დერბი, რომელიც უნდა მოიგო
X ტურის მშვენება მადრიდული დერბი იქნება, რომელიც კვირას, ჩვენი დროით შუაღამით დაიწყება - "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" "ატლეტიკოს" მასპინძლობს, ეს ჟოზე მოურინიოსთვის პირველი ესპანური დერბია. ჟოზე ვახსენეთ და მის წინამორბედზეც ვთქვათ - შარშან "რეალს" რეკორდული, მაგრამ უტიტულო სეზონი ჰქონდა, ამიტომაც მანუელ პელეგრინიმ თანამდებობა დაკარგა და პარასკევამდე უმუშევარიც იყო.

"მალაგას" ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინათ პორტუგალიელი სპეციალისტი ჟეზუალდო ფერეირა მოხსნა ცუდი შედეგების გამო. მის ნაცვლად კი მანუელ პელეგრინი დაინიშნა. პელეგრინის დებიუტი ბარსელონაში ამაღამ "ესპანიოლის" წინააღმდეგ არ შედგება, ის უბრალოდ გაყვება გუნდს, რომელსაც ამ მატჩის შემდეგ ჩაიბარებს. ახალ მწვრთნელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი კონტრაქტი შეიძლება კიდევ ერთი სეზონით გაგრძელდეს. გუშინ ჩილელი სპეციალისტი მედიას ახალ რანგში წარუდგინეს.

სანტიაგოელმა სპეციალისტმა სამშობლოში სახელი "უნივერსიდად კატოლიკას" გაწვრთნით გაითქვა. შემდეგ ის ეკვადორსა და არგენტინაში მოღვაწეობდა. ესპანეთში კი "ვილიარეალი" ჩაიბარა. 2007/08 წლების სეზონში პელეგრინი ესპანეთის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, 2009 წლის ზაფხულში კი მისი უიღბლო "რეალური" კარიერა დაიწყო, რომელიც ზუსტად ერთ წელში დასრულდა.

"ძალიან მიხარია, რომ ისევ ესპანეთში დავბრუნდი. აქ 6 წელიწადი გავატარე. სამწუხაროდ, ჯერ "მალაგას" კარგად არ ვიცნობ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის დაწყებული პროექტი ძალიან მომწონს. ჩვენ შევეცდებით, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ეს კლუბი ლა ლიგაში", - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

"ატლეტიკოსთან" მატჩი იმ კატეგორიიდანაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დერბი მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი მატჩი. ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გველის, რადგან კარგ გუნდს ვეთამაშებით", - განაცხადა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ოქტომბერში 13 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში. "რეალს" ლაზარეთში კვლავ სამი ფეხბურთელი რჩება, რომელთა არყოფნასაც უკვე ყველა შეეგუა: კაკა, გარაი და გაგო.

კიკე ფლორესს დაცვის ხაზის გადაწყობა მოუწევს, რადგან წინა ტურში ლუის პერეამ მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და ავტომატურად ტოვებს "რეალთან" შეხვედრას. არ იქნება არც მისი თანამოწყვილე დაცვის ცენტრში დიეგო გოდინი (ტრავმა), საეჭვოა ხოსე ანტონიო რეიესის თამაშიც.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: კასილიასი - ს. რამოსი, რ. კარვალიო, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი, დი მარია - იგუაინი.

ატლეტიკო: დე ხეა - ვალერა, უიფალუში, დომინგესი, ფილიპე ლუიში - რეიესი, ტიაგო, ასუნსაო, სიმაო - ფორლანი, აგუერო.

დღეს

სოსიედადი-რასინგი 23:00

ესპანიოლი-მალაგა 01:00

ხვალ

ალმერია-სპორტინგი 20:00

ლევანტე-დეპორტივო 20:00

ოსასუნა-ერკულესი 20:00

ვილიარეალი-ბილბაო 20:00

სარაგოსა-მალიორკა 20:00

ხეტაფე-ბარსელონა 22:00

რეალი-ატლეტიკო 00:00

ზეგ

სევილია-ვალენსია 00:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 9 7 2 0 25-5 23

2. ბარსელონა 9 7 1 1 19-6 22

3. ვილიარეალი 9 6 2 1 17-7 20

4. ვალენსია 9 5 2 2 14-9 17

5. ესპანიოლი 9 5 0 4 8-13 15

6. ატლეტიკო 9 4 2 3 13-10 14

7. მალიორკა 9 4 2 3 9-9 14

8. სევილია 9 4 2 3 14-16 14

9. ბილბაო 9 4 1 4 17-14 13

10. ხეტაფე 9 4 1 4 14-13 13

11. სოსიედადი 9 4 1 4 12-12 13

12. რასინგი 9 3 1 5 9-15 10

13. ოსასუნა 9 2 3 4 8-10 9

14. ერკულესი 9 2 3 4 9-12 9

15. სპორტინგი 9 2 3 4 9-15 9

16. ალმერია 9 1 5 3 7-8 8

17. ლევანტე 9 2 2 5 9-16 8

18. მალაგა 9 2 1 6 14-21 7

19. დეპორტივო 9 1 4 4 6-14 7

20. სარაგოსა 9 0 4 5 7-15 4

ბომბარდირები: 11 - რონალდო (რეალი); 7 - მესი (ბარსელონა); 6 - ლორენტე (ბილბაო), როსი (ვილიარეალი); 5 - ნილმარი (ვილიარეალი), ტრეზეგე (ერკულესი), იგუაინი (რეალი); 4 - ვალდესი (ერკულესი), გაბილონდო (ბილბაო), ვილია (ბარსელონა), დიეგო კასტრო (სპორტინგი).

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს