ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩეჩენის აჩრდილი - ახალ წონაში ხინჩეგაშვილს ოთარსულთანოვიც მიჰყვა

ჩეჩენის აჩრდილი - ახალ წონაში ხინჩეგაშვილს ოთარსულთანოვიც მიჰყვა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დარად, წონით კატეგორიას ლონდონის ოლიმპიადის ფინალში მისი მეტოქე ჯამალ ოთარსულთანოვიც იცვლის
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დარად, წონით კატეგორიას ლონდონის ოლიმპიადის ფინალში მისი მეტოქე ჯამალ ოთარსულთანოვიც იცვლის და ისიც 60-ში გადადის.

ამდენად, ჩვენებურს ახალ წონაში კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტი დაემატა - სეზონის დასაწყისში ანალოგიური ნაბიჯი რუსთა კიდევ ერთმა ცნობილმა ფალავანმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ვიქტორ ლებედევმა გადადგა, ამ დუეტს კი იქ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის გამარჯვებული, ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ბესიკ კუდუხოვი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ოპან სატი დახვდნენ.

სიმართლე გითხრათ, ოთარსულთანოვის ახალ წონაში გადასვლა მოსალოდნელიც იყო და მის პირად მწვრთნელ ანატოლი მარგიევის სიტყვებზე დაყრდნობით ამას ვწერდით კიდეც.

ჩეჩენ ოლიმპიურ ჩემპიონს ლონდონის თამაშების შემდეგ არსად უასპარეზია. სამაგიეროდ, მის შესახებ ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, ივან იარიგინის მემორიალის წინ მარგიევმა ისაუბრა ვრცლად და განმარტა, რატომ არ ჭიდაობდა ოთარსულთანოვი.

მარგიევმა მაშინ ძირითად მიზეზად ტრავმები და ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლა დაასახელა, წონის შეცვლაზე კი პირდაპირ არაფერი უთქვამს, თუმცა ქვეტექსტში ეს აშკარად იკითხებოდა. პირველი ეჭვიც მაშინ გაგვიჩნდა, რაც ახლა საბოლოოდ დადასტურდა.

რუსი "თავისუფლები" 14-16 ივნისს კრასნოიარსკში გასამართი ქვეყნის პირველობისთვის ემზადებიან, რაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა.

ოთარსულთანოვი მოსკოვის ოლქის ნაკრებთან ერთადაა შეკრებაზე, მასთან ინტერვიუ კი დაღესტნურმა საიტმა შემოგვთავაზა. აქედან გავიგეთ, რომ სერიოზულად უმკურნალია და რაც მთავარია, 67 კილოგრამამდე მოსუქებულა. ცხადია, ამხელა წონის დაკლება და ისევ 55-ში დაბრუნება წარმოუდგენელია!

"ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ვისვენებდი და ვმკურნალობდი ტრავმებს, რომლებიც ჯერ კიდევ თამაშებამდე მაწუხებდა - გაწყვეტილი იყო მუხლის მყესები და დაზიანებული იდაყვის სახსრის ნერვი.

მუხლი თავისით გამოჯანმრთელდა, მაგრამ ხანგრძლივი რეაბილიტაცია დამჭირდა, იდაყვზე კი ინექციები გავიკეთე.

საბედნიეროდ, ეს სერიოზული ტრავმები უკვე მოვირჩინე. პატარა ხარვეზები ისევ რჩება, მაგრამ ამას მივეჩვიე და შეიძლება ითქვას, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აღარ მაწუხებს.

ლონდონის შემდეგ წონაში მოვიმატე - 67 კილოგრამი გავხდი და წონითი კატეგორიის შეცვლის გარდა, სხვა გზა არ მქონდა" - განაცხადა მან.

ოლიმპიური და ევროპის სამგზის ჩემპიონი ჩეჩენი ახალ წესებსაც შეეხო და დადებითთან ერთად უარყოფითზეც ისაუბრა: " მომეწონა შეჯიბრების ახალი ფორმატი - 2 სამ-სამწუთიანი პერიოდი და ისიც, როცა შეხვედრა 10-ქულიანი სხვაობისას წყდება.

სამაგიეროდ, გაუგებარია ქულათა შეფასების ტექნიკური მხარე. მაგალითად, რაშიც ადრე იძლეოდნენ 1 ქულას, ახლა 2-ით ფასდება, მაგრამ ამ დროს გდებებს ადრინდელივით კვლავაც სამი ქულით აფასებენ. ახლა მეტოქის ჩოქბჯენში ორჯერ გადაყვანით უფრო მეტ ქულას მიიღებ, ვიდრე - გდებით. არადა, თუ გვინდა, ჭიდაობა სანახაობრივი იყოს, პირიქით უნდა ხდებოდეს".

მუდმივი დუელები

ამდენად, ხინჩეგაშვილისა და ოთარსულთანოვის დუელი ახალ ოლიმპიურ ციკლშიც გაგრძელდება, ოღონდ - ახალ წონაში, თუმცა ჩეჩენს მანამდე ძველი დუელი იაკუტ ლებედევთან ელის. ციმბირელი 55-შიც მისი მთავარი კონკურენტი იყო და 2012 წლამდე ყველა პრინციპული პაექრობა მოუგო.

ლებედევი სახა-იაკუტიის პრეზიდენტ ეგორ ბორისოვის სიძეა და იმ რეგიონში ჭიდაობის აღორძინება დიდწილად უკავშირდება მათ სახელს - სიძისთვის ხელის შესაწყობად სიმამრმა რეგიონში დიდი საჭიდაო აღმშენებლობა წამოიწყო.

მართალია, ლებედევი ხშირად კრასნოიარსკშიც ჩადიოდა დიმიტრი მინდიაშვილის აკადემიაში, სადაც 80 წლის მხცოვანი ქართველი დამრიგებლის გარდა, კიდევ ერთი ჩვენებური ვლადიმერ მოდოსიანი და იქაური აკადემიის სხვა მწვრთნელებიც ავარჯიშებდნენ, მაგრამ ბორისოვი კარგად ხვდებოდა, რომ ადგილზე პირობების შექმნის გარდა ლებედევს მხოლოდ სხვის იმედად გაზრდა გაუჭირდებოდა.

ამიტომ გავლენას, თანხებსა და ენერგიას არ იშურებდა თავის ავტონომიაში საჭიდაო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რითაც სიძესაც ეხმარებოდა... იმ პერიოდში ლებედევი ალალად უგებდა ოთარსულთანოვს, რომელიც ზედმეტი წონის გამო ვერაფრით ახერხებდა მასთან წარმატების მოპოვებას.

თავის მხრივ, წონის პრობლემა აწუხებდა ლებედევსაც, მაგრამ ის ჭკვიანურ ტაქტიკას ირჩევდა - ევროპის პირველობისთვის შესარჩევ-მოსამზადებელ ციკლს ტოვებდა და მთელ ენერგიას მსოფლიოსთვის მომზადებახ ახმარდა.

მას არც დახმარება და ხელის შეწყობა აკლდა, საჭიროებისას სიმამრთან ერთად მფარველობის ფულიან-მსაჯებიან კალთას რუსეთის ჭიდაობის ფედერაციაც გადააფარებდა ხოლმე და ასე გახდა ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი, ოთარსულთანოვს კი გამოხრული ძვალივით რჩებოდა ევროპის პირველობა.

თუმცა ბოლომდე გარანტირებული არც ეს ტურნირი ჰქონდა - კონკურენციას დაღესტნელთა კუმიკი ფალავანი ნარიმან ისრაპილოვი უწევდა.

მაშინ ჩეჩენი ასაკითაც პატარა იყო და კუმიკი პერიოდულად ახერხებდა მის დამარცხებას, თუმცა ის დიდი მასშტაბის ვარსკვლავი არასოდეს იყო ევროპირველობაზე გამარჯვების მიუხედავად და ოთარსულთანოვი უმეტესად იყენებდა საკუთარ შანსს.

ლებედევთან დაპირისპირებაში გარდამტეხი შარშანდელი სეზონი აღმოჩნდა, როცა რუსეთის პირველობის ფინალში ჩეჩენმა დაამარცხა ციმბირელი.

ამას იქაურ საჭიდაო თემში დიდი რყევები მოჰყვა - იქით ეგოროვის ციმბირულ-მაფიოზური კლანი ამოქმედდა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ლებედევისთვის ოლიმპიურ გუნდში ადგილის ყიდვას.

ეს ფარული ომი გასცდა სპორტის ნაკრების, ფედერაციის საზღვრებს და ეგოროვის მეშვეობით მასში კრემლის მაღალჩინოსნებიც ჩაებნენ, მაგრამ არც ოთარსულთანოვის ირგვლივ შემოკრებილი ჩეჩნური დაჯგუფებები დანებდნენ - მათ ყველაფერი იღონეს თანამემამულის ღირსების შესანარჩუნებლად და თავისიც გაიტანეს.

მაშინ არაოფიციალურად ამბობდნენ, რომ ციმბირელებმა დიდი ფულიც კი შეაძლიეს ოთარსულთანოვს.

ასეთ ინფორმაციებზე დაყრდნობა ძნელია, მაგრამ მწვავე გარჩევებზე ლონდონიდან დაბრუნებული მარგიევის სიტყვებიც მიანიშნებს, ცოტა არ იყოს და ნიშნის მოგებით რომ თქვა, ახლა ხომ მაინც გაჩუმდებიან ის სკეპტიკოსები, რომელებიც მანამდე ამტკიცებდნენ, თითქოს ჩემი შეგირდი ლებედევზე ნაკლებად ნიჭიერიაო.

ჯერჯერობით არაა ცნობილი, გამოვლენ თუ არა რუსეთის ჩემპიონატში ლებედევი ან კუდუხოვი, სატი კი ნამდვილად იჭიდავებს. თუ ისინიც იასპარეზებენ, სანკტ პეტერბურგში ისეთ ტურნირს ვიხილავთ, თქვენი მოწონებული.

ოთარსულთანოვი ხინჩეგაშვილისთვისაც ძველი და სერიოზული კონკურენტია. მან ორი დიდი ფინალი მოუგო ჩვენებურს - ლონდონის ოლიმპიადაზე და ევროპის 2011 წლის პირველობაზე. თანაც, ორივეში საეჭვო გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით კი - ოლიმპიადაზე, მაგრამ ამას საბოლოო შედეგი არ შეუცვლია.

იმედია, ჩვენებური სამომავლოდ შეძლებს რევანშის აღებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართული სპექტაკლი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის კლასი იტალიაში [VIDEO]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

თავისუფალი ჭიდაობა. მეტოქე: რუსული სკანდალი ქართული აქცენტით [VIDEO]

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი

"ბორჯღალოსნების" მეტოქე: კანადელი "ნეკერჩხლის ფოთლები"

"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...