გერმანულ კლუბში ვეტერანი ესპანელი მეკარე ბერნდ ლენოს შემცვლელი იქნება
იმ დროს, როცა ყველა ფიქრობდა, რომ 39 წლის ესპანელმა მეკარემ ამ უქმეებზე "სევილიას" ფორმით კარიერის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, ანდრე პალოპს თურმე სულ სხვა რამ ჰქონია გადაწყვეტილი: 3 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვეტერანი მეკარე კარიერას აგრძელებს!

პალოპმა გერმანულ კლუბ "ლევერკუზენთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და "ბაიერში", რა თქმა უნდა, უფასოდ გადავიდა.

პალოპი "ლევერკუზენში" მიხაელ რენზინგს შეცვლის, რომელიც ლევერკუზენელთა მეორე მეკარე გახლდათ და რომელიც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებულ დიუსელდორფის "ფორტუნაში" გადაბარგდა. პირველი მეკარე კი "ბაიერში" გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კიპერი ბერნდ ლენოა - მისი მამისტოლა პალოპი კი "ფარმაცევტების" მეორე მეკარე იქნება.

"ძალიან მიხარია, რომ კარიერის მიწურულს უცხოეთში წასვლის შესაძლებლობა მომეცა და თან ისეთ ძლიერ კლუბში, როგორიც "ლევერკუზენია". ბუნდესლიგით უკვე მთელი ევროპა ძალიან დაინტერესდა.

გადაწყვეტილების მიღებისას დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ "ლევერკუზენი" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს", - უთხრა ჩვენს გერმანელ კოლეგებს პალოპმა.

"რენზინგის წასვლის შემდეგ გამოცდილ მეკარეს ვეძებდით. პალოპი სწორედ ისეთი მეკარეა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ლენოს ღირსეულად შეცვლის", - ეს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.

კარვახალი რეალში დაბრუნდა

ამასობაში "ლევერკუზენმა" ახალგაზრდა ესპანელი მარჯვენა მცველი დაკარგა - დანიელ კარვახალი, რომელიც ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ლევერკუზენელი იყო, მადრიდის "რეალში" დაბრუნდა.

"სამეფო გუნდმა" მისი უკან შესყიდვის უფლება გამოიყენა. "ბაიერი" იძულებული გახდა, 21 წლის კარვახალი 6.5 მილიონ ევროდ დაეთმო. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კლუბმა თავის დროზე ის 5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
"არსენალმა" "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენო 22 მილიონად შეიძინა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაუშვეს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
რენატო სანჩესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება - 2 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ბერნდ ლენო: "ბაიერნი"ისევ ჩემპიონია, ეს მოსაწყენია
"არსენალმა" "მილანის" ყოფილი მცველი დაიმატა და ზაფხულში მესამე ტრანსფერი განახორციელა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
ლენო "არსენალიდან" წავიდა, მაგრამ ლონდონიდან არა - გერმანელი მეკარის ახალი გუნდი ცნობილია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია