არსენ ვენგერს თავს ბერტ ვან მარვიიკი და დიკ ადვოკაატი დაესხნენ
არსენ ვენგერს ჰოლენდიელი მწვრთნელები ბერტ ვან მარვიიკი და დიკ ადვოკაატი დაესხნენ თავს. ვან მარვიიკმა ფრანგ კოლეგას შეუბღვირა, ნაკრებში ვის გამოვიძახებ და ვის არა, ჩემი საქმეა, შენ ჩემს სასელექციო საქმიანობაში ნუ ერევიო. მოგეხსენებათ, ვან მარვიიკი ჰოლანდიის ნაკრების თავკაცია, ადვოკაატი კი რუსეთის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობს. ადვიკაატმა "არსენალის" ბოსს მუდამ მობუზღუნე უწოდა.

კონფლიქტის არსი, ვფიქრობთ, ყველასათვის ნათელია. საქმე გვაქვს კლუბისა და ნაკრების დაპირისპირების ტიპურ შემთხვევასთან. ვან მარვიიკმა, რომლის "ორანიესაც" 17 ნოემბერს თურქეთის გუნდთან აქვს სათამაშო, 24 კაციან სიაში "არსენალის" ფორვარდი რობინ ვან პერსიც ჩაწერა, რამაც ვენგერი გააბრაზა. ვან პერსი ხომ ორ თვეზე მეტი ხანს ტრავმას მკურნალობდა. მას აგვისტოს მერე ფეხბურთი არ უთამაშია და მეტიც, გუნდთან ერთად ვარჯიშს მხოლოდ ამ დღეებში განაახლებს, ასეთ დროს კი ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახება ფრანგს გაუმართლებელ და მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათო საქმედ ეჩვენა.

გუშინ ჩვენ "არსენალის" თავკაცის კომენტარები გაგაცანით, დღეს კი შეგვიძლია მოგახსენოთ რა უპასუხეს ჰოლანდიელებმა:

"ვენგერის ნალაპარაკები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მე პირადად რობინს ველაპარაკე და ვიცი, რომ მისი საქმეები ძალიან კარგად მიდის. ის უკვე გუნდთან ერთად იწყებს ვარჯიშს, ასე რომ მე ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი ჩემი ნაბიჯის სისწორეში. ვან პერსის გამოძახება თავისუფლად შეიძლება".

როდესაც ჰკითხეს ვენგერთან დალაპარაკებას თუ აპირებს, ვან მარვიიკმა უპასუხა: "ანუ თქვენ გაინტერესებთ ჰოლანდიის ნაკრებისა და "არსენალის" ექიმები თუ დაუკავშირდნენ ერთმანეთს? არ ვიცი და არც მაინტერესებს. მთავარია, რომ მე პირადად რობინს ველაპარაკე, ვიცი მისი პოზიცია, ის ნაკრებში გამოძახებულია და ახლა მისგანვე ველოდები შემდეგ კომენტარებს".

როგორც მოგახსენეთ, ვენგერის წინააღმდეგ რუსეთის ნაკრების თავკაცმა დიკ ადვოკაატმაც გაილაშქრა. საქმე კვლავ კლუბისა და ნაკრების კონფლიქტს ეხება. ამ შემთხვევაში დავის ობიექტი ანდრეი არშავინი გახლავთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა დონეცკის "შახტარსა" და "არსენალს" შორის ავადმყოფობის გამო გამოსტოვა, ადვოკაატს კი ბელგიასთან სათამაშოდ ეროვნულ გუნდში ჰყავს გამოძახებული. როდესაც მას ჰკითხეს ვენგერის რეაქცია ხომ არ აღელვებდა, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უპასუხა:

"ვენგერი სულ რაღაცის გამო ბუზღუნებს. მას უნდა ინგლისის ჩემპიონი გახდეს, რაც გასაგებია, მაგრამ, მე მინდა ჩემი გუნდი ევრო 2012-ის ფინალურ ეტაპზე გავიდეს. ვფიქრობ, ჩვენ მოვალენი ვართ ერთმანეთის ინტერესებს პატივი ვცეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"