სერბული წარმოშობის მოკრივის მორიგი ტრიუმფი
გასულ უქმეებზე გამართულ მთავარ ბრძოლაში მარკო ჰუკმა მეთერთმეტედ დაიცვა WBO-ს საჩემპიონო ტიტული პირველ მძიმე წონაში. გერმანელი მოკრივე მესამედ ხვდებოდა ბრიტანელ ოლა აფოლაბის. ჰუკმა მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა მეტოქეს - 114:114, 115:113, 117:111.

მარკო ჰუკი სინამდვილეში მუამერ ჰუკიჩია. ის სერბეთშია დაბადებული, გერმანიის მოქალაქეობა 2009 წელს მიიღო და იმ მომენტიდან მისი კარიერა მხოლოდ მწვერვალისკენ მიდიოდა. 2009 წლის აგვისტოში მან არგენტინელი ვიქტორ ემილიო რამირესი დაამარცხა და სწორედ მაშინ მოიგო WBO-ს ტიტული პირველ მძიმე წონაში. მას შემდეგ ჰუკმა ათჯერ დაიცვა საჩემპიონო ქამარი, მათ შორის, ერთხელ ცნობილ რუსთან, დენის ლებედევთან ბრძოლაში.

ამ სერიაში შედის აფოლაბიზე ერთი მოგება და ერთი ფრე, რის გამოც დაინიშნა მესამე შეხვედრა. ის შაბათს ბერლინში, მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში გაიმართა. თავიდანვე გამოჩნდა, რომ ბრიტანელი წინა შეხვედრებზე ცუდად იყო მომზადებული. საწყის რაუნდებში აფოლაბი მხოლოდ მეტოქის შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული და თავად იშვიათად მიდიოდა წინ. ბრიტანელი მხოლოდ მესამე რაუნდში გააქტიურდა, ზუსტად მოქმედებდა და ეს სამწუთეული აშკარად მისი გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა ამან ოლას საბოლოო ინიციატივა ვერ მოუტანა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰუკი "ბინძურ" ილეთებსაც იყენებდა, მაგალითად, კეფაში ურტყამდა ბრიტანელს და ეს აშკარად თვალშისაცემი იყო.

ბოლო რაუნდებში აფოლაბიმ სცადა ტემპის გაზრდა და მიზანში მეტოქის ტანი ამოიღო. ჩანდა, რომ ორივე მოკრივე დაღლილი იყო, სიზუსტე კი უკეთესი ბრიტანელს ჰქონდა, მაგრამ მას მაინც ცოტა დააკლდა ნანატრი პირველი ტიტულის მოპოვებამდე.

შაბათს კიდევ ორი საინტერესო ბრძოლა გაიმართა. კანადის ქალაქ მონრეალში ჰაიტური წარმოშობის კანადელმა ადონის სტივენსმა WBC-ის ტიტული დაიცვა ნახევრად მძიმე წონაში. მან პირველი რაუნდის მეორე წუთზე ნოკაუტში გაგზავნა ჩედ დოუსონი. ამ უკანასკნელმა ათ თვლამდე მოახერხა წამოდგომა, მაგრამ რინგზე ბარბაცებდა და ვერ შეძლო ბრძოლის გაგრძელება.

ადონის სტივენსონმა გამარჯვება ლეგენდარული მწვრთნელის, ემანუელ სტიუარდის ხსოვნას მიუძღვნა.

და კიდევ, იმავე მონრეალში 31 წლის კუბელმა იურიორკის გამბოამ WBA-ს დროებითი ჩემპიონობა მოიპოვა მჩატე წონაში. მან მსაჯების გადაწყვეტილებით (116:111, 116:111, 115:112), 29 წლის კოლუმბიელ დარლი პერესს აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ მარკეტინგული ხრიკი?
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება
პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება
"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, "შტურმმა" ისევ გაიმარჯვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა
"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა
"პატარა ეშმაკივითაა" - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
"ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ფანები ქართველი მეკარის თამაშს?