საქართველოს 18-წლამდელთა კალათბურთელთა პირველობაში ჩემპიონობა "ჰიუნდაის" რიგებში ლუკამ იზემია, 20-წლიანებში "სოხუმთან" ერთად - ოთარმა
ვინც ახალგაზრდა კალათბურთელთა საქართველოს პირველობებს ესწრება, ცხადია, ეცოდინება, რომ 18-წლიანებში "ჰიუნდაიმ", 20-წლიანებში კი "სოხუმმა" მოიპოვა ჩემპიონობა. ალბათ, იმასაც შეამჩნევდა, რომ ამ გუნდებში ტანმაღალი ძმები - ლუკა და ოთარ ბულიავები გამოირჩევიან.

ოთარი 19 წლისაა. "სოხუმის" შემადგენლობაში 18 და 20-წლიანებში ქვეყნის ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა, შარშან და წლეულს კი ეროვნულ ჩემპიონატშიც მოსინჯა ძალები. ამჟამად საქართველოს 20-წლიანთა ნაკრების შემადგენლობაში ამ ასაკის კალათბურთელთა ევროპის პირველობისთვის თბილისში "დინამოს" ბაზაზე ემზადება. ჩვენი საუბარიც იქ გაიმართა.

- კალათბურთში შემთხვევით მოვხვდი, - მითხრა ოთარმა. - სპორტული კარიერა სენაკში ფეხბურთით დავიწყე. არველოდ დანელია მავარჯიშებდა. თითქოს ურიგო მონაცემები არ მქონდა, მაგრამ შეჯიბრებებზე ვერ მივდიოდით და მარტო ვარჯშისთვის დროის დაკარგვას ვარჩიე, მეტი ყურადღება სწავლაზე გადამეტანა.

- კალათბურთი?

- 2008 წლის იანვარში შემთხვევით გავიცანი "სოხუმის" კალათბურთელი ვახტან ქადარია - საახალწლოდ მშობლებთან იყო ჩასული სენაკში. კალათბურთელის მონაცემები გაქვსო, მითხრა. ორიოდე დღის შემდეგ თბილისიდან დამირეკა - სინჯებზე ჩამოდიო. ტესტები წარმატებით ჩავაბარე. "სოხუმის" მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ მითხრა, გუნდში რჩებიო. სკოლის საბუთების გადმოტანაზეც თავად იზრუნა. ახლობელივით მექცეოდა, რამაც დადებითად იმოქმედა ჩემზე.

- "პროფილის" შეცვლას როგორ შეეგუე?

- იმ დროისთვის უკვე 190 სანტიმეტრის სიმაღლის ვიყავი. აღნაგობის მიუხედავად, კალათბურთი სერიოზულად არასდროს მითამაშია. ვარჯიშებზე ბიჭებს რომ ვუყურებდი, არ მჯეროდა, ოდესმე მსგავს რამეს მეც თუ შევძლებდი. მწვრთნელებთან ერთად თანაგუნდელებიც მეხმარებოდნენ. განსაკუთრებით - რევაზ როგავა, გიორგი ორმოცაძე და სანდრო მეგენეიშვილი, რომელიც სწორედ იმ პერიოდში დაბრუნდა ამერიკიდან. ვარჯიშის შემდეგ თითქმის ორ საათს ვრჩებოდი დარბაზში და თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. მე და ბატონ ვაჟას გვჯეროდა, რომ მიზანს მივაღწევდით და ეს ენერგიას მმატებდა. 18-წლამდელთა გუნდში მოსახვედრად ერთი წელიწადი დამჭირდა. პირველი მატჩი სამი წლის წინათ ვითამაშე ქუთაისის გუნდთან, რომელიც საქართველოს ჩემპიონი იყო. 100:76 დავამარცხეთ მეტოქე. იმ დღეს 27 ქულა შევძინე გუნდს და მწვრთნელისგან პირველი შექებაც დავიმსახურე.

- ვიცი, რომ ახალგაზრდებში საქართველოს სამგზის ჩემპიონი ხარ.

- დიახ. ჯერ 18-წლიანებში, შარშან და წლეულს 20-წლიანებში გავიმარჯვეთ. ამჯერად ჩემთან ერთად ოქროს მედლები სანდრო მეგენეიშვილმა, დავით გაფრინდაშვილმა, ლერი კვანტალიანმა, ზაზა გაგნიძემ, გოგა ტყაბლაძემ, გოგა ოდიშარიამ, ილია პატარაიამ, შოთა გოლეთიანმა, კახა ჯინჭარაძემ და ცნობილი ლატვიელი კალათბურთელის ვაჟმა კარლის მუიჟნიეკსმა მოიპოვეს. ორი წელიწადია, ეროვნულ ჩემპიონატშიც გამოვდივარ. "სოხუმმა" შარშან მე-4 ადგილი დაიკავა, წლეულს ორი საფეხურით ჩამოვქვეითდით, რადგან სეზონის დასაწყისში გუნდი რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა დატოვა, ახალგაზრდებმა, ადაპტაცია ვერ მოასწრეს.

- ოცწლიანთა საქართველოს ნაკრებზე რას იტყვი?

- ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში შარშანაც ვიყავი, ოღონდ - 18-წლიანებში. მიხეილ ბერუაშვილის ხელმძღვანელობით ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიასპარეზეთ. ამჟამად 20-წლიანთა ევროპის პირველობისთვის ვემზადებით. ბატონმა დავით უსტიაშვილმა 17 კალათბურთელს უხმო საწვრთნელ შეკრებაზე. შესანიშნავი ბიჭები არიან. მონდომებით ვარჯიშობენ. დიდი კონკურენციაა გუნდში მოსახვედრად. ბედნიერი ვიქნები, რჩეულთა შორის თუ მეც აღმოვჩნდები. ნაკრების 13-კაციანი შემადგენლობა იტალიაში საერთაშორისო ტურნირების გასამართავად გაემგზავრება, იქიდან 12 კალათბურთელი ევროპის პირველობაზე წავა. საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოხვდა - გერმანიის, ლიტვის, საბერძნეთისა და სერბეთის წარმომადგენლებთან მოუწევს უპირატესობის დამტკიცება. ფინალური ეტაპი ტალინში 9-12 ივლისს გაიმართება...

ამ საუბარში ვიყავით, ოთარის უმცროსი ძმა ლუკა რომ შემოგვიერთდა.

- ოჯახში ორმა ჩემპიონმა მოიყარა თავი - ერთმანეთთან ურთიერთობა ხომ არ გიჭირთ?

- ლუკამ წლეულს "ჰიუნდაის" შემადგენლობაში 18-წლიანთა საქართველოს პირველობა მოიგო, არადა, ჯერ 17 წლისაა, კალათბურთში ვარჯიში ჩემი მიბაძვით დაიწყო. უკვე სიმაღლეშიც წამომეწია. შრომისმოყვარე ძმა მყავს და მჯერა, რომ ბევრს მიაღწევს. ურთიერთობას რაც შეეხება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გვიჩხუბია (ეცინება).

ლუკა:

- დაძაბული პირველობა გვქონდა. თავიდან ფავორიტებთან დავმარცხდით, მაგრამ მერე ბატონი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ხელმძღვანელობით ისე შევთამაშდით, რომ ზედიზედ 22 შეხვედრა მოვიგეთ. ნახევარფინალში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ვძლიეთ, ფინალში რუსთავს ვაჯობეთ 2:1 და ოქროს მედლები მოვიპოვეთ. არადა, ტრავმების გამო ბოლო მატჩების სიმძიმემ შვიდ-რვა კალათბურთელზე გადაიარა.

- ნაკრებში თუ მიგიწვიეს?

- წლეულს არა. 16-წლიანებისთვის დიდი ვარ, 18-წლიანებისთვის - პატარა. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ გაისად 18-წლიანთა ნაკრებში მოვხვდე.

- კერპი თუ გყავთ?

ოთარი. მაიკლ ჯორდანი და მანუჩარ მარკოიშვილი. დიდ პატივს ვცემ ზაზა ფაჩულიას. 2008 წელს სენაკში (მისი მშობლები სენაკიდან არიან) რომ ჩამოვიდა, ავტოგრაფი ჩამოვართვი, რომელსაც დღემდე ვინახავ. მქონდა ბედნიერება, მის წინააღმდეგაც მეთამაშა: შარშან 18-წლიანებში ევროპის პირველობისთვის რომ ვემზადებოდით, ვარჯიშზე ზაზა მოვიდა და გუნდის ორმხრივ თამაშში მონაწილეობდა.

ლუკა:

- მე მაიკლ ჯორდანი მომწონს, ქართველთაგან - ზაზა ფაჩულია.

- კალათბურთის გარდა, რა გიტაცებთ?

ოთარი:

- ფეხბურთი. "ჩელსის" და ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი ვარ.

ლუკა:

- მე "რეალსა" და გერმანიას ვქომაგობ.

- მხოლოდ სპორტი?

ოთარი:

- თავისუფალ დროს ვუსმენ მუსიკას, მიყვარს ხატვა და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ჩემი საყვარელი პოეტია გალაკტიონი.

ლუკა:

- მუსიკა.

- ნოსტალგია?

- სამწუხაროდ, თავისუფალი დროის სიმცირის გამო მშობლიერ სენაკში ხშირად ვერ ჩავდივარ. გარდა კალათბურთის თამაშის გარდა, მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელი ვარ, ლუკა კი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. მენატრება მეგობრები, ახლობლები, მდინარე ტეხურაში ბანაობა და თევზაობა.

ლუკა:

- სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ სენაკში გავემგზავრები და, ოთოსგან განსხვავებით, ყველა სურვილს ავისრულებ.

- ჰობი?

- მოგზაურობა. იმას ვოცნებობ, როდის მექნება შესაძლებლობა, რომ მსოფლიო შემოვიარო.

- ჯერჯერობით მხოლოდ კომპიუტერი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lika
Warmatebebi bichebo.
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა