"როცა ძირითადი გამთამაშებელი სეზონის სტარტზე 3.5 შეცდომას უშვებს, ხოლო პლეი ოფში - 1.5-ს, გამოდის, რომ საგრძნობლად გაიზარდა"
უკრაინულ საიტ "ისპორტზე" ორ ნაწილად გამოქვეყნდა ინტერვიუ აინარს ბაგაცკისთან. ამ სპეციალისტს საქართველოში უკვე კარგად იცნობენ: სეზონნახევარი იმუშავა "სოხუმში", შარშან ჩვენს ეროვნულ გუნდთან სათამაშოდ ლატვიის ნაკრები ჩამოიყვანა, ხოლო 2012-13 წლების სეზონში უკრაინულ "ბუდიველნიკში" გიორგი ცინცაძე მიიწვია და ჩემპიონიც გახდა.

თავის მხრივ, ლატვიელი მწვრთნელიც კარგად იცნობს საქართველოს, რაც ინტერვიუდანაც გამოჩნდა.

უკრაინული პუბლიკაციიდან ჩვენი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო დეტალები "ამოვჭერით".

ცინცაძეზე

სეზონის შეფასებისას ბაგაცკისმა გიორგი ცინცაძის მაგალითი მოიხმო:

- წარმატება სტაბილურობამ განაპირობა. მთელი სეზონის განმავლობაში ერთი უიმედოდ წაგებული მატჩი არ გვქონია. ევროთასის ნახევარფინალშიც კი, "ბილბაოსთან" 18 ქულის სხვაობით რომ დავმარცხდით, ბოლომდე ვიბრძოდით და თამაშიდან არ "ამოვრთულვართ".

მეტსაც გეტყვით: სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე ეტაპობრივად ვუმატებდით. ავიღოთ თუნდაც გიორგი ცინცაძის მაგალითი. იგი რეგულარული ეტაპის პირველ ნაწილში, მეორეში და პლეი ოფში სხვადასხვა კალათბურთელი იყო.

როცა ძირითადი გამთამაშებელი სეზონის სტარტზე 3.5 შეცდომას უშვებს, ხოლო პლეი ოფში - 1.5-ს, გამოდის, რომ საგრძნობლად გაიზარდა.

ყოველი დაცვითი მოქმედება შეტევას მოსდევს. შეტევა კი გამთამაშებლებზეა დამოკიდებული, ჩვენს შემთხვევაში - ცინცაძესა და დილეინიზე.

უკრაინის ჩემპიონატის მეექვსე ფინალში "აზოვმაშთან" დავმარცხდით, მაგრამ ბოლო წამებამდე ვინარჩუნებდით მოგების შანსს, პირველ რიგში იმიტომ, რომ სულ სამჯერ დავკარგეთ ბურთი.

ბიუჯეტზე

"ლელოში" სტუმრობისას გიორგი ცინცაძემაც აღნიშნა, რომ სეზონის დასაწყისში "ბუდიველნიკისგან" უკრაინის ჩემპიონობას არ ელოდნენ, რადგან სხვებთან შედარებით მოკრძალებული ბიუჯეტი ჰქონდა.

- სეზონის მსვლელობისას გამოქვეყნდა ევროთასის მონაწილეთა ბიუჯეტები. ჩვენზე ნაკლები მხოლოდ ერთ გუნდს ჰქონდა - ლიტვის "რუდუპისს".

ყველაზე დიდი ბიუჯეტი "ყუბანს" აღმოაჩნდა (20 მილიონი დოლარი) და საკითხავია, რა ლოგიკით არ უნდა გამხდარიყო ჩემპიონი?

"ბუდიველნიკმა" ევროთასზე თავისზე ორ და სამჯერ დიდი ბიუჯეტის მქონე კლუბებს გაასწრო. ერთი წამყვანი ევროპული გუნდის გენერალურმა მენეჯერმა მითხრა: ყოველ მოთამაშეზე ერთი მილიონი მაქვსო. ვუპასუხე: შესანიშნავია, ჩვენ კი ისეთი კალათბურთელები გვყავს, რომელთაც ჯამში აქვთ მილიონი.

დისციპლინაზე

უკრაინელმა ჟურნალისტმა აინარს ბაგაცკისს ჰკითხა, ყველა გუნდში დილის 6 საათზე იბარებთ კალათბურთელებსო?

- სეზონის დასაწყისში ყველამ კარგად იცოდა, რას მოვითხოვდი. კიდევ არაერთი ახირება მქონდა. მაგალითად, მოთამაშე ზამთარში ვარჯიშის შემდეგ ქუდს თუ არ დაიხურავდა, 50 დოლარით ვაჯარიმებდი.

თავად განსაჯეთ, რა უფრო იაფია: ჯარიმის გადახდა თუ ქუდის ყიდვა?

შხაპის მიღების მერე ზამთარში უქუდოდ გამოსვლის შემდეგ გაციების დიდი ალბათობაა. ამას კალათბურთელის მწყობრიდან დაახლოებით ერთი კვირით გამოსვლა მოჰყვება.

მოთამაშეს უნდა ესმოდეს, რომ მისი გამოკლება გუნდს დააზარალებს.

დამრჩენებზე

- "ბუდიველნიკი" მომავალი სეზონისთვის ევროლიგისთვის უნდა მოემზადოს. საინტერესოა, ვის დატოვებას აპირებთ გუნდში...

- კლუბის პრეზიდენტთან ამ თემაზე უკვე ვილაპარაკე. 6-7 უკრაინელი კალათბურთელი ჩვენთან აუცილებლად ითამაშებს. საერთო შემადგენლობასთან დაკავშირებით კი აჩქარებას არ ვაპირებთ.

ეს დამოკიდებულია გუნდის მიზნებსა და შეჯიბრებაზე, რომელშიც გამოსვლას ვაპირებთ - ევროთასი იქნება, ევროლიგა თუ NBA.

ნატურალიზებულებზე

- როგორ ეკიდებით ნატურალიზებულთა საკითხს? - ჰკითხეს ბაგაცკისს.

- შევხედოთ საქართველოს ნაკრებს, რომელშიც იმდენ ნატურალიზებულს უთამაშია, ორი გუნდი შედგებოდა. ჩემს სუბიექტურ აზრს დავაფიქსირებ: ქვეყნის ნაკრები ადგილობრივებით შემდგარი ნაკრები უნდა იყოს.

თუ გეხმარება უცხოელი, რომელიც ადგილობრივებს გაუმჯობესებაში უწყობს ხელს და მასთან ერთად რამის მოგება შეიძლება, კი ბატონო. თუ ასე არ არის - მაშინ რა საჭიროა?

მაკედონიამ მაკალებთან ერთად მეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევა იყო.

სასაცილოა, ისეთი საკალათბურთო ქვეყანა, როგორიც ესპანეთია, რატომ აძლევს პასპორტს ამერიკელებს, თუ სერჟ იბაკა ნამდვილი ესპანელია?

ფილოსოფიაზე

როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს სწორი კალათბურთი ბაგაცკისის თვალით? აი, პასუხიც:

- საფუძვლიანი შეტევა - ბურთი უნდა სტყორცნოს მან, ვინც თავისუფალია, თუნდაც ეს შეტევისთვის განკუთვნილი დროის მეათე წამზე მოხდეს. მთავარია, თავისუფალ პოზიციაში იყოს.

როცა სათადარიგოთა სკამიდან უყვირიან, მიდი, მიდი შეუტიე და მოთამაშე 5-დან მხოლოდ 1 ტყორცნას გამოიყენებს, საპასუხოდ კი 25 ქულას ჩააგდებენ, რა სარგებლობა მოაქვს ასეთ სწრაფ იერიშს?

დაცვაც წესების დაცვას მოითხოვს, კალათბურთელებს უნდა შეეძლოთ გეგმის მიხედვით მოქმედება. შეტევა კი შემსრულებელთა ნიჭიერებაზეა დამოკიდებული.

ზოგიერთი მეკითხება - რატომ არ იღებ წუთშესვენებებსო? ვპასუხობ: როცა ვატყობ, რომ მეტოქე კალათბურთელები ხელებს მუხლებს აბჯენენ, დაღლა ეტყობათ, რატომ უნდა ავიღო წუთშესვენება? პირიქით, ამ დროს თამაშის ტემპის მომატებაა საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ცინცაძე: საქართველოს ევრობასკეტზე სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია

გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონია!

გიორგი ცინცაძე: ევროლიგის კარგ გუნდში კარგად თამაშზე ვოცნებობ

გიორგი ცინცაძე: ვეცდებით, ევრო-2013-ზე უკეთესად გამოვიდეთ [VIDEO]

აინარს ბაგაცკისი: ქართველებმა იციან მეტოქის შეცდომების გამოყენება

ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს
მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაზე "გალათასარაის" თავკაცის ერთ-ერთი იმედია
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
გიორგი ცინცაძის "დონეცკი" უკრაინის თასის ფინალში "ბუდიველნიკთან" დამარცხდა
გიორგი ცინცაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
გიორგი შერმადინის აგენტი: მოლაპარაკება "ბუდიველნიკთან" არც მიმდინარეობს
5 ივნისს "ლელოს" სტუმარი გიორგი ცინცაძე იქნება
გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონია!
სუპერლიგას, საქართველოს მთავარ და ასაკობრივ ნაკრებებს ახალი სპონსორი ჰყავს