18-23 ივნისს ჩერნოგორიის ქალაქი ბარი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
18-23 ივნისს ჩერნოგორიის ქალაქი ბარი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ისტორიაში პირველად, იქ ჩვენი გოგონებიც გამოვლენ - გვანცა კარელიძე (38) და ანი ნაზარაშვილი (49), რომლებსაც ოთარ ტლაშაძე უხელმძღვანელებს.

მათ ამის უფლება ორიოდე კვირის წინათ ანტალიის საერთაშორისო ტურნირში გამოსვლის შემდეგ მოიპოვეს, სადაც ნაზარაშვილი უმედლოდ დარჩა, კარელიძემ კი ვერცხლი მოიპოვა, რაც პირველი ჯილდოა ქართველი მოჭიდავე ქალებისთვის.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ემზარ ბედინეიშვილმა ალექსანდრე კილაძე (42, რუსთავი), შმაგი თოდუა (46, სამტრედია), გიორგი პასიკაშვილი (50, საგარეჯო), რამაზან მალაკოევი (54, ყვარელი), რამაზ ზოიძე (58, აჭარა), ედუარდ ნიკოლიშვილი (63), ტარიელ გაფრინდაშვილი (69, ორივე - თბილისი), გიორგი გიორგობიანი (76, ქუთაისი), ვაჟა ომარაშვილი (85) და გივი მაჭარაშვილი (100, ორივე - მცხეთა) შეიყვანა, ბერძენ-რომაელთა დამრიგებელმა დავით ბედინაძემ კი არჩევანი შემდეგ ფალავნებზე შეაჩერა: თორნიკე ჭელიძე (42), თემურ შავაძე (46, ორივე - აჭარა), დავით ჩხარტიშვილი (50, ოზურგეთი), გიორგი კურტანიძე (54, გარდაბანი), ლევან ქავჟარაძე (58, ოზურგეთი), მინდია ბოლქვაძე (63, აჭარა), გიორგი მელია (69, სამტრედია), ირაკლი თარხნიშვილი (76, გარდაბანი), გიგა ქოქოლაძე (85, აჭარა) და ზვიად პატარიძე (100, ქუთაისი).

აღსანიშნავია, რომ ორივე ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის ეს სადებიუტო პირველობაა.

ჩვენი გუნდები ბორჯომში გადიან შეკრებას და - ნაყოფიერადაც, თუმცა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ჩვეულებას არ უღალატა და მორიგი უცნაური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებით პრობლემები შეუქმნა სპორტსმენებს - აქამდე მათ იცოდნენ, რომ ეს შეჯიბრება ძველი წესებით ჩატარდებოდა, მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ფილა-დან მოვიდა ცნობა, რომ ახალი წესებით გაიმართება!

მართალია, 18 მაისს, როცა ფილამ წესებში შეტანილი ცვლილებები წარმოადგინა, კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შეჯიბრება ამ სიახლეებით ჩატარდესო, მაგრამ მას მერე თვით მან საკუთარ კალენდარში შეტანილი "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი უფროსებში და ანტალიაში გამართული ახალგაზრდების საერთაშორისო შეჯიბრება "ჩემპიონები" ძველი წესებით გამართა.

ცხადია, თუ აქამდე ეროვნულ ფედერაციებს კონკრეტულად არ აფრთხილებდა (მეტიც - როცა ესენი ეკითხებოდნენ, აიმედებდნენ, ძველი წესებით ჩატარდებაო), ჯობდა, მართლაც ადრინდელი რეალობა დაეტოვებინა, თორემ ერთი კვირით ადრე გაფრთხილება რა ბედენაა!

თუმცა სხვა გზა არაა და ჩვენი მწვრთნელები ცდილობენ, შეჯიბრებამდე დარჩენილი მცირე დრო ადაპტაციისთვის მაქსიმალურად გამოიყენონ.

ბარიში პირველები "თავისუფლები" მიფრინავენ - 16 ივნისს, რადგან ტურნირში პირველები ისინი ჩაებმებიან - 18 ივნისს 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 19-ში გავლენ ლეიბზე.

20-21 გოგონების საასპარეზო რიცხვებია, თუმცა ქართული დუეტი პირველ დღეს იჭიდავებს. 20-შივე თბილისიდან გაფრინდებიან ჩვენი ბერძენ-რომაელები.

მათი 10-ივე წონაც პირველ-მეორე დღეზე ზუსტად იმავე თანმიმდევრობითაა გადანაწილებული, როგორითაც "თავისუფლები" გამოვლენ, ანუ თავდაპირველად მედლებს 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამების წარმომადგენლები გაითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა