უდანაკარგოდ ასპარეზობას მხოლოდ ერთი გუნდი აგრძელებს და რა გასაკვირია, რომ ეს გუნდი მოქმედი ჩემპიონი გახლავთ...
ბრაზილიაში უკვე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც უდანაკარგოდ ასპარეზობას მხოლოდ ერთი გუნდი აგრძელებს და რა გასაკვირია, რომ ეს გუნდი მოქმედი ჩემპიონი გახლავთ...

ფრედის გარეშე

იმ დროს, როდესაც ფრედი ინგლისთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, სადაც მან ბურთი გაიტანა, ისვენებდა, მისი "ფლუმინენსე" ლიგის დებიუტანტის, "კრისიუმას" წინაშე წარსდგა და დიდი ანგარიშით იმარჯვა.

მასპინძელთა მხრიდან დუბლი მცველმა დიგაომ შეასრულა, ერთი ბურთი კი ცვლილებაზე შემოსულმა ველინგტონ ნემმა გაიტანა, ვინც 11-მეტრიანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე 25 წლის დიგაოს კარიერაში სულ 2 გოლი ჰქონდა (ყველა ტურნირზე).

როგორც აღვნიშნეთ, "ფლუმინენსე" ერთადერთი გუნდია, რომელსაც 100-პროცენტიანი შედეგი აქვს, თუმცა ის მე-4 ადგილზეა, რადგან კონკურენტებთან შედარებით, ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. მე-2 ტურის გამოტოვებულ შეხვედრას (სტუმრად "პორტუგეზასთან") აბელ ბრაგას შეგირდები 13 ივნისს გამართავენ.

ტიმაოს პირველი

ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა "კორინთიანსმა", რომელმაც თანაშტატელი "პონტე პრეტა" დაამარცხა. ამ მოგებით "კორინთიანსმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია (ყველა ტურნირზე) შეწყვიტა.

საინტერესოა, რომ ოთხივე შეხვედრა "ტიმაომ" ფრედ, თანაც ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დაასრულა.

"პონტე პრეტასთან" ერთადერთი გოლი ემერსონ შეიკმა გაიტანა, რომელიც მოედანზე სულ რაღაც ორი წუთის შემოსული იყო. ვეტერან ფორვარდს ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან უყვარს - 34 წლის თავდამსხმელმა "პონტე პრეტას" ბოლო 3 შეხვედრაში (რომელშიც ითამაშა) თითო გოლი გაუტანა.

პირველი მარცხი განიცადეს "ინტერნასიონალმა" და "კრუზეირომ". თუ "სამხრეთის ვარსკვლავი" "ბოტაფოგოსთან" აუტსაიდერად მიიჩნეოდა და მისი მარცხი ლოგიკური იყო, "ინტერის" წაგებას, სენსაციის გარდა, ვერაფერს ვუწოდებთ.

სტუმრები შესანიშნავი შორეული დარტყმით 20 წლის რიდერ მატოსმა დააწინაურა, ვინც ბრაზილიის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა; მეორე ტაიმში კი "ბაიას" უპირატესობა ორამდე ფერნანდაომ გაზარდა.

ამ გოლიდან რამდენიმე წუთში დიეგო ფორლანმა სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვერაფერი შეძლეს და შეხვედრა 1:2 დასრულდა.

არადა, ამ მატჩამდე "ბაიას" "ინტერნასიონალთან" 17-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ბოლოს ეს გუნდი 1990 წელს (შინ) ჰყავდა დამარცხებული; პორტუ ალეგრიში კი ბრაზილიის 2-გზის ჩემპიონებმა ისტორიაში პირველად იმარჯვეს (აქამდე "ბაიას" "მონაგარი" 4 ფრე და 11 წაგება იყო).

"ბოტაფოგოს" გამარჯვებაზე უკვე ვთქვით. უბრალოდ, დავამატებთ, რომ ამ შეხვედრაში დუბლი ნიკოლას ლოდეირომ შეასრულა და მატჩის გმირიც გახდა. ურუგვაელს ამ სეზონში უკვე იმდენი გოლი აქვს, რამდენიც მთლიანად წინა ჩემპიონატში ჰქონდა.

ვიტორიას მორიგი ვიტორია

დებიუტანტთაგან ყველაზე კარგად სალვადორის "ვიტორია" ასპარეზობს, რომელმაც ზედიზედ მეორე ტურში იმარჯვა და მეორე პოზიციაზე გადავიდა. კაიო ჟუნიორის გუნდის მორიგი მსხვერპლი "ვასკო და გამა" გახდა, ვინც წინა ტურში "სან პაულოსთან" განადგურდა (1:5), ამჯერად კი სალვადორში დამარცხდა.

ამ ტურში არ გაუტანა მაქსი ბიანკუჩის, თუმცა "ვიტორიამ" მესის ბიძაშვილის გოლების გარეშეც მოიგო. მატჩის გმირი 29 წლის დინეი გახდა - ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ამ ჩემპიონატში თავისი პირველი ბურთი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "ვიტორიას" "ვასკოსთან" დადებითი ბალანსი აქვს (14 მოგება, 8 ფრე და 11 წაგება). ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 6 მატჩიდან "ვიტორიამ" მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, შინ კი "ვასკოს" ზედიზედ მეცხრედ მოუგო! ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი "ვიტორიასთან" სტუმრად ბოლოს 1991 წელს არ დამარცხებულა!

ფლამენგო მარცხს გადაურჩა

ბრაზილიის ყველაზე პოპულარული კლუბი, რომელიც ახლა მძიმე დროებას განიცდის, "ატლეტიკო პარანაენსეს" ქალაქ ჟოინვილში დაუპირისპირდა და მარცხს ძლივს გადაურჩა.

78-ე წუთისთვის ნომინალური მასპინძლები ედერსონის დუბლის წყალობით ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. აღნიშნულ წუთზე სხვაობა "ფლას" ახალწვეულმა, ბოლივიელმა მარსელო მორენომ შეამცირა, ვინც ახალ გუნდში თავისი პირველი ბურთი გაიტანა; სამ წუთში კი ანგარიში რენატო აბრეუმ გაათანაბრა.

ვეტერანმა ნახევარმცველმა "ფლას" მაისურით სერია A-ში 39 ბურთი გაიტანა და ამ გუნდის ყველა დროის ბომბარდირებში (ბრაზილიის ჩემპიონატში) მესამე პოზიცია გაიმყარა. მასზე მეტი გოლი მხოლოდ ბებეტოს (41) და ზიკოს (135) აქვთ გატანილი.

ცენტრალური მატჩები

ტურის ორი გამორჩეული მატჩი სანტოსსა და ბელუ ორიზონტეში გაიმართა. "სანტოსმა" "ვილა ბელმიროზე" "გრემიოს" უმასპინძლა, "ატლეტიკო მინეიროს" სტუმარი კი "სან პაულო" იყო.

ნეიმარის გარეშე დარჩენილი "სანტოსი", რომელმაც ასევე მთავარი მწვრთნელი მურისი რამალიო დაკარგა (რამალიო ნეიმარს ტრანსფერის გამოცხადებიდან მეორე დღესვე გადადგა), "გრემიოსთან" 67 წუთის მანძილზე აგებდა, მაგრამ ვილიან ჟოზეს ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით ხელი ქულას გამოჰკრა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის პირველი ნაწილი, რომელიც შტატების ჩემპიონატს დაეთმო, ვილიან ჟოზემ სწორედ "გრემიოში" გაატარა, საიდანაც უკვე "სანტოსში" გადავიდა. სამი ტურის შემდეგ "სანტოსს" მხოლოდ ორი ქულა აქვს და გუნდი მე-15 პოზიციაზეა.

გაცილებით უარეს მდგომარეობაშია "ატლეტიკო მინეირო", რომელსაც მხოლოდ 1 ქულა გააჩნია, თუმცა ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალისტს თადარიგში ერთი მატჩი აქვს.

"სან პაულოსთან" გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა. უფრო სწორად, მატჩი თანაბარი 62-ე წუთამდე იყო, აღნიშნულ წუთზე კი წითელი ბარათი მიიღო დენილსონმა და სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. ბოლო ნახევარმა საათმა "ატლეტიკოს" მცირე უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ მასპინძლებმა ბურთი ვერ გაიტანეს და საბოლოოდ, მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

დეივიდის მეათე გაელვება

10 გოლი 16 შეხვედრაში - შესანიშნავი შედეგია, მით უმეტეს, თუ უკვე 33 წლის ხარ და ისეთ გუნდში თამაშობ, როგორიც "კორიტიბაა".

"ფენერბაჰჩეს" ყოფილი ფორვარდი დეივიდი "კორიტიბაში" შარშანდელი ჩემპიონატის შუაში "ფლამენგოდან" გადავიდა და მას შემდეგ გუნდის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა.

თავად განსაჯეთ: ფორვარდის ტრანსფერის შემდეგ "კორიტიბამ" 18 მატჩი გამართა, აქედან დეივიდმა 16-ში ითამაშა. ამ პერიოდში "კორიტიბამ" 21 გოლი გაიტანა, რომელთაგანაც 10 ვეტერანი თავდამსხმელის ანგარიშზეა.

ბრაზილია. სერია A. III ტური

ბოტაფოგო-კრუზეირო 2:1

გოლები: 1:0 ლოდეირო (7), 1:1 ანსელმო რამონი (25), 2:1 ლოდეირო (57-პენ).

ატლ. პარანაენსე-ფლამენგო 2:2

გოლები: 1:0 ედერსონი (32), 2:0 ედერსონი (72), 2:1 მ. მორენო (78), 2:2 რენატო აბრეუ (81).

სანტოსი-გრემიო 1:1

გოლები: 0:1 ე. ვარგასი (12), 1:1 ვილიან ჟოზე (79-პენ).

ვიტორია-ვასკო 2:0

გოლები: 1:0 დინეი (32), 2:0 დინეი (59-პენ).

გოიასი-კორიტიბა 1:1

გოლები: 0:1 დეივიდი (33), 1:1 უგო (76).

კორინთიანსი-პონტე პრეტა 1:0

გოლი: 1:0 ემერსონ შეიკი (74).

ფლუმინენსე-კრისიუმა 3:0

გოლები: 1:0 დიგაო (25), 2:0 დიგაო (34), 3:0 ველინგტონ ნემი (81-პენ).

ინტერნასიონალი-ბაია 1:2

გოლები: 0:1 რიდერ მატოსი (10), 0:2 ფერნანდაო (62), 1:2 ფორლანი (65).

ნაუტიკო-პორტუგეზა 2:2

გოლები: 1:0 როჟერიო (16), 1:1 მიშელ გუედესი (32), 1:2 რომაო (82), 2:2 მარკოს ვინისიუსი (90).

ატლ. მინეირო-სან პაულო 0:0

გაძევება: დენილსონი (62. სან პაულო).

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სან პაულო 3 2 1 0 7-1 7

2. ვიტორია 3 2 1 0 7-2 7

3. ბოტაფოგო 3 2 1 0 5-3 7

4. ფლუმინენსე 2 2 0 0 5-1 6

5. კორიტიბა 3 1 2 0 3-2 5

6. კორინთიანსი 3 1 2 0 3-2 5

7. კრუზეირო 3 1 1 1 8-4 4

8. გრემიო 2 1 1 0 3-1 4

9. ინტერნასიონალი 3 1 1 1 5-4 4

10. ბაია 3 1 1 1 3-4 4

11. პონტე პრეტა 3 1 0 2 2-3 3

12. კრისიუმა 3 1 0 2 3-6 3

13. ვასკო და გამა 3 1 0 2 2-7 3

14. ატლ. პარანაენ. 3 0 2 1 5-6 2

15. სანტოსი 3 0 2 1 2-3 2

16. ფლამენგო 3 0 2 1 2-4 2

17. გოიასი 3 0 2 1 2-7 2

18. პორტუგეზა 2 0 1 1 2-3 1

19. ატლ. მინეირო 2 0 1 1 1-2 1

20. ნაუტიკო 3 0 1 2 2-7 1

ბომბარდირები:

3 - ბიანკუჩი (ვიტორია); 2 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), დინეი (ვიტორია), დეივიდი (კორიტიბა), ნილტონი (კრუზეირო), ფორლანი (ინტერნასიონალი), ლოდეირო (ბოტაფოგო), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), დიგაო (ფლუმინენსე), მანოელი (ატლეტიკო პარანაენსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
ვილიანი კვლავ ლონდონში - ვეტერანი ბრაზილიელი, სავარაუდოდ, "ფულემში" დარჩება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ფელიპე კოუტინიო კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
AS: ალეშანდრე პატო კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
ბრაზილიელი მეკარე მატჩის მიმდინარეობისას ტელეფონით ერთობოდა [VIDEO]
მარსელომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ბარსელონა" ბრაზილიელ თავდამსხმელს 40 მილიონად შეიძენს
კლარენს ზეედორფი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯალმა სანტოსი გარდაიცვალა
ბრაზილიელი ფანები თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს დაესხნენ თავს [VIDEO]
"კორინთიანსში" არასდროს ვითამაშებ" - ნეიმარმა მიზეზი განმარტა
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
იმპერატორის დაბრუნება - ადრიანო "ატლეტიკო პარანაენსეში" გადავიდა
ბრაზილიის ახალგაზრდული ჩემპიონატი მასობრივი ჩხუბით დასრულდა [VIDEO]