგენტომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრითა და ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის ყოფილი კაპიტნით სეგუნდა დივიზიონის რამდენიმე კლუბი დააინტერესა.

მაგრამ 21 წლის ცენტრალური მცველი ამაზე ლაპარაკს ერიდება:

"დაინტერესება ქართული გუნდებიდან იყო და სიმართლე გითხრათ, დაბრუნება მსურდა. ადრე ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია და ჩემთვის ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ახალგაზრდულ ნაკრებში არ მიმიწვევენ.

ვფიქრობდი, მუდმივი სათამაშო პრაქტიკით ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებას მივიქცევდი. თუმცა სად ვითამაშებ, ჯერ არ გადამიწყვეტია.

რაც შეეხება ესპანურ ვარიანტებს, ამაზე ლაპარაკი არის, მაგრამ სანამ არაფერი გაირკვევა, მანამდე დაკონკრეტება არ მსურს.

მოლდოვაში დადებითი ერთი ის იყო, რომ შეკრება გავიარე, ყველა საკონტროლო შეხვედრა ვითამაშე, ჩემპიონატშიც სათამაშო პრაქტიკა მქონდა და ფორმაში შევედი. მიმაჩნია, რომ ახლა უკეთეს დონეზეც თავისუფლად ვითამაშებ".

მოლდოვიდან წამოსვლას კიდევ ერთი ქართველი აპირებს: ორი წლის წინათ 19 წლის გიორგი ჯაჭვაძე ატაკის "ნისტრუში" ჩაირიცხა.

გიორგი ცენტრალური ნახევარმცველია და საქართველოში პირველი ლიგის "ნორჩ დინამოში" ვალერი გაგუასთან თამაშობდა. მოლდოვაში კი ჯერ გუნდის დუბლშემადგენლობაში ირიცხებოდა, წლეულს უკვე ძირითად გუნდში ვარჯიშობდა და დაწინაურების იმედი ჰქონდა, მაგრამ კლუბი დატოვა.

მიზეზი ისაა, რომ ატაკელები ქვეყნის უმაღლესი დივიზიონიდან გამოვარდნენ. ფეხბურთელის თქმით, კარიერის გაგრძელებას ისრაელში იმედოვნებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაქარ მირცხულავას "ზიმბრუში" გატანილი პირველი გოლი "ჩამოაწერეს" [VIDEO]

ბაქარ მირცხულავა: შეცდომა იყო, "ბენფიკასთან" ხელშეკრულება რომ გადავხიე

ბაქარ მირცხულავა: ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, მატჩის შემდეგ მწვრთნელი რომ ბოდიშს მიხდის

ბაქარ მირცხულავა: ნაკრების შეკრება და იქ ვარჯიში მომენატრა

ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია

ბაქარ მირცხულავა და კოტე გაბაშვილი კიშინიოვის "ზიმბრუმ" დაიტოვა

"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
"ამ ზაფხულს კვარაცხელიას ეს შესაძლო ტრანსფერი შოკისმომგვრელი იქნება და ევროპას შეარყევს" - El Nacional ხვიჩას შესახებ
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?
ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
სოსო ფრუიძე: სტუმრად გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება
ლუკა თათხაშვილი - კიშინიოვის "დაჩიადან" ოდესის "ჩერნომორეცში"?
სოსო ფრუიძე: შეტევაში უფრო სწრაფები ვიყავით, ვიდრე მეტოქის მცველები
ჩიხურა VS ბეითარი - სოსო ფრუიძის იმედად
ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით