დინამო-ბაია 0:0
ზუგდიდის "ბაია" უმაღლესი ლიგის იმ ბინადართაგანია, რომელსაც ფინანსურმა გასაჭირმა სეზონის მსვლელობისას მოუსწრო. ამ გუნდის მძიმე მდგომარეობაზე არაერთხელ დაგვიწერია და სამწუხაროდ, ახალს და სასიამოვნოს ვერაფერს გეტყვით. ყოველივე ამის ფონზე კი "დინამოსთან" სტუმრად მიღწეული ფრე ელგუჯა ქომეთიანსა და მის ფეხბურთელებს გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია შევუფასოთ გმირობად.

გასაკვირი არაა, რომ მთელმა შეხვედრამ მასპინძელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ ვერც "დინამოს" შეტევები იყო განსაკუთრებით თავბრუდამხვევი და "ბაიაც" უნაკლოდ იცავდა თავს. დედაქალაქელებმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე უსახური თამაში ჩაატარეს და იმის მიუხედავად, რომ გამარჯვება მაინც შეეძლოთ, ვერ ვიტყვით, რომ გუშინდელი თამაშით მაინცდამაინც სამი ქულა დაიმსახურეს.

როგორც იცით, უსახსრობის გამო ზუგდიდური კლუბი არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა დაცვის ხაზში მაინც დარჩნენ გამოცდილი მოთამაშეები და "ბაიამ" ქულა სწორედ მათი მონდომებითა და რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდა მეკარის, თორნიკე ზარქუას ჩინებული თამაშის წყალობით მოიპოვა. "დინამოს" მეტოქის კართან ბევრი სახიფათო მომენტი ნამდვილად არ შეუქმნია, მაგრამ როცა საქმში ჩართვა უხდებოდა, ზარქუა საკუთარ მოვალეობებს უნაკლოდ ასრულებდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც ალალად დაიმსახურა.

"ბაიამ" აქცენტი თავიდანვე საკუთარი კარის უსაფრხოებაზე გააკეთა და ასე იყო ბოლომდე. ზუგდიდელები შეტევაში იშვიათად გადადიოდნენ, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, ვერც დინამოელები ყოჩაღობდნენ. თავად განსაჯეთ, პირველ ტაიმში კახა კაჭარავას გუნდს ერთი საგოლე შანსიც კი არ ჰქონია, სტუმრებმა კი გოლიც კი გაიტანეს (კანდელაკმა გუგუჩიას პასით), რომელიც მსაჯმა აშკარა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.

მოსაყოლი ბევრი არც მატჩის მეორე ნახევრიდან გვაქვს, მაგრამ სამი ეპიზოდის გახსენება მაინც შეიძლება. ხმალაძის შორეული დარტყმა ზარქუამ მოიგერია, შეხვედრის დასრულებამდე თხუთმეტი წუთით ადრე კაკუბავამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, როცა უმეთვალყურეოდ მიტოვებულმა ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა, მატჩის მიწურულს კი "ბაიას" კარის დარაჯი შეცვლაზე შესული ჯუისის დარტყმას გაუმკლავდა.

ზუგდიდელები მეორე ტაიმში იშვიათად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე, დაცვით ფაზაში კი უნაკლოდ ირჯებოდნენ და შინ დამსახურებული ქულით დაბრუნდნენ.

"დინამო"-"ბაიას" მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია დაესწრო.

მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა (დინამო): "პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მეორეში თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ. გამარჯვებისთვის თითოეულ მატჩში ბოლომდე დახარჯვაა საჭირო, ეს შედეგი კი ჩვენთვის მარცხის ტოლფასია".

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "ბუნებრივია, ამ ფრემ გაგვახარა, მაგრამ ზოგადად, სიხარულის საბაბი ნამდვილად არ გვაქვს. კლუბი უმძიმეს დღეშია და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალიც არ ჩანს... თბილისში ნასესხები ფულით ჩამოვედით, დედაქალაქში ერთი "მარშრუტკითა" და ორი ფეხბურთელის ავტომობილით ჩამოვაღწიეთ. ამ მატჩში კი საკუთარი კარის მშრალად შენახვა დავისახეთ მიზნად, რასაც მივაღწიეთ კიდეც".

05.11. თბილისი. ეროვნული. 200 მაყურებელი

დინამო-ბაია 0:0

დინამო ბაია

4-4-1-1 4-4-1-1

ლორია ზარქუა

თომაშვილი კანდელაკი

კაკუბავა კვესეიშვილი

გ. კვარაცხელია აკობია

ხმალაძე რ. ონიანი

რობერტინიო კვეკვესკირი

ედნილსონი ვართაგავა

კოშკაძე შ. ლომია

ლექვთაძე წურწუმია

მუჯირი გუგუჩია

ვაწაძე ეხვაია

მწვრთნელი მწვრთნელი

კ. კაჭარავა ე. ქომეთიანი

დინამო

59. მუჯირი - თექთურმანიძე

65. ლექვთაძე - ჯუისი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ფირცხალავა, ლილუაშვილი, კახელიშვილი, მეტრეველი

ბაია

59. ლომია - რიგვავა

77. გუგუჩია - მალიჩავა

90. ეხვაია - კუკავა

სათადარიგოები: ჯომიდავა, აფაქიძე, სამუშია, ჩანგელია

გაფრთხილება: კვარაცხელია (48), რ. ონიანი (67), გუგუჩია (75), ვართაგავა (88)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს