ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სიტუაცია: ნეტავ, რამდენ გუნდს მოაგროვებენ?

სიტუაცია: ნეტავ, რამდენ გუნდს მოაგროვებენ?

დღესდღეობით ქართულ საკლუბო ფეხბურთში რომ სიტუაციაა შექმნილი, მსგავსი კი არა, მიახლოებულიც არასდროს ყოფილა!
დღესდღეობით ქართულ საკლუბო ფეხბურთში რომ სიტუაციაა შექმნილი, მსგავსი კი არა, მიახლოებულიც არასდროს ყოფილა!

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინათ უმაღლესი ლიგის რვა (!) გუნდი... ჩემპიონატის მიტოვებით დაიმუქრა. ანუ, თუ ამ რვავე გუნდმა ბოიკოტი გააგრძელა და საქართველოს მთავრობასთან (კერძოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან) კვლავაც "ულტიმატუმის ურთიერთობა" არჩია, გამოდის, რომ 2013-14 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში... 4 გუნდი იასპარეზებს.

რა თქმა უნდა, ამ ოთხ გუნდს სხვა ოთხიც დაემატება და ცოტა მეტიც (ანუ ათ ან თორმეტ გუნდს როგორმე "მოძებნიან"), მაგრამ თვითონ ფაქტია ერთობ არასასიამოვნო, - მთლიანობაში, საერთოდ ქართული ფეხბურთის იმიჯს რომ ლახავს.

არადა, ადრე თუ გვიან ეს საკითხი პრობლემური რომ გახდებოდა, წესით, არავის უნდა გაჰკვირვებოდა; სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში მყოფი კლუბების "კოჰაბიტაციასაც" ვგულისხმობთ და, საერთოდ, უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის თანაბარ პირობებში ყოფნას.

ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და, როგორც ყოველთვის, "ტრადიციული ქართული ოპტიმიზმით" შევხვდეთ ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას; მით უფრო, რომ საიუბილეო, XXV ჩემპიონატი გველოდება, ოღონდ დღესდღეობით ვერავინ იტყვის, თუ რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას უმაღლეს ლიგაში.

ისე, ერთი მხრივ, მთლად ცუდი ამბავი არ მოხდა: წინა კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა ხომ ყველას გადაავიწყა არანაკლებ აჟიტირებული პრობლემა! ჰო, იმას ვგულისხმობთ, ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა უნდა გაიზარდოსო, ჯერ ნელ-ნელა, მერე კი "ჩქარი ტემპით" რომ გააჟღერეს.

საბედნიეროდ, ეს მართლაც საფუძველმოკლებული იდეა დღეს აქტუალური აღარ არის; ანდა, როგორ იქნებოდა: 12 გუნდიდან სამი-ოთხი დღესდღეობით მართლაც სერიოზულ გაურკვევლობაშია და ის "დაპირებული" მილიონნახევარი ლარი თუ ვერ მიიღეს, გვეეჭვება, რომ უმაღლეს ლიგაში გააგრძელონ ასპარეზობა.

მოდი, ამ სამი-ოთხი გუნდის სახელს ჯერჯერობით ნუ გავახმოვანებთ, ისე, როგორც კიდევ ერთი-ორი გუნდისა, ასევე არანაკლებ ბუნდოვანი მომავალი რომ ელოდება. ჰოდა, დღესდღეობით ვეღარავინ "ბედავს", უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდის გაპიარებას და, რატომღაც გვგონია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამ მართლაც უაზრო ექსპერიმენტით.

პირიქით, ჩვენი აზრით, უკვე დამდეგი სეზონიდანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი უმაღლეს ლიგაში გუნდების... შემცირებაზე!

კი ბატონო, 16-გუნდიანი ჩემპიონატი (ორ წრედ) მართლაც იდეალური ვარიანტია, მაგრამ გვყავს კი ამდენი გუნდი, ინფრასტრუქტურით თუ ფინანსებით უმაღლესი ლიგის კი არა, საერთოდ, ელემენტარულ მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებს?

მოკლედ, ძალიან მარტივი კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელონ ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა: ვინც წარადგენს შესაბამის ფინანსურ გარანტიებს და რომელი გუნდიც დააკმაყოფილებს ლიცენზირების მოთხოვნებს, მხოლოდ იმათ უნდა მიიღონ მონაწილეობა უმაღლეს ლიგაში.

თორემ უკვე მერამდენე წელიწადია, ერთი და იგივე მეორდება: ესა თუ ის გუნდი "რიხით" დაიწყებს სეზონს, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე რამდენიმე ცნობად სახეს დაიმატებს, ქართული სპორტული მედიაც "ამბიციურ გუნდად" მონათლავს და მერე, ზამთრის პაუზის დადგომისას აღმოჩნდება, რომ თურმე კლუბის ბიუჯეტი ცარიელია!

ანუ მეორე ეტაპიდან აღარც ფეხბურთელები რჩებიან ამ გუნდში, აღარც მწვრთნელები და ხანდახან ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ესა თუ ის გუნდი უმაღლესი ლიგის მატჩზე... ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეებით გამოსულა.

კიდევ ბევრი მსგავსი ფაქტის გახსენებაც შეიძლება, აი, თუნდაც ამ ბოლო დროს ერთობ "ნოვატორული" იდეისა: ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელები კლუბის ყველა თანამშრომელს (სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, ტექნიკურ პერსონალს) სეზონის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში... ორთვიან უფასო შვებულებაში უშვებს!

ანუ პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე ხომ ორი თვის ვადაა და ნახეთ, როგორი "მიგნებაა": ორი თვის ბიუჯეტი იზოგება!

შესაძლოა, ვცდებით, მაგრამ მსგავსი რამ, ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება, ისე, როგორც ის ფაქტი, რომ ევროტურნირებზე მოასპარეზე ზოგიერთ ქართულ გუნდს ჯერ მზადებაც არ დაუწყია. არადა, თვეზე ნაკლები რჩება იმ დღემდე, როცა ორი ქართული კლუბი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩებს ჩაატარებს.

...ბოლო სამი წელიწადია, ლიცენზირების პირობების დაუკმაყოფილებლობისა თუ ფინანსური გარანტიების უქონლობის გამო არც ერთი ქართული გუნდი არ მოუკვეთავთ უმაღლესი ლიგიდან. არადა, ადრე (უფრო ზუსტად, 2003 წლიდან 2009 წლამდე) რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ესა თუ ის გუნდი უმაღლეს ლიგაში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შეუსრულებლობის გამო არ დაუშვიათ: ქუთაისის "ტორპედო" თუ ფოთის "კოლხეთი", საჩხერის "ჩიხურა" თუ თბილისის "ამერი", ახალციხის "მესხეთი" თუ ჭიათურის "მაღაროელი", "ქობულეთი" თუ "რუსთავი"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ისევ ორომტრიალი - ხელი საით უნდა გავიშვიროთ?

საბოტაჟი თუ სახელმწიფოსადმი კლუბების შეთავაზება?

სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!

საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?

საქართველოს უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი იქნება?

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?

"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება

"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ

"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს

30 მაისს ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

"სოხუმის" კალათბურთელები მეოთხე თვეა, უხელფასოდ თამაშობენ...

[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. ახალი სეზონის წინ: რას უნდა ველოდოთ?

VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!

13 ივნისს საქართველოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება