ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგის დაწყებამდე ავსტრიაში მოემზადება, სადაც ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავს
ქუთაისის "ტორპედომ" ახალი სეზონისთვის მზადება 10 ივნისს დაიწყო. რამდენიმე დღის განმავლობაში გუნდი ქუთაისში ივარჯიშებს, 18 ივნისს კი ავსტრიაში გაემგზავრება შეკრებაზე.

"ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა კი უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

კლუბის ვებგვერდის ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა გუნდის საწვრთნელი ბაზა და ქუთაისის ცენტრალური სტადიონი დაათვალიერა და ნანახით კმაყოფილი დარჩა.

"აქამდეც ნანახი მქონდა ეს სტადიონი, ოღონდ გარედან. დღეს კი შიგნითაც დავათვალიერე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

სავარჯიშო ბაზას რაც შეეხება, ასეთი პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ გააჩნია. აქ სრულად არის იმის საშუალება, რომ გუნდი ბაზაზე დარჩეს და მომავალი შეხვედრებისთვის კარგად მოემზადოს.

მოკლედ, მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი გვაქვს", - განაცხადა სარაგოსამ.

კომენტარი გააკეთა "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმაც:

"მოხარულები ვართ "ტორპედოს" ახალ მთავარ მწვრთნელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრით.

უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, 10 ივნისს გუნდი ქუთაისში შეიკრიბება, 18-დან კი დაგეგმილია ავსტრიაში მოსამზადებელი ეტაპის გავლა, სადაც, რასაკვირველია, ამხანაგური თამაშებიც გვექნება.

კლუბი უკვე აქტიურად ემზადება ევროპის ლიგისთვის, რათა იქ ღირსეულად წარვსდგეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედოს" ორი ახალწვეული ჰყავს

დათა რიგვავა - "ტორპედოდან" წამოსვლასა და გუნდის მომავალზე

გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი

გიორგი დათუნაიშვილი: საქართველოში ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან რთულია

ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია

ქომაგი
ესპანეთის ქვედა ლიგის გუნდები იგულისხმა ალბათ. არა მგონია გეგუჩაძეზე ძლიერი იყოს, მაგრამ ჩვენთან ხომ შინაურს შენდობა არა აქვს?
gff
სად მონახეს ასეთი ესპანელი რომ ტორპედოს პირობებით გაოცებული დარჩა? ან ესპანურ ფეხბურთთან ალბათ საერთოდ შეხება არ ჰქონია, ან კიდევ ძალიან თავმდაბალი კაცია.
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ტორპედო VS ჟილინა - სტუმარი ფავორიტია, მაგრამ ვიცით, როგორ მოვუგოთ
საქართველოს უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი იქნება?
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ჟერარდ სარაგოსა: საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
რევაზ ძოძუაშვილი: "ვისოლთან" პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ "ტორპედოს" რა ეშველება?
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"ტორპედოს" დირექტორი: კლუბსა და ქომაგებს შორის დაპირისპირება არ არსებობს