სირაძემ და გოგუამ "სპარტაკს" გაამარჯვებინეს

აზერბაიჯანული პრემიერლიგის მე-12 ტური ქართული გოლით დაიწყო - "ყარაბახი"-მოიკ-ის შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გიორგი ადამიამ გახსნა. საბოლოოდ გიორგის გუნდმა აუტსაიდერი 3:0 დაამარცხა, ჩვენებური კი 62-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა კარს ამირან გვენცაძე იცავდა. "ყარაბახს" 21 ქულა დაუგროვდა და მე-5 ადგილზეა, მოიკ-ს მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

გუშინ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ნალჩიკის "სპარტაკმა". გოგიტა გოგუას და დავით სირაძის გუნდმა შინ 2:0 დაამარცხა "სატურნი". გოგუამ ძალიან კარგად ითამაშა, მეორე გოლიც ნალჩიკელთა ქართველი ლეგიონერის დარტყმულს მოჰყვა, ჩვენებური ბოლო წუთზე შეცვალეს. ასევე ერთ-ერთი საუკეთესო სირაძე, რომლის მოცელვისთვისაც პირველი ტაიმის მიწურულს დაინიშნა პენალტი. მეორე ტაიმში კი მან ძელს გაარტყა ბურთი. "ჩემპიონატმა" ჩვენებურებს 6-6 ბალი დაუწერა. "სპარტაკი" 43 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

უნგრეთის ჩემპიონატში ქართველთა "დიორი ეტო" "ჰონვედს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ქართველთაო, კი ვთქვით, მაგრამ გუშინ "ეტოს" რიგებში არც ერთ ჩვენებურს არ უთამაშია. სამაგიეროდ, რუმინეთის ჩემპიონატში პირველი ქართული გოლი გავიდა - აკაკი ხუბუტიამ 56-ე წუთზე "ბისტრიცას" კარში გამარჯვების გოლი შეაგდო, "გაზ მეთანმა" თამაში 2:1 მოიგო. ჩვენებურმა 56-ე წუთზე გამოიჩინა თავი. კუბალას კუთხურს მან თავური დაუხვედრა. "გაზ მეთანი" 22 ქულით მე-6 ადგილზეა.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე