ყაბარდოელი მძიმეწონოსანი ტრავმის გამო ერთწლიან იძულებით შვებულებაშია
ფოტოზე: ბილიალ მახოვი და დავით მოძმანაშვილი (მარჯვნივ)

ირკვევა, რომ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს პირველობას გამოტოვებს რუსთა მძიმეწონოსანი "ვარსკვლავი", ჩვენი პლანეტის სამგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ბილიალ მახოვი, ვისაც ლონდონის ოლიმპიადაზე დავით მოძმანაშვილმა მოუგო ნახევარფინალში.

დაღესტანში მოვარჯიშე ყაბარდოელი ამ დღეებში მახაჭყალაში ადგილობრივ ნაკრებს ესტუმრა შეკრებაზე და იქაურ მედიასაც მაშინ გაესაუბრა.

"ექიმებმა მხრის მყესების გაწყვეტა დამიდგინეს - ტრავმა თებერვალში მსოფლიოს თასისთვის მზადებისას მივიღე. მოჭიდავისთვის ეს ძალზე არასასიამოვნო პრობლემაა. მაგალითად, მსგავსი ტრავმის გამო მახაჩ მურთაზალიევი იძულებული გახდა, ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა.

ის მიზიარებდა თავის დიდ გამოცდილებას და მირჩევდა, არ გამეჭიანურებინა მკურნალობა. ტრავმის გამწვავებას მეც მირჩევნია, ერთი წელიწადი დავკარგო, ვიდრე - მთელი კარიერა. ამიტომ წავედი მიუნხენში, სადაც გავიკეთე ოპერაცია.

სამკურნალო თანხა დაღესტნის ნაკრების მხარდაჭერის ფონდმა გადამიხადა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი საგიდ მურთაზალიევს და ომარ მურთუზალიევს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ექიმები კარგ პროგნოზს აკეთებენ. ამასთან, მაფრთხილებენ, რომ ქირურგიულ ჩარევას მხოლოდ 30%-ით შეუძლია საქმის გამოსწორება, დანარჩენი 70% კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება სარეაბილიტაციო პროცესი.

ორი თვე თაბაშირით დავდიოდი, ახლა კი მოვიხსენი და ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით პირველი სარეაბილიტაციო კურსიც გავიარე, რომლის დროსაც ხელის ფუნქციის აღდგენაზე ვმუშაობდით.

დარჩა კიდევ ორი კურსი. გერმანელი ექიმების თქმით კი, სრულ ვარჯიშს დეკემბერში დავიწყებ. მომენატრა ჭიდაობა და მინდა, მალე გავიდე ხალიჩაზე.

იმედია, აღდგენის პროცესი დაგეგმილზე დიდხანს არ გაგრძელდება და უკვე შემოდგომაზე შევძლებ სრულად ვარჯიშს".

ბუნებრივია, როგორც პიროვნებას და როგორც დიდ სპორტსმენს, მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, თუმცა ცხადია, რომ შემოდგომაზე ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში ის არ იქნება. ეს კარგი ამბავია ჩვენი მძიმეწონოსნებისთვის. რუსებმა ვინც უნდა დააყენონ, ისედაც მწვავე საკადრო კრიზისი აქვთ, მახოვი კი მათი ლიდერი იყო.

დასასრულ, ერთი ცნობაც რუსეთის ქალთა ნაკრებიდან - ახლახან იქ დასრულდა ქვეყნის პირველობა მანდილოსანთა შორის, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა ორი ლიდერისთვის - ვალერია ჩეპსარაკოვასა (48) და ოლიმპიურ ჩემპიონ ნატალია ვორობიოვასთვის (72).

ქალთა ჭიდაობაში იმ დონეზე კარგა ხანს ვერ გავალთ, ესენი ჩვენებურთა ძირითად კონკურენტებად რომ განვიხილოთ, თუმცა თბილისი მათ კარიერაში ფეხბედნიერი ქალაქია - მარტში ორივე ჩვენს დედაქალაქში გახდა ევროპის ჩემპიონი, 2009-ში კი ეს ტიტული ახალგაზრდებში მოიპოვეს.

რუსეთის პირველობაზე ჩეპსარაკოვა ფინალში ელენა ვოსტრიკოვასთან დამარცხდა, რუს ქალთაგან პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვორობიოვამ კი ნახევარფინალში ეკატერინა ბუკინასთან წააგო.

ბუკინას ფინალში ტატიანა მოროზოვა ტრავმის გამო საჭიდაოდ არ გამოუცხადდა და უბრძოლველად გახდა ჩემპიონი.

"ზოგჯერ ოლიმპიური ჩემპიონებიც აგებენ. თუნდაც ბერძნულ-რომაულში ახლახან გამართული ქვეყნის პირველობა გაიხსენეთ, სადაც ალექსეი მიშინმა ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულ ალან ხუგაევს მოუგო. ამდენად, ჩეპსარაკოვასა და ვიორობიოვას წაგებებში გასაკვირი არაფერია.

ბუკინას საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება უნივერსიადაზე მოუწევს, მსოფლიოს პირველობის წინ კი ვნახავთ, ვინ იქნება უკეთეს ფორმაში", - განაცხადა რუსეთის ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სახელოვანმა იური შახმურადოვმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავი მუსაიფი
მახოვს ან ნურასილოვით,ან ხუგაევით შეცვლიან...
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა
მოჭიდავე, რომელსაც თვალებში ცეცხლი უნთია! - მახოვი გენო პეტრიაშვილს ეძებს
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
"თავისუფალთა" ნაკრები მინსკში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო