მასიმო მორატი საქმეს შეუდგა
გასულ სეზონში "ინტერმა" სრული ფიასკო განიცადა და კლუბის მესვეურებს კარგად ესმით, რომ ზაფხულში გუნდის გაძლიერება მართებთ. ამ პროცესს ვალტერ მაცარი უნდა გაუძღვეს, რომელიც ჯერჯერობით შვებულებაშია და კომენტარებისგან თავს იკავებს. სამაგიეროდ, ჟურნალისტებს მასიმო მორატი გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"გუნდი სერიოზულად უნდა გავაძლიეროთ და ამისთვის ვემზადებით კიდეც. მაცარის შვებულების მშვიდად გატარების საშუალება არ მივეცით და მას "ინტერის" სრული შემადგენლობა გადავუგზავნეთ... მაცარი ჯერ არსებულ კონტინგენტს შეისწავლის, შემდეგ კი სატრანსფერო გეგმაც შემუშავდება. არაერთი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს, თუმცა მთავარი მაინც ისაა, ვინ შემოგვემატება. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, თუმცა მთავარი ამბები ივლისიდან გველოდება".

მიუხედავად იმისა, რომ მორატი მთავარ ამბებს ივლისში გვპირდება, სათქმელი დღესაც გვაქვს და თანაც, არაერთი... მაგალითად, 20 წლის მაურო იკარდომ ნეაპოლს მილანი ამჯობინა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. 12 ივნისს მაურომ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც ეს იგულისხმება. იკარდის ტრანსფერი "სამპდორიას" სპორტულმა დირექტორმა კარლო ოსტიმ დაადასტურა:

"მიუხედავად იმისა, რომ პირველ ხაზზე ნეაპოლელები გამოვიდნენ, შეთანხმებას მილანელებთან მივაღწიეთ. ეს დიდწილად თვითონ ფეხბურთელმა განაპირობა, რომელსაც სწორედ "ნერაძურიში" სურს კარიერის გაგრძელება. "ნაპოლის" მესვეურები ჩემპიონთა ლიგის საგზურით იწონებდნენ თავს, მაგრამ მაუროს დაყოლიება მაინც ვერ შეძლეს".

"ინტერთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ცნობა ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, კლუბის მესვეურები პაბლო დანიელ ოსვალდოს გადაბირებას ლამობენ. 27 წლის ფორვარდს "რომაში" აღარ დაედგომება და დიდი ხნის ამბავია, რომ ახალ გუნდს ეძებს. "ინტერი" მისთვის კარგი ვარიანტი უნდა იყოს, მით უმეტეს, მილანურ გრანდს შეტევაში გასაჭირი ადგას.

მოკლედ, მასიმო მორატიმ და კომპანიამ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდეს – ამ პროცესში მალე ვალტერ მაცარიც ჩაერთვება და ეჭვი არაა, რომ მომდევნო სეზონში "ინტერი" სხვა გუნდი იქნება, შემადგენლობით მაინც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მილანის "ინტერს" ხუთი ახალი ფეხბურთელი შეუერთდება

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მორატი: მესის მამამ "ინტერის" ოფისთან ახლოს სახლი იყიდა, რას უნდა ნიშნავდეს?!
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
პაბლო ოსვალდო: ფეხბურთს ბარბეკიუ და ლუდი მირჩევნია
ოსვალდო: ერთხელ ტოტის ვუთხარი, რომ ცოლი ღალატობდა...
"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
გახსოვთ როკერი ოსვალდო? არგენტინელ-იტალიელმა კარიერა განაახლა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
მოურინიო: "რეალში" წასვლა ამ გამარჯვების შემდეგ გადავწყვიტე
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
ყველა დროის ტოპ-5 გაუქმებული გოლი ფეხბურთში [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პაბლო ოსვალდო "პორტოს" ფეხბურთელი გახდა
მასიმო მორატი ფეხბურთს უბრუნდება - "ინტერის" ყოფილი მფლობელი სერია C-ს კლუბს ყიდულობს