"რას იზამ, მდიდარი გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს"

"მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ მესამე თამაში წააგო, რამაც მწვრთნელს, რობერტო მანჩინის, რომელსაც ისედაც წყალი ჰქონდა შეყენებული, საქმე კიდევ უფრო დაუმძიმა. მოგეხსენებათ, ისტლენდელები ევროლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში სტუმრად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში "ლეხთან" დამარცხდნენ, 3:1. წინა ორი გუნდი, რომელთაც მანჩინის ბიჭებს წაგება აგემეს პრემიერლიგის "არსენალი" და "ვულვზი" იყვნენ.

მაგრამ, ასეთი შედეგის მიუხედავად იტალიელი მწვრთნელი უარყოფს, რომ მისი ფეხბურთელები ცუდად თამაშობენ. "სიტიში" დიდძალი ფულიც კი ვერ უზრუნველყოფს თუნდაც სუსტ მოწინააღმდეგეებთან გამარჯვებასო, უსაყვედურეს "ინტერის" ყოფილ თავკაცს, რომელმაც საპირისპიროს მტკიცება დაიწყო:

"ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი. შედეგის მიუხედავად მათ კარგად ითამაშეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბიჭები იმით არიან უკმაყოფილო, რომ დაუმსახურებლად დამარცხდნენ. რას იზამ, მდიდარი გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. როდესაც მოწინააღმდეგე გაჯობებს, ვაჟკაცურად უნდა მოულოცო. ვიმეორებ, ჩვენ კარგად ვითამაშეთ და საგოლე მომენტები მრავლად შევქმენით. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ბოლო სამ შეხვედრაში წავაგეთ, მაგრამ ამ სამიდან დღევანდელში ნამდვილად არ ვიმსახურებდით წაგებას. ახლა, ეს მდგომარეობა უნდა შევცვალოთ. ჩვენ საკუთარი ბედი უნდა გამოვჭედოთ. რასაკვირველია, მდგომარეობა რთულია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა თამაშში უნდა შევიტანოთ შესწორებები. ამას კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ თუ ერთსულოვნება არ დაგვერღვევა. გამარჯვება ყოველთვის ერთად ყოფნას და თანადგომას მოაქვს".

გაზეთმა "სანმა" კი მანჩინიზე ლაპარაკისას მეტი სიმწვავე ირჩია. მან დაწერა, რომ იტალიელმა მწვრთნელმა ჯამში 300 მილიონი ფუნტი გაანიავა და პრესკონფერენციის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც მის გადადგომაზე იყო ლაპარაკი.

"ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ "სიტიში" დავრჩები, - უთქვამს მანჩინის, - თუ არ გამაგდებენ, აქედან ფეხის მომცვლელი არ ვარ. მე ჩვენი კლუბის მეპატრონე შეიხი მანსური ორჯერ თუ სამჯერ პირადად ვნახე და ჩვენ საუკეთესო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ხალდონ ალ მუბარაქთანაც. ტელეფონით კვირაში რამდენჯერმე ვლაპარაკობთ, გარდა ამისა პრეზიდენტი ვარჯიშებზეც მობრძანდება".

მიუხედავად დიდძალი ფულისა, "სიტი" პრემიერლიგის ცხრილშიც მხოლოდ და მხოლოდ მეოთხეა, თუმცა მანჩინი იხტიბარს არ იტეხს და დროს ითხოვს. ფრანგული So Foot-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იტალიელმა თქვა:

"ჩემს კარიერაში ყოფილან გუნდები, რომლებიც ვერ იგებდნენ. ასეთები იყვნენ, მაგალითად, "ფიორენტინა", "ლაციო" და "ინტერი". სამივეგან მოვიგე".

"მანჩესტერ სიტის" ახლა პრემიერლიგაში ორი უმნიშვნელოვანესი თამაში ელის. ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩთან" მოგებას, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იქითა ოთხშაბათს კი დიდი მანჩესტერული დერბია.

ფანებისთვის ერთადერთი კარგი ამბავი, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ბანაკიდან გამოვიდა ის გახლავთ, რომ არგენტინიდან დაბრუნდა მომჯობინებული კარლოს ტევესი, რომელმაც უკვე ივარჯიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა