ევროპის ჩემპიონატი. U21.
ისრაელში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა. გაიმართა A ჯგუფის პირველი ტურის მატჩები.

პირველ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრები 2:2 დაუზავდა ნორვეგიას, რომელმაც ერთი ტაიმი 10 კაცით ითამაშა.

ჩემპიონატის პირველი გოლი ისრაელის კაპიტანმა ნირ ბიტონმა მე-16 წუთზე გაიტანა. მალე მარკუს პედერსენმა გაათანაბრა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ვეგარ ჰედენსტადმა წითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულებმა იმარჯვეს - ჯერ ალონ ტურგემანმა დააწინაურა მასპინძლები, 90-ე წუთზე კი ჰარმეეტ სინგჰმა 10 კაცით მოთამაშე ნორვეგიას ქულა მოუტანა.

ზედიზედ 889 წუთი არ ჰქონდათ ბურთი გაშვებული სტიუარტ პირსის გაწვრთნილ ახალგაზრდა ინგლისელებს და ეს ლორენცო ინსინიემ მატჩის მიწურულს შეძლო, რის გამოც იტალია ჯგუფში ფავორიტად იქცა. ახლა მხოლოდ 3 ქულა აშორებს იტალიელებს ნახევარფინალამდე. ინსინიემ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ინგლისელთა 9-მატჩიანი მოგებათა სერიაც შეწყვიტა.

ისრაელი-ნორვეგია 2:2

გოლები: 1:0 ბიტონი (16), 1:1 პედერსენი (24), 2:1 ტურგემანი (71), 2:2 სინგჰი (90)

ისრაელი (4-4-2): კლეიმანი - დასა, გოტლიბი, ბენ ჰარუში, ტავათა - კალებატი, კაბჰა (38. კრიაფი), ბიტონი (74. ცაგური), გოლასა - ბარუჩი (57. ტურგემანი), დაბური.

ნორვეგია (4-3-3): ნილანდი - ელაბდელაუი, ბერგე, სტრანდბერგი, ჰედენსტადი - ეიკრემი, იოჰანსენი, კონრადსენი (76. სინგჰი) - დე ლანლაი (46. ლინესი), პედერსენი, ბერგეტი (76. კალევიკი)

გაძევება: ჰედენსტადი (44)

ინგლისი-იტალია 0:1

გოლი: 0:1 ინსინიე (79)

ინგლისი (4-2-3-1): ბატლენდი - კლაინი, დოუსონი, კოულკერი, რობინსონი - ჰენდერსონი, ლოუ - რედმონდი, შელვი (75. მაკიხრენი), სორდელი (65. ჩალობა) - უიკჰემი (82. დელფუნესო).

იტალია (4-4-2): ბარდი - დონატი, ბიანკეტი, კალდიროლა, ბირაგი - ფლორენცი, მარონე (86. როსი), ვერატი, ინსინიე - ბორინი (78. დესტრო), იმობილე (60. გაბიადინი).

B ჯგუფი

6 ივნისი

ესპანეთი-რუსეთი 20:00

ჰოლანდია-გერმანია 22:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აღთქმულ მიწაზე მომავლის ვარსკვლავები აციმციმდებიან

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
"დიასი პსჟ-სთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა" - ტონი კროოსი
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
კიტეიშვილი შეცვალეს - "შტურმმა" "ნოტინგემთან" ქულები გაიყო
[ეროვნული ლიგა] XXXII ტურის ანონსი
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
ოსიმენის რეკორდი - ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
"ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს" - ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
კარიერაში მეცხრედ - ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!