გერმანულმა ვებგვერდმა Majestror.de-მ ევროპის იმ კლუბების ტოპოცეული გამოაქვეყნა, რომელშიც რჩეული ტალანტები ირიცხებიან
ამ ცოტა ხნის წინ, ესპანურმა "დონ ბალონმა" მსოფლიოს რჩეული ტალანტების სია გამოქვეყნა, რომელშიც ერთადერთი ქართველი - მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იყო. მიმდინარე წლის დასაწყისში მსგავსი სია იტალიურმა "გუერინ სპორტივომაც" შემოგვთავაზა და მასში ორი ქართული გვარი ეწერა - ანანიძესთან ერთად "შალკეს" შუახაზელი ლევან ყენიაც იყო.

გუშინ გერმანულმა ვებგვერდმა Majestror.de-მ ევროპის იმ კლუბების ტოპოცეული გამოაქვეყნა, რომელშიც რჩეული ტალანტები ირიცხებიან. ასეთ გუნდებს შორის არ არის მოსკოვის "სპარტაკი" და შესაბამისად, არც ჯანო ანანიძეა დასახელებული. სამაგიეროდ, ოცეულში მოხვდნენ "შალკე" და ლევან ყენია.

ასეთ კლუბთა ჩამონათვალში "ესპანიოლთან" ერთად "შალკე" მე-15 ადგილს იყოფს. "მაღაროელთა" ტალანტების ჩამონათვალი ასეთია: ბენედიქტ ჰიოვედესი, ივან რაკიტიჩი, ლუკას შმიტცი, აცუტო უჩიდა, კრისტოფ მორიტცი, ლევან ყენია, ჟოელ მატიპი, კირიაკოს პაპადოპულოსი.

დაბოლოს, ყენიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ სიახლეს გამცნობთ. ლევანი უკვე შეუდგა მსუბუქად ვარჯიშს. როგორც გავიგეთ, ჯერჯერობით მხოლოდ ძუნძულითა და კოჭის კუნთის გასამაგრებელი სპეციალური ვარჯიშებით შემოიფარგლება. სარეაბილიტაციო პერიოდი კიდევ რამდენიმე ხანს გასტანს. ფეხბურთელთა დაახლოებული წყაროს ცნობით, ლევანი გაზაფხულამდე ვერ შეძლებს თამაშს.

tbiliskii
არ იყო საჭირო გამოხმაურება tbiliskii
gio

ჩასწორებულია

tbiliskii
რაგაც არ მგონია რო ამ ბიGმა თამაში გააგრძელოს,მორჩა ამის ფუტბოლი
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა