ანხელ დი მარიას შვებულებამ სულ რამდენიმე დღეს გასტანა. მუნდიალიდან არგენტინაში დაბრუნებულმა 22 წლის ნახევარმცველმა სამშობლოში მცირე ხანი დაჰყო...
ანხელ დი მარიას შვებულებამ სულ რამდენიმე დღეს გასტანა. მუნდიალიდან არგენტინაში დაბრუნებულმა 22 წლის ნახევარმცველმა სამშობლოში მცირე ხანი დაჰყო და პირდაპირ მადრიდში გადაფრინდა, სადაც "რეალის" სამედიცინო შტაბი გულდასმით გასინჯავს და თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღმოაჩნდა, სამეფო კლუბთან კონტრაქტსაც გააფორმებს. დი მარიას მადრიდული პრეზენტაცია სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება.

"ბედნიერი ვარ, რომ "რეალში" თამაშის ღირსი გავხდი. ვიმედოვნებ, ამ კლუბთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ. ჩემში გადახდილი თანხა უმაღლეს დონეზე თამაშს მავალდებულებს, მაგრამ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. მადრიდში დიდი ამბიციებითა და პროფესიული ზრდის სურვილით ჩამოვედი", - უთხრა დი მარიამ ესპანურ პრესამ.

"რეალმა" ლისაბონის "ბენფიკას" მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადა. "ბენფიკას" შემადგენლობაში დი მარიას 117 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 15 გოლი გაიტანა. მისი ევროპული კარიერა 2007 წელს დაიწყო, როცა "ბენფიკას" "როსარიო სენტრალიდან" მიაშურა.

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე