ლა ლიგის დანაკარგები და შენაძენები
ზაფხულის სატრანსფერო სეზონი ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება და 31 აგვისტოს, შუაღამით იხურება, თუმცა ევროპაში უკვე ძალიან ბევრი ტრანსფერი განხორციელდა, რომლებიც ოფიციალურად 1 ივლისს გაფორმდება.

ესპანეთში ჯერჯერობით ორი ტრანსფერია მთავარი - 21 წლის ნეიმარის მისვლა "ბარსელონაში" და 27 წლის რადამელ ფალკაოს წასვლა "ატლეტიკოდან".

ბარსელონა

ქვემოთ აქამდე განხორციელებული საზაფხულო ტრანსფერების სრულ სიას ნახავთ, რომელიც ლა ლიგის გუნდებს შეეხო. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ტენდენციაზე, რომ ესპანეთს ვარსკვლავები ტოვებენ. ამაზე თავს აღარ შეგაწყენთ, თუმცა სპორტულ მიზეზთა გარდა, გვინდა აღვნიშნოთ ფინანსურიც - დასავლეთ ევროპაში ესპანეთშია ყველაზე მაღალი უმუშევრობის პროცენტი და ყველაზე მეტად ესპანეთის ეკონომიკას უჭირს. ბუნებრივია, ეს ყველა სფეროს ეხება, მათ შორის, ფეხბურთსაც.

გრანდებიდან პირველი ხმაურიანი ტრანსფერი "ბარსელონასია" - ნეიმარის საგას მაისის ბოლოს დაესვა წერტილი, ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა კატალონია არჩია. კლუბს ეს ტრანსფერი 57 მილიონი ევრო დაუჯდა. მეტად "ბარსას" ბაზარზე არ უაქტიურია, თუმცა ნამდვილად ვიცით, რომ აპირებს.

რეალი

მადრიდის "რეალის" სატრანსფერო აქტიურობა ჯერჯერობით შეზღუდულია. კლუბი შეელია ვეტერან პორტუგალიელ მცველ რიკარდო კარვალიოს, რაც ორივე მხარისთვის მისაღები გარიგებით დასრულდა - "პორტუს" და "ჩელსის" ყოფილი ვარსკვლავი რუსი მილიარდერის, დმიტრი რიბოლოვლევის მდიდრულ პროექტში დაასრულებს კარიერას. კლუბი შეელია 24 წლის გარემარბ ხუანფრანსაც. ის აშკარად გადაიზარდა სარეზერვო გუნდისთვის, მაგრამ პირველ გუნდამდე ვერ გაიზარდა. ამიტომაც სევილიური "ბეტისი", ევროპალიგის საგზურით, მისთვის მისწრებაა.

ფლორენტინო პერესმა დაიბრუნა 21 წლის დანი კარვახალი, რომელიც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნდესლიგაში საუკეთესო მარჯვენა მცველი იყო ფილიპ ლამის შემდეგ (კარვახალი "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებებში 7-ჯერ მოხვდა). "რეალს" წინდახედულობამ უშველა, "ლევერკუზენთან" კონტრაქტი ისე იყო შედგენილი, რომ "სამეფო კლუბს" მისი დაბრუნება 6,5 მილიონ ევროდ შეეძლო და გააკეთა კიდევაც ეს. ველოდოთ მძაფრ კონკურენციას მარჯვენა ფლანგზე ალვარო არბელოასა და მას შორის. ჩვენ ფსონს ახალგაზრდა ფეხბურთელზე ჩამოვდივართ.

"სამეფო კლუბის" მეორე გადაწყვეტილება კი ცოტა უცნაური გვეჩვენება: "რეალის" მეორე გუნდში თამაშობს კარლოს ენრიკე კასემირო, 21 წლის ნახევარმცველი, რომელმაც უკვე სამჯერ მოასწრო სელესაოში თამაში. კასემირო "რეალმა" "სან პაულოდან" 6 მილიონ ევროდ გამოისყიდა (აქამდე იჯარით თამაშობდა).

წასულები

ლა ლიგამ იტალიური ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონ ფერნანდო ლორენტეთი გააძლიერა, რომელიც უფასოდ გადადის ტურინის "იუვენტუსში". "ფიორენტინაში" გადავიდა "ლევანტეს" ურუგვაელი კარის დარაჯი გუსტავო მუნუა.

ლა ლიგიდან პრემიერლიგაში გადავიდნენ იაგო ასპასი (თითქმის 10 მილიონ ევროდ იყიდა "ლივერპულმა" "სელტასგან"), ფერნანდო ამორებიეტა (ფულჰემი), "ბეტისის" მეკარე ადრიანი (ვესტ ჰემი) და ამავე გუნდის მოწინავე ნახევარმცველი ხოსე კანიასი (სუონსი). გადასვლები ჯერ ახლა დაიწყო, კიდევ ბევრი ფეხბურთელი შეიცვლის ლა ლიგას ინგლისურ პრემიერლიგაზე.

არგენტინელი ტინო კოსტა "ვალენსიადან" 7 მილიონ ევროდ ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდა "სპარტაკში", ანდრეს პალოპი (სევილია) კი კარიერას გერმანულ "ლევერკუზენში" დაასრულებს. მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა (ჯერჯერობით) ესპანეთის ჩემპიონატს "მონაკომ" მიაყენა - 60 მილიონ ევროდ ერთადერთი ფეხბურთელი გადაიბირა, ვისაც გოლების გატანაში ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს კონკურენტობა შეეძლო - რადამელ ფალკაო.

მისულები

ჯერჯერობით, ნეიმარის გარდა, ესპანელებს ვარსკვლავი არ შეუძენიათ, მაგრამ ერთი-ორ საინტერესო ფეხბურთელზე მოგითხრობთ - "ატლეტიკომ" ურუგვაული "დანუბიოდან" 18 წლის ხოსე მარია ხიმენესი კარგა ხანია, დაიბევა. დიეგო სიმეონე ახალგაზრდა მცველს წინასასეზონო შეკრებაზე იახლებს და შანსს მისცემს.

საინტერესო ფეხბურთელი ჩანს 21 წლის ჩილელი ნახევარმცველი ლორენსო რეიესი, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე "უაჩაპიტოს" კაპიტანი იყო და ეროვნულ ნაკრებშიც ორჯერ უთამაშია. ის "ბეტისში" ითამაშებს. მართალია, ახალგაზრდა სულაც არ არის (31 წლისაა), მაგრამ სევილიურმა კლუბმა ინგლისში წასული ადრიანის სრულფასოვანი შემცვლელი იშოვა, დანიის ნაკრების მეკარე სტეფან ანდერსენის სახით. "ლევანტემ" ვეტერანი ავსტრიელი გამთამაშებელი დაიმატა "მაინციდან" (ანდრეას ივანშიტცი).

შიდა ტრანსფერები

შიდა ტრანსფერებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი "რაიო ვალეკანოდან" "ატლეტიკოში" ბრაზილიელი ლეო კარილიო ბაპტიშტაოს გადასვლა გვგონია. ლეო ძალიან ნიჭიერია, თუმცა ხშირად იღებს ტრავმებს. "როხიბლანკოს" ფორვარდი სულ რაღაც 5 მილიონი ევრო დაუჯდა. კიდევ ერთი შიდაქალაქური როქი მოხდა - "ლევანტემ" მიჩელი "ვალენსიაში" გაუშვა.

ესპანური ტრანსფერები

თარ. ფეხბურთელი საიდან სად თანხა

24 იან. ფერნანდო ლორენტე ბილბაო იუვენტუსი თავ. აგენტი

5 თებ. მანუ ლანსაროტე საბადელი ესპანიოლი თავ. აგენტი

7 მარ. ბეტო ბრაგა სევილია 1 მლნ. ევრო

25 აპრ. ხოსე მარია ხიმენესი დანუბიო ატლეტიკო 1 მლნ.

7 მაი. რობერტო ლაგო სელტა ხეტაფე თავ. აგენტი

21 მაი. ედინიო მალაგა ბრაგა თავ. აგენტი

23 მაი. ფერნანდო ამორებიეტა ბილბაო ფულჰემი თავ. აგენტი

23 მაი. დიეგო მაინსი გრანადა უდინეზე იჯ. დაბრუნდა

23 მაი. დიეგო მაინსი უდინეზე გრანადა თავ. აგენტი

23 მაი. კრისტიან საპატა მილანი ვილიარეალი იჯ. დაბრუნდა

23 მაი. კრისტიან საპატა ვილიარეალი მილანი 6 მლნ.

25 მაი. იასინ ბრაიმი გრანადა რენი იჯ. დაბრუნდა

25 მაი. იასინ ბრაიმი რენი გრანადა 3,5 მლნ.

26 მაი. ნეიმარი სანტოსი ბარსელონა 57 მლნ

28 მაი. გუსტავო მუნუა ლევანტე ფიორენტინა თავ. აგენტი

28 მაი. რიკარდო კარვალიო რეალი მონაკო თავ. აგენტი

29 მაი. კრისტიან ტერანი სან ფერნანდო გრანადა თავ. აგენტი

31 მაი. რადამელ ფალკაო ატლეტიკო მონაკო 60 მლნ.

3 ივნ. ანდრეს პალოპი სევილია ლევერკუზენი თავ. აგენტი

3 ივნ. ლეო ბაპტიშტაო ვალეკანო ატლეტიკო 5 მლნ.

3 ივნ. დანი კარვახალი ლევერკუზენი რეალი 6,5 მლნ.

3 ივნ. ხუანფრანი რეალი II ბეტისი თავ. აგენტი

3 ივნ. ჩული უელვა ბეტისი 0,6 მლნ.

4 ივნ. ივან კელავა დინამო ზ. გრანადა თავ. აგენტი

5 ივნ. ჟორდი ჩუმეტრა ელჩე ლევანტე თავ. აგენტი

5 ივნ. ტინო კოსტა ვალენსია სპარტაკი 7 მლნ.

5 ივნ. ადრიანი სევილია ვესტ ჰემი თავ. აგენტი

5 ივნ. მიჩელი ლევანტე ვალენსია 0,42 მლნ.

5 ივნ. ჩაბი ეჩეიტა ელჩე ბილბაო თავ. აგენტი

5 ივნ. მიგელ დე ლას კუევასი ოსასუნა სპორტინგი იჯ. დაბრუნდა

5 ივნ. მიგელ დე ლას კუევასი სპორტინგი ოსასუნა 1,2 მლნ.

5 ივნ. გატო სილვა ოსასუნა უნ. კატოლიკა იჯ. დაბრუნდა

5 ივნ. გატო სილვა უნ. კატოლიკა ოსასუნა 1,2 მლნ.

6 ივნ. იაგო ასპასი სელტა ლივერპული 9,5 მლნ.

6 ივნ. ხოსე კანიასი ბეტისი სუონსი თავ. აგენტი

7 ივნ. ლორენსო რეიესი უაჩიპატო ბეტისი 0,9 მლნ.

8 ივნ. ტიბო კურტუა ატლეტიკო ჩელსი იჯ. დაბრუნდა

8 ივნ. ტიბო კურტუა ჩელსი ატლეტიკო იჯარა

9 ივნ. ანდრეას ივანშიტცი მაინცი ლევანტე თავ. აგენტი

9 ივნ. ხავი ხიმენესი მურსია ლევანტე თავ. აგენტი

10 ივნ. სედრიკ მაბვატი ნუმანსია ბეტისი თავ. აგენტი

10 ივნ. სტეფან ანდერსენი ევიანი ბეტისი თავ. აგენტი

10 ივნ. კარლოს კასემირო რეალი II სან პაულო იჯ. დაბრუნდა

10 ივნ. კარლოს კასემირო სან პაულო რეალი 6 მლნ.

შენიშვნა: თარ - თარიღი, როცა ტრანსფერი გადაწყდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრო ფაილი: ვინ არის ნეიმარი

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"რეალი" კარვახალს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს - ესპანელი ზაფხულში კლუბს დატოვებს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რადამელ ფალკაოს მამა ჩოგბურთის თამაშისას გარდაიცვალა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ტრანსფერი შედგა - საზონოვის "ხეტაფეს" დაცვას ლეგენდარული დანი კარვახალი გააძლიერებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ზუსტად 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გაიმართა [VIDEO]
ფალკაო ევროპის კონტინენტს ტოვებს - ვეტერან კოლუმბიელს მექსიკაში უხმობენ
რადამელ ფალკაოს ქანდაკება რონალდოსა და ბეილისაზე უარესია
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
ფალკაოს უნდა კარიერა ბექჰემის გუნდში დაასრულოს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს